შეხვედრები (646)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
ივლისში შეხვედრები ჩატარდა საკრებულოში, გამგეობაში და მერიის სხვადასხვა სამსახურში. იყო ინფორმაციების გაცვლა, ხშირად კი საუბარი ეხებოდა კონკრეტული ბენეფიციარების პრობლემებს და მათ მოგვარებას.
მობილიზატორები და ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტივისტები აქტიურად ესწრებიან საკრებულოს სხდომებს და მიღებულ ინფორმაციებს აწვდიან სამობილიზაციო შეხვედრების მონაწილეებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

15 ივლისს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ და ასოციაცია „დეამ“ ჩაატარეს შეხვედრა თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება და ადვოკატირება“. ფონდმა „სოხუმმა“ შეხვედრაზე მოიწვია ამ კატეგორიის ადამიანები, რომელთანაც მუშაობს ამჟამად ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით. მათ მოისმინეს დასაქმების ხელშეწყობის საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირები უკვე აქტიურად არიან ჩართულნი ქალაქში მიმდინარე პროცესებში.

15 ივლისს ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორ აფასებენ მონაწილეები 29-30 ივნისს ბათუმში ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთის, სენაკის გენდერული საბჭოების ქსელურ შეხვედრას? ვინ რა შეიძინა, რაში გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას, - ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს საბჭოს წევრებმა.
მონაწილეების აზრით, ყველაზე დიდი შედეგი გენდერული საჭოების ქსელის შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს საბჭოებს შორის კოორდინაცის ხარისხის ამაღლებას საერთო მიზნის მისაღწევად. შეხვედრა კარგი საშუალება იყო ერთმანეთის გასაცნობად, გამოცდილების გასაზიარებლად, რაც მომავალში ოთხივე ქალაქის ადგილობრივ ბიუჯეტში გენდერული მიმართულებით ჰპოვებს ასახვას.
საბჭოს წევრებმა იმსჯელეს რეკომენდაციებზე, რაც მათ მიერ გენდერულ საჭიროებებზე ჩატარებული კვლევის შედეგად უნდა მომზადდეს. გადაწყდა, შეირჩეს ჯგუფი, რომელიც გააგრძელებს რეკომენდაციებზე მუშაობას. საბოლოო ვარიანტი ქუთაისის საკრებულოს წარედგინება, რათა მომავალი წლის ბიუჯეტში მოხდეს მათი გათვალისწინება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-18 სხდომას დაესწრნენ ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელები, რომლებმაც, საბჭოს წევრებთან ერთად, იმსჯელეს მომავალ თანამშრომლობაზე სენაკის ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
ეს იყო პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც 30 ივნისს ბათუმში გაიმართა საერთო შეკრება, რომელზეც გაფორმდა სენაკის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელი.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს ამ ფაქტს: - საქართველოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა არის ფონდი „სოხუმის“ მიერ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში დაწყებული საქმიანობის ლოგიკური გაგრძელება. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია წინ, რაც გააფართოებს საბჭოს წევრების შესაძლებლობას გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით.
სხდომაზე ასევე განიხილეს სენაკის საზოგადოებრივი ჯგუფების გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგები და დასკვნები. საბჭოს წევრები შეუდგნენ აქტიურ მუშაობას 2016 წლის ბიუჯეტისათვის კონკრეტული რეკომენდაციების შესამუშავებლად.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

7 ივლისს ფონდი „სოხუმის“ ოფისში შეიკრიბნენ ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები. მათ წარმოადგინეს მუშაობის სამთვიანი ანგარიშები, ისაუბრეს მომავალი თვის სამუშაო გეგმებზე და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე.
მობილიზატორების მიერ გაჟღერდა ინიციატივა - ჩატარდეს ვორკშოპები გენდერისა და გენდერული ძალადობის თემაზე კოლექტიურ ცენტრებსა და სოფლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
6 ივლისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შედგა მორიგი შეხვედრა იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით ხორციელდება.
შეხვედრაზე გახილულ იქნა ბენეფიციართათვის საინტერესო საკითხები.
რამდენიმე წარმომადგენელი მოწვეული იყო ფონდ „სოხუმში“, სადაც ისინი გაეცნენ ორგანიზაციის ისტორიას, მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს.

ბათუმში ერთობლივ ფორუმზე შეიკრიბა 74 ადამიანი - ქუთაისის, სენაკის, ბათუმისა და ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წევრები და ამ ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობების და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.
ეს იყო ფონდი „სოხუმის“ ორი პროექტის ორწლიანი მუშაობის შეჯამება (ამ პროექტების ფარგლებში შეიქმნა გენდერული საკონსულტაციო საბჭო 4 ქალაქში გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდის და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით).
გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია, განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები, შედეგები და მიღწევები, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, სამომავლო პერსპექტივები, ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შეფასება, საბჭოების ამოცანები და საქმიანობის კონკრეტული აღწერა, საპროექტო იდეები, არაფორმალური ურთიერთობები...
ერთი სიტყვით, ბევრი რამ იყო საინტერესო ბათუმში გატარებულ ორ დღეს...
რაც მთავარია, კარგად გამოჩნდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ეფექტურობა და გავლენა ადგილობრივ გენდერულ პოლიტიკაზე. შეხვედრის ბოლოს გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოში გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნის შესახებ.
ქსელში ჯერჯერობით 4 საბჭოა...










პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

22 ივნისს შედგა საინფორმაციო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, ისაუბრეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე. აღნიშნეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის შესახებ, სადაც სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად განხილულ იქნა ქალაქის ბიუჯეტში არსებული პროგრამები.
24 ივნისს საკრებულოს მორიგ სხდომას ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად შშმ პირებიც დაესწრნენ, რათა უკეთ გაეცნონ ქალაქში მიმდინარე პროცესებს, იმას, თუ რა საკითხები განიხილება და მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ.
ივნისის სამობილიზაციო შეხვედრები გაიმართა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკში, აგრეთვე სოფლებში; თერნალი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ხორში (სენაკის მუნიციპალიტეტი), ხურჩა და კოკი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
შეხვედრების ციკლი მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. საუბარი გაიმართა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციაზე, საქართველოში ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
მშობლებმა ისაუბრეს შვილებთან ურთიერთობებზე, ურთიერთობებისას გაჩენილ პრობლემებზე და მათ მოგვარებაზე.
შეხვედრები, ძირითადად, ტარდებოდა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

18 ივნისს, მორიგ სხდომაზე, ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ჩატარებული საჭიროებების კვლევის შედეგებს კიდევ ერთხელ შეეხო და განიხილა გარკვეული წინადადებები და რეკომენდაციები.
სხდომაზე დაანონსდა საბჭოს ახალგაზრდული პროექტი „ახალგაზრდები - არაძალადობრივი საზოგადოებისათვის“. პროექტის ფარგლებში პირველი საჩვენებელი წარმოდგენა ბათუმის 6 სკოლის ჩართვით უკვე შედგა.
სხდომაზე სხვა პროექტების იდეებიც განიხილეს, რომელთაც, საბჭოს წევრების აზრით, აუცილებლად ექნება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა.
სხდომაზე ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრების მონაწილეობამ მათი საინტერესო გამოცდილება და წარმატებული პროექტები წარმოაჩინა. ითქვა, რომ გამოცდილების გაცვლის სისტემა საბჭოებს დაეხმარება, უფრო საინტერესო და მრავალმხრივი გახადონ თავისი საქმიანობა.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
