ფსიქოლოგის კონსულტაციები ჩატარდა 2, 6 და 7 აგვისტოს. წყალტუბოს და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შეხვედრების თემა იყო: სტერეოტიპებით გამოწვეული სოციალური სტიგმა-დისკრიმინაცია.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საკრებულოში პირველად გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის შეხვედრა-კონსულტაცია. დამსწრეთა შორის იყვნენ როგორც თანამშრომლები, ასევე სოფელში მცხოვრები ქალბატონები. ფსიქოლოგმა მათ გააცნო ორგანიზაციის სამუშაო სპექტრი და სერვისები, შემდეგ კი ისაუბრეს ოჯახში ძალადობაზე, სტერეოტიპებსა და სოციალურ სტიგმაზე. შეხვედრამ მათი დიდი ინტერესი და საუბრის გაგრძელების სურვილი გამოიწვია. მაღალი იყო ქალთა აქტიურობა წყალტუბოსა და ფოთში ჩატარებულ შეხვედრებზეც.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)