წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამეს და ახალი წლის სტრატეგიაზე ისაუბრეს. საუბრისას გამოიკვეთა, რომ, მცირე დროის მიუხედავად, ადვოკატირების პროცესი აქტიურად წარიმართა. საინიციატივო ჯგუფის წევრები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიან კამპანიაში, მიიღეს გამოცდილება სხვადასხვა აქტივობის ორგანიზების თვალსაზრისით. გაეცნენ მოსახლეობის პრობლემებს, მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
შეხვედრაზე განიხილეს ადვოკატირების ეტაპები და სამოქმედო გეგმაში კორექტირება შეიტანეს. გადაწყვიტეს, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან.