როგორი იყო აგვისტო ჩვენს ახალგაზრდულ ჯგუფებში?
ამინდივით ცხელი და აქტიური, საინტერესო და საქმიანი.
ათივე შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ახალგაზრდებმა ინტერესით მოისმინეს თვის თემები: კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები, მშობლებისა და შვილების ურთიერთობები, ეთიკა და ესთეტიკა.
როგორი იქნება სექტემბერი?
კიდევ უფრო აქტიური და საინტერესო...
დაიწყო მზადება შემაჯამებელი შეხვედრებისთვის. არჩეულია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მოიწვევენ სტუმრებს. ლიდერები კი წარმოადგენენ პრეზენტაციებს, რა გავლენა მოახდინა მათზე ხუთთვიანმა კურსმა, რა შეიცვალა და როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრის წარმოდგენები გაიმართა ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში. იყო აქტიური დისკუსია და ძალადობისგან გამოსავლის ძიება მაყურებელთან ერთად.
საუბარში, ძირითადად, ქალები ერთვებოდნენ და ყვებოდნენ ძალადობის ისტორიებს (ფოტოებში მხოლოდ მსახიობები არიან, მაყურებლები თავს იკავებენ).
მსახიობების აზრით, მათი ხმა და მნიშვნელოვანი მესიჯები ბევრ ადამიანს უნდა მისწვდეს, რადგანაც ძალადობის ფაქტები ხშირია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აგვისტოს ბოლოს გაიმართა ქუთაისის თვითდახმარების ჯგუფის მორიგი შეხვედრა. ჯგუფის წევრებმა განიხილეს ხაზინის შექმნის საკითხი. ისაუბრეს ფინანსურ შემონატანზე და მის გამოყენებაზე, პასუხისმგებელი პირების უფლებებსა და მოვალეობებზე.
შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად იდგა ჯგუფის წევრთა კომპეტენციების ამაღლება, რაც ტრენინგებზე ხდება. ჯგუფისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ტრენინგი ქალთა ლიდერობის თემაზე.
ჯგუფის წევრები უკვე ლიდერები არიან თემში და მათ აქვთ ცოდნა, გამოავლინონ თემის საჭიროებები, პრიორიტეტული პრობლემები, ასევე - იზრუნონ სოციალურ ცვლილებებზე სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე ხონის თვითდახმარების ჯგუფში განხილვის თემა იყო: სახაზინო ანგარიშის შექმნა, ხაზინადარის არჩევა. ამ ინიციატივის თანახმად, დევნილთა თემში გაიზრდება პასუხისმგებლობა და საერთო ფინანსების მიზნობრივი, ეფექტური მართვა და განკარგვა.
მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს ტრენინგებიდან მიღებულ ცოდნასა და უნარებზე - თუ როგორ შეძლებენ მათ გამოყენებას პრაქტიკაში.
შეხვედრის პროცესში აღინიშნა დასახლებაში არსებული პრობლემები. ჯგუფს მიეწოდა ინფორმაცია საჭიროებათა კვლევაზე, რომელიც მათ უნდა ჩაატარონ. ბოლოს მონაწილეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, თემში სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებაზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ის ინფორმაციები, რომელსაც ისინი მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე ავრცელებენ. შეხვედრები ქალთა ჯგუფებთან აგვისტოშიც გაგრძელდა. ინფორმირების პარალელურად, ბენეფიციარებთან კომუნიკაცია გრძელდება.
მობილიზატორებს უკვე მიმართეს ქალებმა დახმარებისთვის, კონსულტაციისთვის. ქუთაისის, ხონის, ვანის, წალენჯიხის თემებში ექვსი ახალი ქეისი დაფიქსირდა. ახალი ქეისების იდენტიფიცირება ნიშნავს იმას, რომ მათი დახმარების შესაძლებლობები გაზრდილია. თითოეულმა ქალმა უკვე მიიღო ინფორმაცია, ვის მიმართოს და რა სერვისები გამოიყენოს.
იდენტიფიცირების პროცესში აქტიურად არიან ჩართული ცენტრების პარასპეციალისტები. სოციალური მუშაობის წარმატებას აძლიერებს ბენეფიციარების მხრიდან ნდობა და თანამშრომლობის სურვილი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფოთის თვითდახმარების ჯგუფი მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბა.
ჯგუფის წევრებმა განიხილეს წესდებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილება - სახაზინო ანგარიშის შექმნა ფორმირება-დანერგვის შესახებ. ინიციატივა მიზნად ისახავს დევნილთა დასახლებაში პასუხისმგებლობის გაზრდას და საერთო ფინანსური რესურსების ეფექტიან მართვა-გამოყენებას.
შეხვედრაზე ისაუბრეს ტრენინგის შედეგად განვითარებულ ლიდერულ კომპეტენციებზე, რაც წევრებს დაეხმარება საჭიროებათა კვლევის პროცესში.
დამსწრეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სოციალური აქტივობის მნიშვნელობას. გამოიკვეთა ცალკეული კორპუსების პრობლემები და საერთო საჭიროებები, რომელთა გადაწყვეტა ერთობლივად, სამოქალაქო ინიციატივებით იგეგმება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა განიხილეს წესდებაში შეტანილი ცვლილება - სახაზინო ანგარიშის შექმნის შესახებ.
ეს ინიციატივა ითვალისწინებს ნებაყოფლობით შემოწირულობებს, შიდა დანაზოგების სისტემის დანერგვას, რათა დაეუფლონ ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლებს და გაიუმჯობესონ ფინანსური წიგნიერება.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ლიდერობის თემას, რაც განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა ჯგუფის წევრებისთვის.
კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სხვადასხვა დასახლების პრობლემები და საერთო საჭიროებები, რომელთა გადაწყვეტა ერთობლივად, სამოქალაქო ინიციატივებით იგეგმება საჭიროებების კვლევის ჩატარების შემდეგ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
სენაკის თვითდახმარების ჯგუფის წევრები რეგულარულად იკრიბებიან და აქტიურად მუშაობენ პროექტით განსაზღვრული აქტივობების შესაბამისად. ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ფონდის/ხაზინის შექმნის ფორმატზე და რეგულაციებზე. განიხილეს ფინანსური შემონატანების აღრიცხვის ფორმები და მისი გამოყენების მექანიზმები. განსაზღვრეს პასუხისმგებელი პირები და უფლება-მოვალეობები.
პროფესიონალური განვითარებისა და კომპეტენციის ამაღლების მიზნით თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა უკვე გაიარეს ტრენინგები ქალთა ლიდერობის, პრობლემების იდენტიფიკაციის და პრიორიტეტიზაციის საკითხებზე. შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი ქალთა ლიდერობის თემას მიეძღვნა.
ჯგუფის წევრების აზრით, ტრენინგები სათემო ლიდერობის საკითხებზე მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს დევნილთა თემებში პრიორიტეტული პრობლემების იდენტიფიცირებას და სოციალურ ცვლილებებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად მუშაობდნენ სხვადასხვა თემში და ატარებდნენ საინფორმაციო შეხვედრებს. მობილიზატორებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია მსხვერპლთა დახმარების სერვისებსა და პროგრამებზე.
საინფორმაციო შეხვედრებიდან გამოიკვეთა პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც აქტუალურია თემებში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით. სენაკში, ხობში, ჩოხატაურში, თერჯოლაში, წყალტუბოში, ზუგდიდში ჩატარებულ შეხვედრებზე მონაწილე ქალებმა გამოკვეთეს, რომ აუცილებელია ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერა, რათა მათ იგრძნონ რომ არ არიან მარტო.
აგვისტოში ხუთი რისკის ჯგუფის ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა - ხუთივე ოჯახი ფონდი „სოხუმის“ სერვისების აქტიური მომხმარებელი გახდა.
შეხვედრის მონაწილეები თვითონაც ავრცელებენ მიღებულ ინფორმაციებს, რაც ახალი ბენეფიციარების მოზიდვას უწყობს ხელს და მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)