ქუთაისის, ხონის, ფოთის, სენაკის, წყალტუბოს და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა, პრობლემათა ადვოკატირება და მოგვარება - ამ და სხვა საკითხებს აშუქებს ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენის მეოთხე ნომერი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
საინფორმაციო ბიულეტენის მეოთხე ნომერი
ქუთაისის, ხონის, ფოთის, სენაკის, წყალტუბოს და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა, პრობლემათა ადვოკატირება და მოგვარება - ამ და სხვა საკითხებს აშუქებს ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენის მეოთხე ნომერი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
ფსიქოლოგის შეხვედრა ქუთაისში
12 ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა ჩატარდა 88 ქალბატონის მონაწილეობით ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში.
დამსწრეებმა მიიღეს სასარგებლო ინფორმაციები და რჩევები ფსიქოლოგიური პრესინგის პრობლემის და საოჯახო ურთიერთოებებში კრიზისის თაობაზე. ქალების თხოვნით გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა თემაზე.
სამუშაო შეხვედრა ოზურგეთში
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის ინიცირებით სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრმა მოაწყო სამუშაო შეხვედრა თემაზე: დავიცვათ ბავშვების უსაფრთხოება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: ადგილობრივი თვითმართველობის, სამედიცინო სპექტრის წარმომადგენლები, ჟურნალისტები.
გამომსვლელებმა ისაუბრეს ბავშვის მიმართ ძალადობის სხვადასხვა ასპექტზე, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიკაციაზე. შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვისაკენ.
შეხვედრაზე არაერთი საჭირბოროტო საკითხი დაისვა და გადაჭრის გზებიც დაისახა. ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელშეწყობით და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ინიცირებით განხორციელდება სხვადასხვა პროექტი თუ აქტივობა ბავშვის მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.
ორი ჯგუფი - თერჯოლაში
თერჯოლაში დასრულდა კომპიუტერის კურსები. კურსები გაიარა ორმა ჯგუფმა. თითო ჯგუფში 15 მონაწილე იყო. ყველა მათგანი კმაყოფილი დარჩა, რადგან კურსები იყო უფასო და ხელმისაწვდომი. კურსდამთავრებულებმა სერტიფიკატები მიიღეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ სკოლაში პრეზენტაციების მომზადების დროს, ხოლო შედარებით უფროსი ასაკის მონაწილეებს ეს ხელს შეუწყობს დასაქმებაში.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)
გენდერული თანასწორობის საბჭო წყალტუბოში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. საბჭოში ის ადამიანები არიან გაერთიანებულნი, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ფონდ „სოხუმთან“, მონაწილეობენ ტრენინგებსა თუ შეხვედრებში.
საკრებულოში საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი დოლიძემ ქალთა მიმართ ძალადობის დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2018 წწ. სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ახალაძემ ყურადღება ქვეყანაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე არსებულ პრობლემებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ ღონისძიებათა დაგეგმვა ამ მიმართულებით აუცილებელია.
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭო კვლევას იწყებს
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის ჩატარების შესახებ. განისაზღვრა კვლევის სამიზნე ჯგუფები, განაწილდა ფუნქცია-მოვალეობები. ფოკუს-ჯგუფებით, ჩაღრმავებული ინტერვიუებით და გამოკითხვით მიღებული შედეგების გაანალიზების მიხედვით საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგენს მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.
სხდომის მომდევნო ნაწილში მონაწილეებმა შეაფასეს გენდერული საბჭოს პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია და ისაუბრეს იმ აქტივობებზე, რომლებიც პროექტის მეორე ეტაპზე უნდა ჩატარდეს.
შეხვედრის ბოლოს მერიის წარმომადგენელმა პაატა კლდიაშვილმა სხდომის მონაწილეებს წარუდგინა „ქუთაისის განვითარების სტრატეგია“. საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ დოკუმენტის განხილვაში და გენდერული კომპონენტები შეიტანონ ცალკეულ აქტივობებში.
თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აგრძელებენ თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობას. მობილიზატორები ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, ეცნობიან თვითმმართველობის პროგრამებს, საკრებულოს სხდომაზე განხილულ ინფორმაციებს და სამობილიზაციო შეხვედრების დროს ბენეფიციარებს აწდიან მიღებულ ინფორმაციებს.
მობილიზატორები აქტიურად თანამშრომლობენ სოფლის რწმუნებულებთან. მათი მხარდაჭერით ხდება სამობილიზაციო შეხვედრების ორგანიზება სოფლებში. მაგალითად, ასე ჩატარდა შეხვედრები აპრილში ხომულსა და სოფელ წყალტუბოში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), თეკლათსა და ბათარიაში (სენაკის მუნიციპალიტეტი), გოჩა ჯიხაიშსა და ქუტირში (ხონის მუნიციპალიტეტი).
საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის საკრებულოში
ქუთაისის საკრებულოში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობისგან დაცვის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების სავალდებულო ჩართვის შესახებ. შეხვედრის ორგანიზატორი იყო ფონდი „სოხუმი“, ხოლო უძღვებოდნენ ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლები.
კამპანიის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ინფორმაციის მიწოდება, ოჯახში ძალადობის პრევენციის და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების გატარებაა.
იურისტის შეხვედრა სოფელ კვირიკეთში
იურისტმა ჩაატარა შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის მცხოვრებლებთან. ვიზიტი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ამ სოფელში კვლავ გაგრძელდა ქვა-ღორღის მოპოვებითი სამუშაოები მდინარე ბჟუჟიდან. მოსახლეობას ორი მოთხოვნა აქვს: მდინარის ძველ კალაპოტში დაბრუნება და სამუშაოების შეწყვეტა.
მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა აქცია, რომელზეც მოვიდნენ გუბერნატორის მოადგილე, სოფელ შემოქმედის მაჟორიტარი დეპუტატი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ შემოქმედში. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გადაჭრიან მოსახლეობის მიერ დასმულ პირველ პრობლემას. რაც შეეხება მეორე პრობლემას, ამ ეტაპზე სამუშაოების შეწყვეტის პირობას ვერ იძლევიან.
მეტი სტატია ...
- პირველი შეხვედრა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის ფარგლებში
- სამობილიზაციო შეხვედრები რეგიონებში
- იურიდიული კონსულტაციები
- ფოკუსი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე: „გურია ნიუსის“, „Post ალიონის“ და ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული გადაცემა „მონოლოგიდან - დიალოგამდე“
გვერდი 172 სულ 224