უკრაინელი ფსიქოლოგები თავად გვიამბობენ იანვარში გაწეულ მუშაობაზე.

მარინა სტეპანენკო:

„უკრაინელი ლტოლვილები მუდმივად იღებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას ქალთა ფონდ „სოხუმში“. იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფსიქოლოგის კაბინეტში იპოვა მხარდაჭერა და დახმარება, არ კლებულობს, არამედ მხოლოდ იზრდება. ლტოლვილები მოდიან სხვადასხვა თხოვნით, მაგრამ უსაფრთხოება და ნდობის ატმოსფერო ყველასთვის მნიშვნელოვანია. ყველას უნდა, რომ გაუგონ და მოუსმინონ. ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის პროცესზე დადებითად აისახება ის ფაქტი, რომ ფსიქოლოგიც უკრაინიდანაა და იძულებით გადაადგილებულია.“

ანა შალიმოვა: ამ თვეში გაგრძელდა მუდმივ კლიენტებთან მუშაობა. ერთ-ერთი იყო ბიჭი, რომელსაც  ადამიანებთან ურთიერთობისას პირადი საზღვრების აგება უნდოდა. განვიხილეთ მისი აგრესიული რეაქციის მიზეზები სხვების ხუმრობებზე. ვისწავლეთ, კონსტრუქციულად როგორ ვუთხრათ ადამიანებს, რომელი ხუმრობა არ არის სასიამოვნო და რა ჟღერს შეურაცხყოფად. ავირჩიეთ ქცევის ჯანსაღი მოდელი ადამიანებთან  ურთიერთობისთვის.

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა გასული წელი შეაჯამეს და იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რაც გამოიკვეთა ადგილობრივ თვითმმართველობასთან პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით. ასევე აღინიშნა, რა იგეგმება მომავალში და რა დაპირებები აქვთ ადგილობრივი ხელისუფლებისგან.

პრობლემების ადვოკატირების პროცესი გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ქალთა ქსელის მუშაობა ხონში

ხონში შექმნილი ქალთა ქსელი აქტიურად აგრძელებს მუნიციპალიტეტში მუშაობას დევნილთა თემის პრობლემების ადვოკატირების კუთხით. ქსელის აქტივისტები თვალს ადევნებენ იმ პრობლემების ადვოკატირების დინამიკას, რომლებიც მათ მიერ იქნა წამოჭრილი. ისინი მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

პრობლემების ნაწილი უკვე აისახა ბიუჯეტში და ისინი 2023 წელს ეტაპობრივად გადაიჭრება. განსაკუთრებით აქტიურად მოხდა ინფრასტრუქტურული საკითხების ლობირება: საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა, ფასადების შეკეთება და საწვიმარი ღარების დამონტაჟება.

ქსელის მოდერატორი შეხვდა მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  გენდერული საბჭოს 2023 წლის სამოქმედო გეგმაში ასახულია ის აქტივობები, რომლებიც ქუთაისში ჩატარებულ ვორკშოპზე დააფიქსირა ხონის ჯგუფმა - ეს ხელს შეუწყობს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას ადგილობრივ დონეზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

- როგორი იყო გასული საპროექტო წელი, პრობლემათა ადვოკატირების კუთხით როგორი დინამიკა იკვეთება და გრძელვადიან პერსპექტივაში რა მოლოდინები არსებობს, - ამ საკითხებზე იმსჯელეს სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე.

ადვოკატირების პროცესში გარკვეული სიახლეებია, რაც პრობლემის მოგვარების პერსპექტივებს იძლევა.

პარალელურად, საინიციატივო ჯგუფის წევრები იმ პრობლემებზეც მუშაობენ, რომლებიც ძლიერი ქარის დროს წარმოიქმნა სამხედრო დასახლებაში.  ელექტროსადენების და სახურავების დაზიანებასთან დაკავშირებული პრობლემები თვითმმართველობის ჩართულობით უკვე მოგვარდა.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

პროექტის “განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის” ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებში რაოდენობრივი კვლევა დაიწყო, რომლის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩაერთნენ.

კვლევის თემაა „ მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდულმა  საინიციატივო ჯგუფმა ფორუმ-თეატრი შექმნა. სიახლე USAID-ის  პროექტის  “განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის” ფარგლებში განხორციელდა.

ჯგუფის წევრების შეფასებით, ფორუმ-თეატრი თავის ფუნქციას შეასრულებს და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.

ცნობისთვის, ფორუმ-თეატრი არის საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის ინტერაქტიული მუშაობის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური პრობლემების გადაჭრას და ინფორმაციის მიწოდებას .

სოფელ კოკში პროექტის “განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის” შეხვედრაც გაიმართა. კვლევაში „ მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“ ქალთა საინიციატივო ჯგუფები ჩაერთნენ.

წყალტუბოს ქალთა ქსელი აქტიურად აგრძელებს მუშაობას იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც დევნილთა ჩასახლებებში წარმოჩინდა კვლევის პროცესში.

ქსელის ლიდერები მჭიდროდ თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ადვოკატირებული პრობლემების უმრავლესობა შესაბამისი უწყებების მხრიდან უკვე მოგვარებულია.

რაც შეეხება გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა - ითვალისწინებს და ნერგავს მნიშვნელოვან სტანდარტებს ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

17 იანვარს ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა ჩატარდა თემაზე -გენდერული საჭიროებების გათვალისწინებით ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შესწავლა . მონაწილეები რაოდენობრივი კვლევის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა ანკეტებიც. შეხვედრა გაიმართა აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის N 6 სკოლაშიც. ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ექვს თვიანი სამოქმედო გეგმა განიხილეს და განსახორციელებელი იდეები დასახეს. შეხვედრა ტრადიციულად სახალისო აქტივობებითა და გუნდური სავარჯიშოებით წარიმართა. ქუთაისის ახალგაზრდულ კლუბს რამდენიმე ახალი წევრი შეუერთდა, რომლებმაც კლუბის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.

ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შესწავლა გენდერული საჭიროებების გათვალისწინებით- ამ საკითხებზე  წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები  მოკვლევას ჩაატარებენ. უკვე მონაცემთა შეგროვება იწყება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გამოკითხული 150 ბენეფიციარი პოზიციის დაფიქსირებას ონლაინ-ანკეტის დახმარებით შეძლებს.

 ჯგუფის წევრებს სათანადო უნარ-ჩვევები გააჩნიათ, რაც პროცესის წარმატებით დასრულების გარანტორია.

აქტიური და საინტერესო პროცესი მიდის  ახალგაზრდულ ჯგუფებშიც. წყალტუბოს პირველ და მეოთხე სკოლებში პროექტის ფარგლებში ფორუმ-თეატრი ჩამოყალიბდა. პროფესიონალი მსახიობის მიერ ჩატარებული მასტერკლასის დახმარებით  ჯგუფის წევრებმა პირველი სცენები უკვე შექმნეს.

აღნიშნული ფორმატი აქტუალურ თემებზე  საზოგადოებრივი დისკუსიების ინიცირებას შეუწყობს ხელს.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები