ქუთაისის, სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები ძირითადი თემით - ქალთა სოლიდარობა.
ქალების მეგობრობის პრინციპებიც ისეთივეა, როგორც ნებისმიერ ახლო ურთერთობაში: გულწრფელობა, გახსნილობა, პრობლემათა განხილვა, სიმპათია და პატივისცემა, სხვების მოსმენის ნიჭი და მიღება ისეთად, როგორიც არის.
ამას გარდა ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციები ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის პრობლემებზე. ქალებმა ყურადღებით მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის კომპეტენტური რჩევები.