თერჯოლელი ქალებისთვის ახალი სასწავლო კურსი დაიწყო - პრაქტიკული სწავლება ესთეტიკური ცენტრის „სოფიანას“ ბაზაზე მიმდინარეობს მისი დამფუძნებლის, კოსმეტოლოგ სოფიო ბანძელაძის მენტორობით
დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები სწავლობენ კლასიკურ კოსმეტოლოგიას, სახის კანის ტიპებს, მათთან დაკავშირებულ დაავადებებს, მოვლას, წმენდას, მეზოთერაპიას, ქიმიურ პილინგს და სახის მასაჟს
ქალთა ფონდი „სოხუმის“ გამოცდილებით, ეს სასწავლო კურსი თერჯოლელ ქალებს ახალ პროფესიულ უნარს შესძენს, რაც შეუძლიათ დამოუკიდებელ საქმედ აქციონ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
30 მედიცინის მუშაკი შეიკრიბა წყალტუბოში ჩატარებულ ტრენინგზე (ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ჩოხატაურის, თერჯოლის, სამტრედიის მუნიციპალიტეტებიდან).
ტრენინგის თემა იყო „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“. სხვადასხვა მეთოდების მეშვეობით მონაწილეებმა განიხილეს უამრავი საკითხი, მათ შორის: ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, სტამბოლის კონვენცია, რეფერირების მექანიზმები, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფები...
მათი აზრით, ეს მუშაობა აქტუალური და საჭიროა:
„ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ტრენინგი იყო საინტერესო. გავამახვილებ ყურადღებას მიღებულ ინფორმაციებზე, საინტერესო მეთოდებზე და გარემოზე“...
„ტრენინგის ფორმატმა მოგვცა საშუალება, გვესაუბრა პრობლემის მიზეზებზე, როდის ვიქცევით სწორად და როდის არასწორად. აუცილებელია, რომ სამედიცინო პერსონალმა გაიაზროს თავისი პირდაპირი პასუხისმგებლობა“...
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
კიდევ ერთი ჯგუფის სასწავლო კურსი დასრულდა ქუთაისის დღის სარეაბილიტაციო ცენტრში.
ნიჭიერმა ქალებმა პოლიმერული თიხის დამორჩილების საიდუმლო ისწავლეს და სერთიფიკატებიც მიიღეს.
მათი უკუკავშირი ასეთია:
„მსგავს თერაპიაზე ვერც ვიოცნებებდი. თან ახალი პროფესია ავითვისე“.
„თქვენ სასწაული მოახდინეთ ჩემს ცხოვრებაში - ძალა დამიბრუნეთ“.
„აღმოვჩნდი საჭირო დროს საჭირო ადგილზე საჭირო ადამიანებთან ერთად. მადლობა ფონდის ყველა წევრს“.
„თუ თქვენი მხარდაჭერაც იქნება, ამ საქმეს მომავალშიც გავაგრძელებ. ბედნიერად ვგრძნობ თავს. მადლობა ამისთვის“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მრგვალი მაგიდა გაიმართა. ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების და ჩვენი ორგანიზაციის სერვისების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და პოზიტიურ გავლენაზე.
შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „არასამთავრობოების სერვისები მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჯგუფისთვის. მე, როგორც ძალადობის მსხვერპლს, ძალიან დამეხმარა თქვენი სარეაბილიტაციო სერვისი, დღეს უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი ვარ“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში აქტუალურია ისეთი ოჯახების იდენტიფიცირება, რომლის წევრებსაც კრიზისი აქვთ ურთიერთობაში. ინფორმაცია ქალთა უფლებებზე, კონფლიქტის მართვის საკითხებზე პრევენციულ ხასიათს ატარებს და ამცირებს ძალადობის გამომწვევ რისკებს.
შეხვედრებს ყოველთვიურად ახალი ბენეფიციარები ემატება, ფსიქოლოგის სერვისით მოსარგებლეთა რაოდენობაც გაიზარდა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საზოგადოებაში არაძალადობრივია გარემოს შექმნას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„მანამდე უბრალოდ მსიამოვნებდა ეს პროცესი. ახლა ცოდნასაც ვიღებ საკუთარ ჩვევებზე“.
„ფსიქოლოგთან კომუნიკაცია აქამდე არ მქონია და ძალიან მომწონს“.
„ჩვენ ყველას გვჭირდება ტკივილების მოშუშება. ამაში პოლიმერული თიხა გვეხმარება. ფსიქოლოგის შემოსვლამ პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადა“.
ასე ამბობენ ქალები.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრი პოლიმერული თიხის ხელოვნების სწავლებას თერაპიულ მხარდაჭერასთან ერთად აგრძელებს. ამით, მუშაობის პროცესში ფსიქოლოგიური რჩევებიც ბუნებრივად ჩნდება და კითხვებზე - პასუხებიც, რაც ძალიან მოსწონთ ქალებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წალენჯიხაში ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა. მოწვეულმა იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების შესახებ. აქცენტი გაკეთდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერვისებზე და მათ მნიშვნელობაზე მსხვერპლთათვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო არასამთავრობო ორგანიზაციების როლს და მოყვანილ იქნა სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის პოზიტიური გავლენის მაგალითები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა მუშაობა დაიწყო ახალ კვლევაზე, რომლის მიზანია ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა არსებული სერვისების ეფექტიანობის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება ეფექტიანობის გაზრდისთვის, რათა განისაზღვროს საჭირო სტრატეგიები და ახალი მიდგომები.
მიმდინარეობს ინფორმაციის შეგროვება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა არსებული (და/ან დაგეგმილი) სერვისების ღონისძიებების შესახებ. მოხდება სერვის პროვაიდერების მუშაობის გაცნობა, სერვისის მიმღებების/ბენეფიციარების დამოკიდებულებების, განწყობების და მოლოდინების შესწავლა.
ივნისში ჩატარდა 10 ჩაღრმავებული ინტერვიუ ბენეფიციარებთან, სერვისის მიმწოდებლებთან (კრიზისული ცენტრის, სახელმწიფო თავშესაფრის, ორგანიზაცია „მერკურის“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერვისებზე), რამაც საშუალება მოგვცა, კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით შეგვესწავლა ამ კუთხით არსებული სიტუაცია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ სოციალური კამპანია დაიწყო სახელწოდებით „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია“. კამპანიაში მონაწილეობას იღებენ მოქმედი ჟურნალისტები, ბლოგერები, მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტები და აქტივისტები.
პროექტის მიზანია გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეთიკური რეგიონული მედია საზოგადოების ცნობიერებისა და ემპათიურობის გაზრდისთვის.