დიდინეძის საჯარო სკოლა. არდადეგები დაიწყო, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები კი ტრენინგზე მოვიდნენ სკოლაში.

რა იწვევს კონფლიქტს? რა სახის კონფლიქტებია ყველაზე ხშირი? რა საჭიროა კონფლიქტის ანალიზი? როგორ ვმართოთ კონფლიქტი? 

გზადაგზა, ტრენინგის განმავლობაში ხდებოდა ამ კითხვებზე პასუხების გაცემა. ხდებოდა - სავარჯიშოებით, თამაშით, მსჯელობით, მაგალითებით... რომ უფრო საინტერესო, სასარგებლო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები,  მრგვალი მაგიდები, დისკუსიები, კვლევა, ნახატებისა და ესსეების კონკურსი, ტრენინგები კონფლიქტოლოგიის თემაზე, ასევე, კოკის საჯარო სკოლის ეზოში ბავშვებმა გააშენეს მეგობრობის ხეივანი...

ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომლები ახალგაზრდებმა განახორციელეს.

პროექტმა ხელი შეუწყო თემში კონფლიქტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დაეხმარა ახალგაზრდებს სხვა კუთხით შეხედონ ამ საკითხს და გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების პროექტები დასასრულს მიუახლოვდა.

30-ზე მეტი საინტერესო და სასარგებლო აქტივობა განახორციელეს ჯგუფების წევრებმა:

დასუფთავებისა და გამწვანების აქციები, საინფორმაციო შეხვედრები, სპორტული შეჯიბრებები და თამაშები, ესსეების კონკურსები, ვორქშოპები და ტრენინგები. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ჩვენმა აქტიურმა ბავშვებმა თავისი ინიციატივით განახორციელეს.

აქტივობებში ჩართული იყო 6 სამიზნე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კლუბი: სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის, წყალტუბოსი, ქუთაისისა და ხონის.

ცალკე მადლობას ფონდი „სოხუმი“ უხდის სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციულ აპარატს, რომლებიც, ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართულები ღონისძიებების განხორციელების პროცესში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმის“ სუბ-გრანტებით გამოცხადებული მინი-პროექტის განხორციელებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულმა ახალგაზრდულმა ჯგუფმა ახალ ინიციატივას დაუდო საფუძველი.

მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე უკვე მოქმედებს ფანჯარა “ონლაინ პეტიცია“.

წყალტუბოში მცხოვრებ მოქალაქეებს 18 წლიდან ონლაინ პეტიციის დახმარებით შეუძლიათ მიაწვდინონ ხმა თვითმმართველობას და საკუთარი საჭიროებები შეახსენონ.

პირველი პეტიცია უკვე დარეგისტრიდა. ინიციატორები ახალგაზრდული ჯგუფის წევრები არიან.

სიმბოლურია, რომ პეტიცია თავისი შინაარსით ახალგაზრდულ ინიციატივას ახმოვანებს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული სტუდენტებისათვის 300 ლარიანი დახმარების გაცემას გულისხმობს.

პეტიციას წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრები თვთმმართველობის წარმომადგენლებთან, რომელთა მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა აღნიშნული პლატფორმის გააქტიურება.

პროექტში გათვალისწინებული იყო შეხვედრები მოსახლეობასთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან. ახალგაზრდებმა ონლაინ პეტიციის მნიშვნელობაზე და სარგებელზე ინფორმაცია მიაწოდეს მოსახლეობას.

შეხვედრები წარმატებულ ქალებთან.

საინიციატივო ჯგუფების წევრები ხვდებოდენენ წარმატებულ ქალბატონებს, რომლებიც თავიანთ ისტორიას, გამოცდილებასა თუ ცოდნას უზიარებდნენ მონაწილეებს.

ნანული ცხვედიანი, ნატალია ხუბუა, ხათუნა მაღლაკელიძე - ეს არის იმ ქალბატონების ჩამონათვალი, რომლებმაც წარმატებისკენ გრძელი და რთული გზა გაიარეს და დღეს სურთ სხვასაც დაეხმარონ.

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებში წარმატებული ქალების წარმოჩენას.

ეკონომიკაში, ბიზნესში, საზოგადებრივ საქმიანობაში აქტიური ქალების პორტრეტის გაცნობამ დადებითი ემოციები გაუღვიძა მონაწილეებს და პოზიტიურად განაწყო, რაც მათი მოტივაციის გაზრდის საფუძველს ქმნის.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

მეორედ გაიმართა აქცია-პერფორმანსი „სოხუმური ყავის არომატი ქუთაისში“.

თეთრ ხიდთან, რიონის სანაპიროზე შეკრებილებისთვის ბევრი რამ იყო საინტერესო:

ქვიშაზე მოდუღებული ყავა, ტკბილეული საზღვაო ქალაქის სიმბოლიკით, სიმბოლური ფოტოსესია „სოხუმის სანაპიროზე“, პოლიმერულ თიხაზე მუშაობის არტ/მასტერკლასი, ფონდი „სოხუმის“ თოჯინების თეატრის წარმოდგენა „გვრიტი“,   მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა, ქუთაისში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების მობრძანება...

განსაკუთრებული სიახლე იყო სიმბოლური საჩუქრები „მადლობა მეგობრობისთვის“.

ღონისძიება ლტოლვილთა/დევნილთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და ფართოდ გააშუქა სხვადასხვა მედიასაშუალებამ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ერთი ფანჯრის“ პრიციპის სიმარტივისა და მოხერხებულობიდან გამომდინარე, ამ მეთოდს აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში“.

„უკვე ვფიქრობ, რომელი პრობლემა ავარჩიო იმათგან, რომლებიც დევნილებს აწუხებთ და ამ მეთოდით გადავჭრა“.

ასე ამბობდნენ მონაწილეები ტრენინგის ბოლოს.

ტრენინგი ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა.   პრეზენტაციის მეშვეობით მონაწილეებმა გაიგეს „ერთი ფანჯრის“ პრინციპსა და  მნიშვნელობაზე. ინფორმაცია მაგალითებსა და სავარჯიშოებზე იყო დაფუძნებული. ინტერაქტიულმა მუშაობამ კი მონაწილეებს უშუალო გარემო შეუქმნა, რომ უკეთ გარკვეულიყვნენ საკითხში.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი „ერთი ფანჯრის“ პრინციპის მეთოდოლოგიის შესახებ.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა კომპეტენციის ამაღლებას, მათ აღჭურვას საჭირო  უნარ-ჩვევებით, რათა შეძენილი ცოდნა გამოიყენონ დევნილთა პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაჭრაში.

მონაწილეებმა ჯგუფებში იმუშავეს კონკრეტულ მაგალითებზე და დაინახეს ამ მეთოდის უპირატესობა და ეფექტი.  

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

რას მოიაზრებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325? რატომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაცია?

ეს საკითხები განიხილეს ონლაინ ფორმატში ორგანიზებულ ტრენინგზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები.

მონაწილეები ჩაუღრმავდნენ რეზოლუციის და სამოქმედო გეგმის შინაარსს. ჯგუფური მუშაობის დროს კი იმსჯელეს იმაზე, ამ მიმართულებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე რა ამოცანები და აქტივობები შეიძლება დაიგეგმოს. ტრენინგის შემდეგ მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები