შეხვედრები (646)

შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ  ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს ადგილობრივი საჭიროებების შეფასების საკითხზე. გადაწყდა, წელს შეფასება ჩატარდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში. შეირჩა სამიზნე ჯგუფები, დაიგეგმა ვორკშოპი ჯგუფთან, რომელიც ჩაატარებს კვლევას.
პარალელურად განხილულ იქნა მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრ ჟურნალისტს აქვთ იდეა,  პროექტის „მკერდის კიბო განაჩენი არ არის!“ ფარგლებში შეიქმნას ინტერნეტ-გვერდი, რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემის აქტუალიზაციას და მის მოგვარებას.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
- მოლოდინს გადააჭარბა სენაკის 6 საბავშვო ბაღში ჩატარებულმა ვორკშოპებმა ოჯახში ძალადობის, გენდერისა და ეკოსანიტარიის თემებზე. ეს თემები საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის და ამავე დროს აჩვენა, რომ მათ არა აქვთ სათანადო ინფორმაცია, - ასეთი იყო დალი ქაჩიბაიას, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“ კოორდინატორის  შეფასება.
თავიანთი შთაბეჭდილებები გამოთქვეს მწვრთნელებმა, რომელთაც უკვე ჰქონდათ აუდიტორიასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. პროექტის კოორდინატორმა კი დამსწრეთ წარუდგინა ინფორმაცია მომავალი ღონისძიებების შესახებ.
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს სენაკის მოსახლეობის გენდერული საჭიროებების შეფასების შესახებ, რაც უახლოეს ხანებშია დაგეგმილი. შეირჩა სამიზნე ჯგუფები. შეფასების შედეგებით შემუშავდება რეკომენდაციები და წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს.
 
  
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სენაკში აღინიშნა 6 აპრილი - სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი და ახალგაზრდული კლუბი.
სპორტის სასახლეში ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა. გოგონათა შორის გამარჯვება ნოსირის გუნდმა მოიპოვა, ვაჟთა გუნდებს შორის კი მესამე საჯარო სკოლის გუნდმა. ფინალში გასულ გუნდებს ფონდი „სოხუმის“ სიგელები გადაეცა.
 
 
გრძელდება მუშაობა პროექტით „ქალები განსაზღვრავენ ადამიანური უსაფრთხოების ხარისხს  ნდობისა და მდგრადი მშვიდობის შენებისათვის“ (დონორი - შვედეთის ქალთა ფონდი - Kvinna till Kvinna).
ამჟამად აფხაზ პარტნიორებთან ერთად დამუშავების პროცესშია „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის კვლევის მეთოდოლოგია“. დებულება შედგება შემდეგი თავებისგან: შესავალი, ადამიანური უსაფრთხოების ცნების განსაზღვრა და მისი პარამეტრები, კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია და წესი, ისრაელის გამოცდილება ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის განსაზღვრის კუთხით.
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna  till  Kvinna) მხარდაჭერით  (შვედეთი)
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობა აქტიურ ფაზაში გადადის.  უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საბჭო არასამეწარმეო, არაკომერციულ  გაერთიანებად ჩამოყალიბდა. 
აპრილიდან მუშაობას იწყებს  ფონდი „სოხუმისა“ და ქუთაისის მერიის თანადაფინანსებით შემუშავებული პროექტი „გენდერული განათლება სკოლამდელ დაწესებულებებში“. პროექტი ხუთთვიანია და ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების სისტემაში გენდერულად მგრძნობიარე თაობის აღზრდას.
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
2
მარტის სამობილიზაციო შეხვედრები მიეძღვნა საერთო თემას - ქალთა სოლიდარობა. თვის მანძილზე ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა 33 შეხვედრა.
1
შეხვედრები გაიმართა სოფლებშიც: ხორში (სენაკის მუნიციპალიტეტი), თერნალი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), გოჩა ჯიხაიში (ხონის მუნიციპალიტეტი). შეხვედრების შედეგად გაფართოვდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის არეალი და გაიზარდა ბენეფიციარ ქალთა რაოდენობა.
 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

11080419 816841305068898 8433636105465210972 o20 მარტს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან გუბაზ სანიკიძესთან (პროექტის „ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან მიმართებაში“ ფარგლებში).
ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელმა და ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ბატონ გუბაზს გააცნეს საბჭოს საქმიანობა, ისაუბრეს აღზრდის პროცესში, განსაკუთრებით - სკოლამდელი განათლების სფეროში, გენდერული კომპონენტების დანერგვასაუცილებლობაზე.11084196 816841555068873 4892968631503887385 o
აღინიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან მიმართებაში.    
ვიცე-სპიკერმა შეხვედრის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა საქმიანობაში.
 
 
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის „დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“  მხარდაჭერით 

{youtube}_6xuFWYsLbc{/youtube}

 

 

2

სენაკელ ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“.
პროექტი ხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „ სოხუმის“ მხარდაჭერით.3პროექტის მონაწილეებმა, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ისაუბრეს პროექტის შექმნაზე, საბავშვო ბაღებში გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და ეკოსანიტარიის თემებზე ჩატარებულ ვორკშოპებსა და შედეგებზე.
ახალგაზრდა მშობლებმა აღნიშნეს, რომ ისინი პირველად მონაწილეობდნენ მსგავს საქმიანობაში და ვორკშოპების მეშვეობით გააცნობიერეს გენდერული აღზრდის მნიშვნელობა.
ჟურნალისტებმა კიდევ უფრო კარგად დაინახეს თავიანთი როლი ქალაქის გენდერულ პოლიტიკაზე გავლენის კუთხით.

    

       პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
FormatFactoryIMG 20150317 140936სენაკის რეგიონალური არქივის წარმომადგენლებთან შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. არქივში 6 თანამშრომელია. როგორც აღინიშნა, აქ ინახება 1921 წლიდან დღემდე არსებული რაიონული მნიშვნელობის დოკუმენტები. სამომავლოდ არქივის გადატანა იგეგმება ქალაქ ზუგდიდში. როგორც არქივის თანამშრომლები ამბობენ, მათ უმუშევრად დარჩენის საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან გამოცხადებულ ვაკანსიებსა და ტესტირებებში მიიღებენ მონაწილეობას.FormatFactoryIMG 20150317 141746სენაკის არქივის წარმომადგენლებმა ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს. დაინტერესდნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობით, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის სერვისებით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

DSCN0189ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა პირველად ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა. ლექტორებმა და საბაჟო ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შესახებ.
- უნივერსიტეტი 17 წლისაა და 300-ზე მეტ სტუდენტს ითვლის. მათ შორის არიან ახალგაზრდები რეგიონებიდან, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. გაგვიჩნდა სურვილი, ჩავერთოთ ფონდი „სოხუმის“ აქტივობებში. კარგი იქნება, გენდერული ცნობიერების ამაღლების კუთხით ახალგაზრდებს ჩაუტარდეთ ტრენინგები, რადგან ეს დაეხმარებათ მათ ჰარმონიული ოჯახების შექმნაში, - აღნიშნა პროფესიული პროგრამების მენეჯერმა იზოლდა ხალვაშმა.

batumm batumi

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები