შეხვედრები (646)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონის მონიტორინგის ფარგლებში სექტემბერში ფონდი „სოხუმის“ მონიტორებმა ჩაატარეს ჩაღრმავებული ინტერვიუები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან წყალტუბოსა და ქუთაისში. მოპოვებული ინფორმაცია დამუშავდება და მის საფუძველზე მომზადდება რეკომენდაციები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დევნილთა შემწეობის რეფორმის პროექტთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. განსაკუთრებით საინტერესოა სახელმწიფო მოხელეების აზრი, სწორედ ამიტომ შედგა ჩაღრმავებული ინტერვიუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ზაზა ჩაჩავასთან.
შეხვედრა ჩატარდა ორგანიზაცია PIN-ის პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში (დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).
პროექტიხორციელდებაჩეხურიორგანიზაცია „ადამიანიგაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით

11 სექტემბერს ფონდ „სოხუმს“ ესტუმრნენ საერთაშორისო ორგანიზაცია International Alert-ის ევრაზიის პროგრამების მენეჯერი სოფია პაგსლი და თანამშრომელი კამილ მარკეტი. ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით ფონდ „სოხუმს“ არაერთი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. სტუმრები გაეცნენ ჩვენი ორგანიზაციის მიმართულებებს, სამშვიდობო საქმიანობას, სამომავლო გეგმებს.

5 სექტემბერს ხონის საკრებულოს დარბაზში მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე სოციალურ პროექტებზე, ადგილობრივი სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობის შესახებ; გაეცნენ სოციალური ბიუჯეტის გენდერული მარკერებით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
საბჭოს წევრებმა გამოთქვეს იმედი, რომ 2018 წლის პრიორიტეტების დოკუმენტში აისახება ხონის სოციალური ჩართულობის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, რომლითაც მომავალ წელს ადგილობრივი ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, გაგრძელდეს ორგანიზაცია PIN-ის სოციალური ჩართულობის პროექტის დახმარებით დანერგილი სერვისები.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით


აგვისტოში აქტიურად იმუშავა ფონდი „სოხუმის“ კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა ჯგუფმა - ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფმა.
გაიმართა ჩაღრმავებული ინტერვიუები წყალტუბოსა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოების გენდერულ მრჩევლებთან. ასევე ფოკუს-ჯგუფები ამავე მუნიციპალიტეტებში შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრებთან.
შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მონაწილეობის აუცილებლობა ძალადობის პრევენციის საკითხში. ამას კი ფონდ „სოხუმთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ასახელებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

5 ქვეყნის (უკრაინა, საქართველო, სომხეთი, რუსეთი, გერმანია) წარმომადგენლებმა, პროექტის მონაწილეებმა საგანმანათლებლო ვიზიტი განახორციელეს 25-30 ივლისს საქართველოში. ისინი შეხვდნენ 10 ორგანიზაციის წარმომადგენლებს: ქუთაისში - „განათლების, დასაქმებისა და განვითარების ცენტრი“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი, პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“; თბილისში - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, დანიის ლტოლვილთა საბჭო, ცენტრი „აფხაზეთი; გორში - ორგანიზაცია „განთიადი“; ფოთში - „ლაზიკა“; ზუგდიდში - „საუნჯე“; ბათუმში - „განვითარებისა და განათლების ცენტრი“.
შეხვედრის თემა: „გამოცდილების გაზიარება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ინტეგრაციის წარმატებული პრაქტიკის სფეროში“.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალფეროვან საქმიანობას: დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის გრძელვადიანი პროგრამების დანერგვა, იგპ-თა საინფორმაციო და სამართლებრვი მხარდაჭერა, დევნილთა მიმართ სტრატეგიის შემუშავება, დევნილთა პრობლემების ადვოკატირება, მუშაობა ახალგაზრდობასთან ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, განსახლება, დასაქმება.
მონაწილეებმა მიიღეს არა მარტო ზოგადი ინფორმაცია, არამედ პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე. მათ შეხვედრები სასარგებლოდ შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ქართველ პარტნიორთა გამოცდილებას თავიანთ მუშაობაში გამოიყენებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია DRA - ქართულ-რუსული გაცვლა - მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრა თბილისში, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთში“ გაიმართა. ეს იყო ერთ-ერთი შეხვედრა 5 ქვეყნის (უკრაინა, საქართველო, სომხეთი, რუსეთი, გერმანია) წარმომადგენლების საგანმანათლებლო ვიზიტის დროს საქართველოში თემაზე „გამოცდილების გაზიარება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ინტეგრაციის წარმატებული პრაქტიკის სფეროში“ (პროექტი „დავძლიოთ ომის შედეგები ერთად“).
ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდა ცენტრი „აფხაზეთის“ ბიულეტენში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია DRA - ქართულ-რუსული გაცვლა -
მხარდაჭერით (გერმანია)

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში, 18 ივლისს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობებთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. ამ ფორმატის ეს რიგით მეორე შეხვედრაა - პირველი ქუთაისში გაიმართა იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობების მონაწილეობით.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტი, რომელიც ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით და მიმართულია ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისაკენ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ინტერესი გამოიწვია საკითხმა, როგორია ჩეხეთის გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარ მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით და რა „გენდერული მარკერები“ გამოიყენება პროგრამებში ჩართულთა სოციალურ-დემოგრაფიული სურათის ანალიზისთვის; რა პრაქტიკა არსებობს ქართულ სინამდვილეში სამოქალაქო მონაწილეობის თვალსაზრისით და როგორია ამ მიმართულებით ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო ჯგუფების, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობის რეზულტატები - PIN სოციალური ჩართულობის პროექტის, გაეროს განვითარების პროგრამის წარმატებული პრაქტიკის მაგალითზე - ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების მონაწილეობით.
საუბარი შეეხო საკითხს, რამდენად ქმედით მექანიზმს წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობისათვის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოები, რომლის ინსტიტუციონალიზაციაშიც ფონდ „სოხუმს“ უდიდესი წვლილი მიუძღვის და როგორ ხდება მუნიციპალიტეტების მხრიდან ორგანიზაციის ექსპერტიზის და გამოცდილების გამოყენება.
შეხვედრის მასალები სასარგებლო იქნება პროექტით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, რაც თანხვედრაშია სახელმწიფო პოლიტიკის დეკლარირებულ პრინციპებთან - მოხდეს გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ახალი კონცეფციების მიღების მხარდაჭერა; გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა, გენდერული განვითარების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის წარმომადგენლობაში ჩატარდა შეხვედრა თემაზე „დევნილთა რეფორმა“. მონაწილეებმა განიხილეს დევნილთა რეფორმის ფარგლებში განხილული სხვადასხვა ვერსია და საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.
(PIN-ის პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ -დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით

ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხონის სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
თემატიკა: PIN-ის დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მოკლე მიმოხილვა; მუნიციპალიტეტის სოციალური პრიორიტეტები - სარეკომენდაციო წინადადებები „პრიორიტეტების დოკუმენტისთვის“; ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგის ძირითადი მიგნებები; სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების („პანაცეა“, „მწვანე რეგიონები“, დევნილთა ინტეგრაციის ცენტრი) საქმიანობის მოკლე ანგარიში; გლობალური დასაქმების ონლაინ პლატფორმის „ციფრული მოქალაქის“ პროექტი - როგორც პერსპექტივა ხონის სოციალური სტრატეგიის რეალიზებისთვის.
სხდომაზე გამოიკვეთა ახალი ინიციატივები უფრო ეფექტური სოციალური პოლიტიკის დასანერგად, გაიმართა დისკუსია ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული სოციალური დახმარების სახეების თაობაზე. საუბარი შეეხო სკოლამდელი განათლების სერვისში არსებულ გამოწვევებს. დაისახა თვითმმართველობის და სამოქალაქო ჯგუფების ერთობლივი სამომავლო სტრატეგია შშმ ახალგაზრდების დღის ცენტრის საქმიანობის გაფართოებისთვის.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით
