ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე შეხვდა 5 ოჯახის 17 წევრს, რომლებიც ომის გამო ჩამოვიდნენ უკრაინიდან საქართველოში. მათ ჩვენს ორგანიზაციაში მიიღეს დახმარება არა მარტო  საჭირო სურსათით, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარების მხრივაც. ფსიქოლოგმა მათთან დაიწყო მუშაობა ტრავმებზე, სტრესზე... როგორც უკრაინელებმა აღნიშნეს, ასეთი მხარდაჭერა განსაკუთრებით კარგია ომგამოვლილი ადამიანებისთვის, მათი ასაკის მიუხედავად.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე თბილისში მსვლელობით აღინიშნა. მსვლელობაში, ძირითად, უკრაინის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ქალაქის ქუჩებში ისმოდა უკრაინის ჰიმნი, მონაწილეებს კი ხელში ეჭირათ სიმბოლურად შეკერილი, 32 მეტრის სიგრძის დროშა, რადგან დამოუკიდებელი უკრაინა 32 წლის გახდა.

უკრაინის მთავარი დღე აღინიშნა ქუთაისშიც. ჩვენმა ორგანიზაციამ ჩვენი თანაქალაქელების მიერ ორგანიზებულ  სოლიდარობის აქციაში ჩართო უკრაინელი ბენეფიციარები. აქცია თეთრ ხიდზე გაიმართა.

მეორე წელია, უკრაინა და სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეული უკრაინელები  დამოუკიდებლობის დღეს რუსეთთან ომის პირობებში აღნიშნავენ. თავიანთი ქვეყნის დიდი სიყვარულით, მონატრებით და შინ დაბრუნების იმედით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებისთვის.

ამ ეტაპზე ჯგუფი მუშაობს აფხაზეთის ქუჩის დასახლებაში მომრავლებული მიუსაფარი ძაღლების საკითხზე. ადგილობრივი თვითმმართველობისგან მიღებულ პასუხზე დაყრდნობით მიმდინარეობს პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ხშირად ხდება დასახლების მიმდინარე ტერიტორიის გასუფთავება სარეველა ბალახებისგან. აგვისტოში  ასევე გასუფთავდა საკანალიზაციო ჭები, შეიწამლა მიმდებარე ტერიტორია, კორპუსები და სარდაფები.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წლის შეჯამებასა და სამომავლო გეგმების დასახვასთან  ერთად ადვოკატირების საკითხზეც იმსჯელეს.ადვოკატირების გეგმის მიხედვით უკვე გაწერილია სექტემბრის თვის ღონისძიებებიც.

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფს ზაფხულშიც არ შეუწყვეტია ადვოკატირების პროცესი. იდენტიფიცირებულ პრობლემებზე მომზადდა წერილები ქუთაისის მერის და ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის სახელზე.  

აგვისტოს მორიგ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს დაგეგმილ აქტივობებზე, რომლებიც სექტემბერში უნდა შეასრულონ. ჯგუფი ასევე აქტიურად მუშაობს იმ პრობლემების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც დევნილთა თემში წარმოიქმნება და შემდგომ გეგმებში ამ პრობლემების დაფიქსირებაც ხდება.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქუთაისის ახალგაზრდულმა კლუბმა მორიგი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გამართა.

კლუბის ლიდერმა, მონაწილეებს წარუდგინა 2 პრეზენტაცია თემაზე "12 აგვისტო - ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე" . მონაწილეებმა  გაიგეს, როდის და რატომ დაწესდა ახალგაზრდობის დღე, ასევე გაეცნენ ინფორმაციას  მსოფლიოში წარმატებული ახალგაზრდების შესახებ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი  წლიური მუშაობა შეაფასეს, ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზეც.

ხონის ქალთა სიანიციატივო ჯგუფის ადვოკატირებული პრობლემა ეხებოდა იმ შენობებს, სადაც ჯერ კიდევ არ არის გამოცვლილი საწვიმარი ღარები. უკვე მოხდა მათი გაწმენდა და პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრა.

აქტიურად გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან. დასახლების მცხოვრებლები  ეცნობიან ინფორმაციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ბიუჯეტში არსებობდეს პროგრამა, რომლის ფარგლებში ბინათმესაკუთრეობის ამხანაგობები ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად თანამონაწილეობით განახორციელებენ  ინფრასტრუქტურულ პროექტებს. პეტიციის დარეგისტრირებით შესაძლებელი იქნება ცვლილების ინიცირება ადგილობრივ ბიუჯეტში.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის ქალთა  საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი შეხვედრა ონლაინ  გაიმართა. შეკრებილებმა ისაუბრეს თავიანთი საქმიანობის შედეგებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აგვისტოში  დასრულდა ადვოკატირების პროცესისთვის  დაგეგმილი მოსამზადებელი სამუშაოები. ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ადვოკატირება ორი პრობლემის მოგვარებისთვის. ზუგდიდის მერიაში შესაბამისი წერილები დაარეგისტრირეს. ადვოკატირების პროცესი აქტიურად გაგრძელდება სექტემბერში.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაციები, თუ რა მდგომარეობაა პრობლემათა ადვოკატირების კუთხით. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ადვოკატირების გეგმის მიხედვით მუშაობენ და მონიტორინგს უწევენ ცალკეულ პროცესებს.

„მუდმივად ვართ ჩართული პროცესებში, ვთანამშრომლობთ პასუხისმგებელ  სტრუქტურებთან, ვცდილობთ ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემებს არ დაეკარგოს აქტუალობა.“

„ადვოკატირების გეგმაზე მუშაობისას  ვიმსჯელეთ მოსალოდნელ რისკებზე, ამიტომ ბარიერები ჩვენს განწყობაზე არ მოქმედებს.“

ადვოკატირების პარალელურად, სამუშაო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ თემში წარმოქნილი ახალი პრობლემების იდენტიფიცირებისთვის.  

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები