შეხვედრების სტატისტიკა ნოემბერში:
სამი გასვლითი ფსიქოლოგიური ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), სენაკის, ჩოხატაურის, ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში და ონლაინ შეხვედრები ტყიბულის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში - 47 მონაწილე.
23 ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესია, მათგან 12 - ონლაინ.
5 ფსიქოთერაპიიული სესია დღის ცენტრის ბენეფიციარებთან, რომლებიც სწავლობენ პოლიმერულ თიხასთან მუშაობას.
განსაკუთრებული იყო ჯგუფური შეხვედრა სენაკში. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალები, რომლებიც ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ. მათ ისაუბრეს თავიანთ წარმატებებზე. იმაზე, რომ სამსახური იშოვეს და ფინანსური მდგომარეობა გამოუკეთდათ.
საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ძალადობის საკითხებზე სენაკის მუნიციპალიტეტის სოციალურ სააგენტოში და ონლაინ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯგუფთან. აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები.
ქვეყანაში ფემიციდის ფაქტების გახშირებულ ფონზე, დამსწრე საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდმა „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურს-ცენტრი“. ისინი მიიჩნევენ, რომ საიტის შესახებ ინფორმაცია უნდა გავრცელდეს ფართო საზოგადოებაში - ეს დადებით გავლენას მოახდენს ძალადობის ფაქტების პრევენციის თვალსაზრისით.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
25 ნოემბერს გაიმართა ქალთა მოძრაობის მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ. მსვლელობას სხვა სოლიდარულ ჯგუფებთან ერთად ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისიც შეუერთდა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ ქალის თანხმობის გარეშე მასთან სექსუალური ხასიათის ქმედება გაუპატიურება და ძალადობაა. მათივე განცხადებით, ეს საერთაშორისო კონვენციების, ასევე სასამართლოების მიერ არის აღიარებული, თუმცა არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, 25 ნოემბერს ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა წარადგინა მამების ძალადობრივი ქცევის და კორექციის პროგრამა „მამაშვილობა“, რომლის მიზანია მამის ქცევის კორექცია და მისი მხარდამჭერ მამად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე ჩვენმა წარმომადგენელმა ლინდა ჩიხლაძემ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ანგარიშის „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“ მიგნებებზე დაყრდნობით, დამსწრეებს რეკომენდაციები შესთავაზა, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნული პროგრამის ადრეულ ეტაპზე დანერგვას.
25 ნოემბერი - 16-დღიანი კამპანიის დასაწყისი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ტრადიციული მდუმარე აქცია გამართა ქუთაისში. ამით შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომლის სლოგანია: „გავერთიანდეთ! აქტიურობა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შეწყვეტისთვის“. აქციაში მონაწილეობდნენ ფონდის თანამშრომლები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები. აქციაზე წარმოდგენილი იქნა ფორუმ-თეატრის სცენები და დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
დღეიდან საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში 100-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება კამპანიის ფარგლებში.
აქცია აქტიურად გააშუქა გააშუქა ცენტრალურმა და რეგიონულმა მედიამ.
https://www.facebook.com/WFSukhumi/videos/853330979131350
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ეს არის თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი, საუკეთესო პრაქტიკა!
ბაღდათის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალთა ფონდი „სოხუმის“ კარგი პარტნიორია. ბაღდათის მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი და ბევრი საინტერესო ინიციატივა განხორციელდა.
და აი, კიდევ ერთ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. სოფელ დიმში მცხოვრებ ქალებს ახალი პროფესიების შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.
ბაღდათის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით სოფლის ბიბლიოთეკაში უფასო სასწავლო კურსები დაიწყო. მონაწილეთა ნაწილი 10 კვირის განმავლობაში შეისწავლის პოლიმერული თიხის ნაკეთობების დამზადებას, ნაწილი სტილისტის პროფესიას დაეუფლება, კიდევ ერთი ნაწილი კი Excel-ის შემსწავლელ კურსს გაივლის. კურსები ქალების და გოგონების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე წლებია, ქალთა ფონდ „სოხუმში“ მუშაობს. დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან.
ატარებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეხვედრებს, ფსიქოთერაპიულ სესიებს. ეხმარება წყვილებს კონფლიქტების დაძლევაში...
ერთ-ერთი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს, არის სტრესი.
როგორ გავუმკლავდეთ სტრესს? რა დაგვეხმარება სტრესის დროს?
რა თქმა უნდა, ფსიქოლოგი ყველასთან ინდივიდუალურად მუშაობს, მაგრამ ეს რჩევები ყველასთვისაა:
დალიეთ ფინჯანი მწვანე ჩაი.
დასამშვიდებლად სცადეთ, ნელა დათვალოთ 10-მდე და შემდეგ - პირიქით.
მიირთვით შოკოლადი.
სცადეთ არომათერაპია.
ხანდახან თქვენი ემოციები გადაიტანეთ ქაღალდზე, მერე ისინი ნაკლებად შეგაშინებთ.
გაიკეთეთ ხელების მასაჟი.
სტრესის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზაა თმის ვარცხნა 10-15 წუთის განმავლობაში.
გემრიელი საჭმელი - ეფექტური ანტისტრესული დოპინგია.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა ისაუბრეს გამოწვევებზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების კუთხით არსებობს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ გამოწვევების საპასუხოდ უნდა გაიზარდოს შეხვედრების რაოდენობა ქალთა ჯგუფებთან. ყველა ქალი უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმ სერვისებზე, რომლებიც გააჩნია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს. ეს ინფორმაციები ხელს შეუწყობს დაფარული ოჯახური კონფლიქტების აღმოჩენას და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას.
შეხვედრები ჩატარდა ტყიბულის, ჩოხატაურის, თერჯოლის, წალენჯიხის და ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მთელი თვის განმავლობაში ამ ცენტრებში ხუთი კრიზისული ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა და შესაბამისი რეაგირებაც მოხდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საინფორმაციო შეხვედრაზე ბაღდათში ქალებს მიეწოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაციები: მონიტორინგზე, რომელიც ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების საქმიანობის შესწავლისთვის, ასევე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს განყოფილება აქტიურად მუშაობს და მაქსიმალურად ცდილობს ბენეფიციარების მხარდაჭერას. თუმცა ამავდროულად დაფიქსირდა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვზე და ოჯახებზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესება და იმაზე ფიქრი, თუ როგორ გახდეს ეს სერვისები უფრო ეფექტიანი და გრძელვადიანი შედეგების მომტანი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)