წყალტუბოს, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა შეხვედრები ჯგუფური და ინდივიდუალური ფორმატით. შეხვედრები განსხვავებული იყო ერთმანეთისგან, განსხვავებული აზრებისა და შეხედულებებისგან გამომდინარე.
შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ოჯახში ძალადობა“. მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ოჯახში ძალადობა არის სისტემატური და განგრძობადი, ის წარმოადგენს ძალადობის ციკლს, რომელიც შეიძლება დაიყოს რამდენიმე ფაზად: 1. დაძაბულობის ფაზა, 2. ძალადობის ფაზა და 3. თაფლობისთვის ფაზა.
მონაწილეებს განემარტა, რომ ძალადობის ციკლი არასოდეს მთავრდება, თუ ის რაიმე ფაქტორმა არ შეაჩერა. თემამ განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია და ცოცხალი მაგალითების განხილვით გაგრძელდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დღის სარეაბილიტაციო ცენტრში დასრულდა ორთვიანი პოლიმერული თიხის შემსწავლელი კურსი. კურსის მონაწილე ქალები დაეუფლნენ პოლიმერული თიხის დამუშავების სხვადასხვა ტექნიკას. შემაჯამებელ შეხვედრაზე გაიმართა მათი ნამუშევრების გამოფენა. კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს მიღწეულ შედეგებზე:
- ინფორმაციული იყო სწავლების პროცესი. ყველა დავალება იყო ახსნილი დეტალურად.
- ვფიქრობდი ჩემი ცხოვრების შეცვლაზე... მინდოდა, მეპოვა ჩემი ნიჭი, ჩემი გზა. მე ეს შევძელი!
- ეს იყო ახალი ცოდნის და ემოციების ორი თვე. ძერწვის გარდა, ფსიქოლოგის დახმარებით ვისწავლე ჩემს შიშებთან გამკლავებაც, გავხდი უფრო კონცენტრირებული და გამიჩნდა პატარა ბიზნესის წამოწყების სურვილი, მადლობა ფონდ „სოხუმს“ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჩვენს ვებგვერდზე „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ აქტიურია კატეგორია „ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა“ - https://sosfsokhumi.ge/map
რუკა მოიცავს ოფიციალურ და ქალთა ფონდი „სოხუმის“ სტატისტიკას რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით. რუკა მკითხველს აცნობს 2023 და 2024 წლების მონაცემებს: აქ განთავსებულია ოჯახში ძალადობის შესახებ მიმართვიანობის სტატისტიკა, დასაქმების თუ მიგრაციის დონე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მსურველებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორები (ოფიციალური სტატისტიკის მიმოხილვა)“, რომელშიც წარმოდგენილია გამოწვევები და რეკომენდაციები.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ხონის, ჩოხატაურის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბებულ ქალთა ადვოკატირების ჯგუფებს საშუალება მიეცათ, განაცხადები შემოეტანათ „სამოქალაქო ინიციატივების“ კონკურსზე. საკონკურსო ბარიერის გადალახვის შემდეგ მათ განახორციელეს თავიანთი ინიციატივები: ხონის და წყალტუბოს დევნილთა დასახლებებში და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში განახლდა და გამწვანდა არსებული სკვერები. ეს ხელს შეუწყობს სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს შექმნას თემებში, ასევე თემის წევრების სამოქალაქო აქტივიზმის ზრდას.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ონლაინ ვორკშოპი გაიმართა თემაზე: „გენდერული დეზინფორმაციის ტაქტიკა, მახასიათებლები, ამოცნობის ტექნიკები“ ქუთაისის და წყალტუბოს ახალგაზრდული კლუბის წევრებთან. ვორკშოპს უძღვებოდა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი - ლინდა ჩიხლაძე.
ღონისძიება გახსნა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ანა ლომიძემ. მან მონაწილე ახალგაზრდებს პროექტის: „ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგრძნობიარე საზოგადოებებისა და ეთიკური რეგიონული მედიისთვის“ შედეგები გაუზიარა.
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ვორკშოპში და ღონისძიების ბოლოს სახალისო ქუიზში წარმატებით გამოსცადეს თავიანთი ცოდნა გენდერული დეზინფორმაციის შესახებ.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ექსპერტთა ჯგუფმა დაასრულა საველე სამუშაო „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის სტანდარტის მიხედვით - ოჯახისა და თემის მონაწილეობის“ კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასების კვლევისთვის.
კვლევის პროცესში ჩატარდა 12 ფოკუსური დისკუსია და 28 პირისპირ ინტერვიუ. შესწავლილ იქნა რამდენიმე დოკუმენტი და მოეწყო დამატებითი გამოკითხვები დარგის ექსპერტებთან.
გამოკითხვიდან მიღებული მასალების საფუძველზე შემუშავდება საბოლოო ანგარიში, მასში აისახება ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც გამოკვეთს აღნიშნული სტანდარტის მუშაობის ზეგავლენას აღსაზრდელებზე, მშობლებზე, თემზე, სკოლამდელ დაწესებულებებზე.
კვლევის შედეგად შემუშავებული დოკუმენტი ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების პროგრამებში ოჯახისა და თემის მონაწილეობის კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევას და გააუმჯობესებს თანამშრომლობის ხარისხს სკოლამდელ დაწესებულებებს, ოჯახსა და თემს შორის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ხონის №1 საბავშვო ბაღში. შეხვედრას ესწრებოდნენ №1 და №3 ბაღების დირექციის წარმომადგენლები და პედაგოგები. ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა შეკრებილებთან ისაუბრა ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლის დაცვის საკითხებზე. ხაზგასმით აღინიშნა რეფერირების სუბიექტების როლი და ფუნქცია, განსაკუთრებით - საბავშვო ბაღის და სკოლის პედაგოგების გადამზადების და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჩოხატაურში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსები გახსნა. სასწავლო კურსს წარუძღვება გამოცდილი პედაგოგი ნანა გოგოლაძე. ის ასწავლის ქალებს, როგორ ააწყონ თარგები და სწორად შეასრულონ სხვადასხვა სირთულის სამუშაო.
კურსები პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება ქალებს. საბაზისო ცოდნა საშუალებას მისცემს მათ, ლამაზად შეკერონ თავისთვის და ოჯახისთვის. ზოგი მათგანი უკვე მცირე ბიზნესზეც ფიქრობს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სასტუმრო „გელათი რეზიდენსში“ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი ეხებოდა გენდერული დეზინფორმაციის და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკური გაშუქების საკითხს. მასში მონაწილეობა იმერეთის რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა მიიღეს.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა და პროექტის „ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგრძნობიარე საზოგადოებისა და ეთიკური რეგიონული მედიისთვის“ კოორდინატორმა ეკატერინე გამახარიამ და ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალა გამახარიამ. მათ თავიანთ გამოსვლაში ორგანიზაციის 25-წლიან გამოცდილებაზე, ჟურნალისტებთან თანამშრომლობასა და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკურად გაშუქების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ჟიურის შეფასებების ჯამური ქულებით საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: