აპრილში 10 ადამიანი დაემატა ჩვენს სიას. ახლა უკრაინელთა ბაზაში 480 ადამიანია.
ამ თვეში მერიამ ჩვენს ახალ ბენეფიციარებს პერსონალური სამგზავრო ბარათები გადასცა. მათთან დარეგისტრირებულმა ყველა ოჯახმა მიიღო 100-ლარიანი კვების ვაუჩერი მაღაზია Carrefour-ისთვის.
ჩვენ 6 ოჯახს გავუწიეთ დახმარება. საცხოვრებლის ქირა გადავუხადეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ერთ ოჯახს - ქუთაისში ცხოვრობს ქალი სამი შვილით, ქმარი ბახმუტთან იბრძვის და თვეზე მეტია, არ გამოსულა კავშირზე.
ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც უკრაინელებთან მუშაობენ, აქტიური მონაწილეობა მიიღეს UNHCR-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, სადაც უკრაინელი ლტოლვილების პრობლემები განიხილეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ აპრილში სამ ოჯახთან - უკრაინიდან ჩამოსულ 7 ადამიანთან - ჩაატარა მუშაობა. გაარკვია მათი მდგომარეობა და უფასო ფსიქოთერაპიის კურსი დაიწყო.
დახმარება ყველას სჭირდება, რადგან რთული დღეები გამოიარეს.
41 წლის ოლენა ოჯახთან ერთად მარიუპოლიდან შარშან აგვისტოში ჩამოვიდა. მთელი თვე იყვნენ ჯოჯოხეთში, ყოველდღიურად იღუპებოდნენ მეზობლები. შიში და უიმედობა ჰქონდათ. შემზარავი სანახავი იყო გადაბუგული სახლები, დამწვარი ცხოველები, დანგრეული ქუჩები... იქიდან უკრაინის სხვა ქალაქში გადაიყვანეს, მაგრამ არც იქ იყო სიმშვიდე, საკვები... წამოსვლა გადაწყვიტეს და საქართველო აირჩიეს: ნაცნობი, თბილი, ახლო. ოლენას თქმით, ძალიან კარგია ქალთა ფონდი „სოხუმის“ დახმარება პროდუქტებით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის რჩევები, მხარდაჭერა. ასე უფრო მარტივდება პრობლემების მოგვარება...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს ჯგუფის მიერ ადვოკატირებულ პრობლემებზე. ამ წარმატებამ მათ აქტიური მუშაობის მოტივაცია მისცა და კიდევ რამდენიმე პრობლემის მოგვარება დაისახეს მიზნად.
შეხვედრის დროს მონაწილეები გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას, მიმდინარე პროექტებს. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ქსელური შეხვედრის ჩატარების შესახებ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
გაეროს რეზოლუცია 1325-ის ადგილობრივ დონეზე განხორციელების ხელშეწყობის მიზნით აქტიურად მუშაობენ წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.
სამუშაო ჯგუფები მოსახლეობასთან კომუნიკაციაში ადგენენ პრობლემების პრიორიტეტულობას.
მათ აქვთ წარმატებული ადვოკატირების მაგალითები. სამუშაო ჯგუფები ახლა ახალი პრობლემების იდენტიფიცირებას ახდენენ და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობენ.
ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის პრეზენტაცია. მონაწილეების აზრით, ფონდი წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ ადგილობრივ დონეზე რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციისთვის. სამუშაო ჯგუფები მოსახლეობასთან მუდმივად თანამშრომლობენ და მათთან ერთად ადგენენ პრობლემების პრიორიტეტულობას.
სოციალური, ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავაც სერიოზულ გამოწვევებს ქმნის და არღვევს სრულფასოვანი ცხოვრების რეჟიმს.
წარმატებული ადვოკატირების პარალელურად, ახალი პრობლემების იდენტიფიცირება მოხდა. სამუშაო ჯგუფები ეძებენ გზებს ამ გამოწვევების საპასუხოდ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი განაგრძობს მუშაობას, რათა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს დევნილთა დასახლების მცხოვრებთა პირობები.
ამ მიზნით ჯგუფი სისტემატურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან, რათა გამოიკვეთოს პრიორიტეტული პრობლემები და მოხდეს მათი ადვოკატირება.
ჯგუფის წევრები ინიშნავენ პრობლემებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, მაგრამ უკვე დგას დღის წესრიგში და მათ გადაჭრაზე ფიქრობენ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წყალტუბოს პირველ და მეოთხე საჯარო სკოლების ბაზაზე არსებულ ახალგაზრდულ ჯგუფებში ფორუმ-თეატრის ახალი სცენები შეიქმნა. სცენები ოჯახურ ძალადობას, ბულინგს, მსხვერპლის განცდებს და ემოციებს ეხება. ორივე ჯგუფი ამ სცენების დახმარებით დისკუსიებს წყალტუბოს სხვადასხვა სკოლაში გამართავს
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი კვლევის შედეგები მოისმინეს და რეკომენდაციებს გაეცნენ. კვლევამ წარმოაჩინა ის საფრთხეები, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ქალებს განსაკუთრებით აღელვებთ. გამოკვეთილი რეკმენდაციების გათვალისწინებას ჯგუფის წევრები ადვოკატირებით შეეცდებიან.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეხვედრის დასაწყისში კვლევის პრეზენტაციას გაეცნენ, შემდეგ კი აქტიურად ჩაერთნენ ტრენინგში თემაზე -"ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში; გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250 იმპლემენტაციის ხელშეწყობა".
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრები კი აგრძელებენ მუშაობას ფორუმ თეატრის სცენებზე და ასევე მინი პროექტის იდეებზე მსჯელობენ.პროექტი განსახილველად საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინონ.
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცნენ. გაუმართავი ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა, გახშირებული ოჯახური ძალადობა, სწავლების დაბალი ხარისხი - კვლევამ ის ძირითადი საფრთხეები გამოკვეთა, რომელიც ადამიანური უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს არღვევს. მომდევნო თვიდან ჯგუფის წევრები გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებას შეეცდებიან.
ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი ფორუმ-თეატრის ფორმატით ახალი სცენა შექმნეს, რომელიც ოჯახში ძალადობის ძირითად მიზეზებს წარმოაჩენს. ახალგაზრდა მსახიობები ამ სცენებით სხვადახვა აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან და დისკუსიებს გამართავენ.