წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფთან ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, სადაც განხილული იყო დევნილთა დასახლებაში იდენტიფიცირებული პრობლემები. ყველაზე აქტუალური პრობლემა, რომელიც დღესაც დღის წესრიგში რჩება, კორპუსის გადახურვის საკითხია.
საინიციატივო ჯგუფმა ამ საკითხთან დაკავშირებით წყალტუბოს მერიაში კვლავ ჩაატარა შეხვედრა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რომელსაც ესწრებოდნენ ქალაქის მერი გენადი ბალანჩივაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ჩხაიძე, დევნილთა სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსი დავით ჭეიშვილი და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები.
ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად განაგრძობს პრობლემის ადვოკატირებას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ონლაინ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა პრიორიტეტული პრობლემების ადვოკატირების დინამიკა. ამ პრობლემებზე ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. სწრაფი რეაგირებისთვის ჯგუფის ლიდერებმა კიდევ ერთხელ მოამზადეს წერილი ქალაქის მერის და გენდერული საბჭოს სახელზე.
საინიციატივო ჯგუფმა ახალი პრობლემების იდენტიფიცირება დაიწყო და ადვოკატირების გეგმა ჩამოაყალიბა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წარმატებული ადვოკატირებისთვის აუცილებელია, გვყავდეს მეტი თანამოაზრე, რომ პრობლემის მნიშვნელობა დასაბუთებულად იყოს წარმოდგენილი. ეს მიზანი დაისახა დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ხონში, რადგან პრობლემა სიღრმისეულად აღიქვან დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებმა.
ივლისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრების ციკლი - მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში არსებობდეს პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს ბინათმესაკუთრეობის ამხანაგობებს, თვითმმართველობასთან თანამონაწილეობით განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრების შედეგად მონაწილეებმა გააანალიზეს, რომ ამ გზით მაქსიმალურად მეტი მნიშვნელოვანი საკითხი გადაიჭრება დევნილი თემის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა ჯგუფის წევრებმა ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით გამოკვეთილ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. პრობლემად დასახელდა სოფელში არასაკმარისი სანაგვე ურნები .
მეორე საკითხი კი არის სწრაფი ინტერნეტის არქონა.სოფელში არის ინტერნეტი, მაგრამ დაბალი ხარისხის,ამიტომ ჯგუფის წევრები ისეთი კომპანიის შეყვანის ადვოკატირებაზე მუშაობენ, რომელსაც ხარისხიან ინტერნეტი და ტელევიზიის პაკეტი ექნება.
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე პრობლემების ანალიზის საფუძველზე ადვოკატირების გეგმებზე იმუშავეს. გეგმებში ყველა აქტივობა გაწერილია და განსაზღვრულია მოსალოდნელი რისკები. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სწორად გაწერილი ადვოკატირების გეგმა ხელს შეუწყობს პრობლემების ეფექტიან მოგვარებას.
ივლისში ჯგუფის მუშაობის სტრატეგიაში პრიორიტეტები შეიცვალა: ძლიერი წვიმის შედეგად დევნილთა დასახლებაში ახალი პრობლემები გაჩნდა, რაც მათ სამოქმედო გეგმაში აისახა.
სიტუაციის შეფასების მიზნით შეგროვდა ინფორმაციები, ფოტო და ვიდეომასალები, კომუნიკაცია შედგა პასუხისმგებელ პირებთან.
ადვოკატირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად არის ჩართული, იგეგმება სამინისტროების ჩართვაც, რათა სტიქიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები დროულად მოგვარდეს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
პრობლემების ხე, ქალთა საინიციატივო ჯგუფის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული რისკები - ამ საკითხებზე ისაუბრეს მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.
მათ გამოკვეთეს პრიორიტეტული პრობლემები, განიხილეს მათი მოგვარების გზები და დაიწყეს მუშაობა ადვოკატირების გეგმაზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფმა რეკომენდაციების გათვალისწინებით ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე შეაჩერა არჩევანი: „მარიახუანის მოხმარება მოზარდებში“, და „მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდული საჭიროებების ასახვა“. ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს. მასში დეტალურად აისახა ის აქტივობები, რომელიც პრობლემის მოსაგვარებლად არის აუცილებელი, განისაზღვრა ვადები და პასუხისმგებელი პირები.
წყალტუბოს პირველ და მეოთხე სკოლაში არსებულმა ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი მინი-პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტები შეაფასეს.
მონაწილეთა შეფასებით პროექტზე მუშაობამ მათ ბევრი გამოცდილება შესძინა. მიაჩნიათ, რომ მათ შეძლეს, ფორუმ-თეატრის გამოყენებით ემსჯელათ ოჯახური ძალადობის, ბულინგის, გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ეფიქრათ გამოსავალზე.
ადამიანური უსაფრთხოების კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე იწყებს მუშაობს ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის წევრები ორი მწვავე და აქტუალური პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან- მოზარდების ინფორმირებას ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ და მუნიციპალიტეტში არსებული ქვეპროგრამების შესწავლას, ასევე დამატებით, სხვა საჭირო პროგრამის ადვოკატირებას. ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს, აქტივობები გაწერეს, პასუხისმგებელი პირები და ვადები განსაზღვრეს.
ახალგაზრდული კლუბის წევრებმა კი პროექტზე “ბულინგი და მისი სახეები” ისაუბრეს,განიხილეს ის გამოწვევები და უნარები, რომელთა გამომუშავებაც პროექტის ფარგლებში შეძლეს. ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. კლუბს ახალი წევრები შეუერთდნენ. მათ ინფორმაცია კლუბისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ ,,სოხუმის,, საქმიანობის შესახებ მიიღეს. წევრების დაახლოების მიზნით, შეხვედრაზე გაცნობითი და სახალხო აქტივობები ჩატარდა .
6-8 ივლისს ფონდი სოხუმის წარმომადგენლები - ეკატერინე გამახარია და თეა თორინავა სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდნენ.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ 2022 წელს მომზადებული პრაქტიკული გზამკვლევის „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები“ (ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/wp-content/uploads/Toolkit-Georgian.pdf?fbclid=IwAR1rCpxvDqw8HCIz-iBwYSlKCsF9ITicwIkEr-DVCBOI3ZP5eYZv_ATu3IA) გამოყენებით ტრენინგმოდულის შემუშავების პროცესის დაგეგმვას. ტრენინგმოდული ხელს შეუწყობს დაინტერესებული პირების ცოდნის გაღრმავებას გზამკვლევში ასახულ კონფლიქტურ სიტუაციებში გენდერული ძალადობის პრევენციის, რეაგირების საუკეთესო პრაქტიკების, ასევე სტრატეგიების შესახებ და მათ რეპლიკაციას პრაქტიკულ საქმიანობაში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეუთოს (OSCE), ქსელი WAVE-ის და პროექტში ჩართული პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი და თბილისი, საქართველო), ფონდი „გაერთიანებული ქალები ბანია ლუკა“ (ბოსნია&ჰერცეგოვინა).