კონფლიქტების მართვა ოჯახში, რისკების შემცირება და კრიზისის დაძლევა - ამ საკითხებზე გაიმართა შეხვედრები კრიზისულ ოჯახებთან. ეს შეხვედრები ოჯახში შექმნილი კრიზისული სიტუაციების დაძლევას და კონფლიქტების ადრეულ პრევენციას ისახავს მიზნად. ივნისის განმავლობაში ორ ოჯახთან გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრა, სატელეფონო კონსულტაცია კი ერთმა ოჯახმა გაიარა. მუშაობა მიჰყავდათ ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგსა და კონფლიქტოლოგს.
ტრენინგი ქობულეთში სამედიცინო პერსონალისთვის
15-19 ივნისს ქობულეთში ჩატარდა ტრენინგი მედიცინის მუშაკებისთვის. ტრენინგს ესწრებოდა 19 მონაწილე წყალტუბოს, ხონის, ვანის, თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებიდან.
ტრენინგზე, რომლის თემა იყო „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“, განიხილეს უამრავი საკითხი, მათ შორის: ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, სტამბოლის კონვენცია, რეფერირების მექანიზმები, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფები...
მონაწილეები პირველად იყვნენ მსგავსი ფორმატის ტრენინგზე. მათი აზრით, ეს მუშაობა აქტუალური და საჭიროა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია HumanDoc foundation
პროექტის შედეგების შეჯამება მრგვალ მაგიდაზე წყალტუბოში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზეც შეჯამდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის შედეგები. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლების დირექტორები, მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. მონაწილეებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობაზე, ბულინგზე, ნაადრევ ქორწინებასა და გენდერულ თანასწორობაზე. ასევე განიხილეს სასწავლო გარემოს ადაპტირების საკითხი, გენდერულად მიუკერძოებელი სწავლების პრაქტიკა და სასწავლო მასალები. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად სკოლებში საკმაოდ ამაღლდა ახალგაზრდების, მშობლების და პედკოლექტივის ინფორმირების დონე ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე.
შემაჯამებელი შეხვედრები ვაჟების ჯგუფებთან
ვაჟების ჯგუფებთან შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართა ხონის (3 ივნისი), ლანჩხუთის (4 ივნისი), წყალტუბოს (5 ივნისი), ზუგდიდის (6 ივნისი), ფოთის (7 ივნისი), სენაკის (10 ივნისი), თერჯოლის (11 ივნისი), ქუთაისის (12 ივნისი), ოზურგეთის 14 (ივნისი) მუნიციპალიტეტებში. ყველა ჯგუფიდან გამოიყო ერთი-ორი ლიდერი ბიჭი, რომელმაც თანატოლების წინაშე გააკეთა პრეზენტაცია მამაკაცის როლზე ოჯახსა და საზოგადოებაში. დისკუსიის დროს ისინი საუბრობდნენ ძალადობის მავნებლობაზე, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ თავიანთ როლზე პრობლემის მოგვარებაში. აღინიშნა, თუ რა მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრების ჩატარება. და ისიც, რომ მზად არიან გააგრძელონ მუშაობა, გაავრცელონ მიწოდებული ინფორმაციები.
შეხვედრები ახალგაზრდებთან ქუთაისში, ხაჯალიაში, ზედა სიმონეთში
ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ქუთაისის 33-ე სკოლაში, ხაჯალიასა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ზედა სიმონეთში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი). ამით დასრულდა დაგეგმილი ცხრა შეხვედრა ეთიკის და ესთეტიკის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და სქესობრივი აღზრდის საკითხებზე.
როგორც სხვა კლუბებში, აქაც დიდი იყო ახალგაზრდების ინტერესი, ჩართულობა. გამოიკვეთა არაერთი პრობლემა: ნარკოტიკები, ნაადრევი ქორწინება, მიგრაცია, გაუცხოება ოჯახურ ურთიერთობებში…
- საინტერესოა მსგავსი თემების განხილვა. შეხვედრებზე ჩვენ ბოლომდე ვიხსნებით და ვთავისუფლდებით. ვიღებთ შენიშვნებს, რჩევებს. ჩვენ გვისმენენ, რაც იშვიათობაა, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.
შემაჯამებელი ვორკშოპები ქვედა სიმონეთში, ქუთაისში, ნიგვზიანში
კონფლიქტოლოგიის თემაზე ხუთთვიანი მუშაობა შეჯამდა ვორკშოპებზე, რომლებიც ჩატარდა სოფელ ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), სოფელ ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის №15 საჯარო სკოლებში.
მოსწავლეებმა სინანულით აღნიშნეს ვორკშოპების დასრულების შესახებ, პედაგოგებმა კი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი დაიტოვეს. მათი თქმით, მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ თემით, ბევრი რამ ისწავლეს კონფლიქტების მართვის კუთხით, სიხარულით და ინტერესით ელოდნენ ყოველ მომდევნო შეხვედრას. ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
კანონის პრევენციის ტრადიციული თემა - იურისტთან შეხვედრებზე
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ორგანიზება გაუკეთეს ფონდი „სოხუმის“ იურისტის ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეხვედრებს ხონში (3 ივნისი), ოზურგეთში (4 ივნისი), წყალტუბოში (5 ივნისი), თერჯოლაში (11 ივნისი), სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში (10 ივნისი). შეხვედრების თემა ტრადიციული იყო - ოჯახში ძალადობა და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები. დაისვა შეკითხვები და შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს პასუხები თავიანთ კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის აქტივობა - ნოსირში
საინტერესო აქტივობა გაიმართა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში - ეს იყო ჭადრაკის ტურნირი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ თეკლათისა და ნოსირის სკოლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები. მაისში ტურნირი თეკლათის სკოლაში ჩატარდა, ამჯერად კი - ნოსირის სკოლაში. ტურნირის ბოლოს გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ.
სპორტული აქტივობის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც ხელს უწყობს ძალადობის პრევენციას.
კიდევ სამი შეხვედრა: ერგეტაში, ფოთში, თეკლათში
სოფელ ერგეტაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ფოთის კერძო სკოლაში და სოფელ თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის შეხვედრები თემაზე: ეთიკისა და ესთეთიკის ნორმები, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სქესობრივი ცხოვრების წესი - იარაღი ძალადობის პრევენციისთვის.
ახალგაზრდებმა ბევრ პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის ნაადრევ ქორწინებაზე, რაც აფერხებს ახალგაზრდების განვითარებას, დამოუკიდებლობას და
შეხვედრების მონაწილეების აზრით, ასეთი გულახდილი საუბრები და კომპეტენტური რჩევები ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებას, კონფლიქტებისა და ძალადობის პრევენციას.
ფოკუს-ჯგუფი და ჩაღრმავებული ინტერვიუ ადგილობრივ თვითმმართველობაში
- როგორია ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ძალადობის პრევენციაში, რა პროგრამები მუშაობს მსხვერპლთა მხარდასაჭერად - ამ საკითხებზე გაიმართა ფოკუს-ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები ქუთაისის, თერჯოლის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრების მიზანია კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგი.
როგორც მოსალოდნელი იყო, ადგილობრივი თვითმმართველობა ჯერ კიდევ ვერ უწევს ქმედით დახმარებას ძალადობის მსხვერპლს.
მეტი სტატია ...
გვერდი 53 სულ 224