ყველა ეს აქტივობა ეფუძნება სამმხრივ სტრატეგიას: უნდობლობის დაძლევა პირადი კონტაქტების მეშვეობით, საერთო ინტერესის თემების იდენტიფიცირება, შერიგების გზების ძიება და ხელშეწყობა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმი“ ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიასთან“ პარტნიორობით და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“.
პროექტი აქტიურად დაიწყო თებერვლიდან და მოიცავს საგანმანათლებლო, სამედიცინო და ეკონომიკის მიმართულებებს.
დაგეგმილია უამრავი აქტივობა, რომელიც ორი წლის განმავლობაში განხორციელდება კონფლიქტის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. 11 მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალგაზრდული კლუბები და საბჭოები, ჩატარდება ტრენინგები და შეხვედრები, მოეწყობა გაცვლითი პროგრამები, მოხდება მცირე გრანტების დაფინანსება და ა.შ.