ხონის მუნიციპალიტეტში დაინერგა ელექტრონული პეტიციის საპილოტე მოდელი. როგორი იყო მოსამზადებელი ეტაპი? როგორ მიმდინარეობდა მუშაობა? როგორია შედეგები?
სწორედ ამაზე მოუთხრობს მკითხველს პუბლიკაცია „ელექტრონული პეტიციის დანერგვა ხონის მუნიციპალიტეტში“. ეს არის წარმატებული პრაქტიკის გაზიარება და მისი განხორციელება ასეთივე წარმატებით შეუძლია ყველა მსურველს.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
მომზადდა ახალი პუბლიკაცია: საჭიროებათა კვლევის მეორე ანგარიში: „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) გატარების პროცესში მოსახლეობის საჭიროებათა შეფასება დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში - კონსოლიდირებული ანგარიში“ (ქართული და ინგლისური ვერსიები).
კვლევის ძირითად ვექტორად განისაზღვრა ელექტრონული მომსახურების სარგებლიანობა და ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გამოვლენა. საჭიროებათა პირველი კვლევა ჩატარდა 2020 წლის აპრილ-მაისში, მეორე - 2021 წლის მაის-ივნისში.
კვლევის ჩატარებაში ჩართული იყო იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 8 მუნიციპალიტეტში მოქმედი 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. ეს ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებები და პრიორიტეტები და მათი ინტეგრირების მნიშვნელობა ადგილობრივ პოლიტიკაში“ - ასე ეწოდება ფონდი „სოხუმის“ ახალ პუბლიკაციას. საჭიროებათა კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები, დასკვნები და რეკომენდაციები წარედგინება ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებს, რაც ხელს შეუწყობს ქალებსა და ადგილობრივ პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულფასოვან წინასაარჩევნო კომუნიკაციას და გააძლიერებს პოლიტიკური პარტიების მხრიდან საკუთარ ამომრჩეველთა საჭიროებებზე შესაბამის უკუკავშირს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
6 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი) ჩატარდა კვლევა „ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებების შეფასება ადრეული გაფრთხილების გენდერზე ორიენტირებული სისტემის (GREWS) მიხედვით“.
ეს სისტემა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ადრეული რეაგირების, ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
1024 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა რაოდენობრივ კვლევაში, ამას გარდა ჩატარდა 24 ფოკუს-ჯგუფის შეხვედრა და 24 ჩაღრმავებული ინტერვიუ.
ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა ივლისში ადვოკატირების გეგმები შეიმუშავეს, აგვისტო-სექტემბერში კი დაგეგმილია გამოვლენილი საჭიროებების ადვოკატირების კამპანიები.
2020-2021 წლებში წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის გამყოფ ზოლში მცხოვრები სტუდენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსებაზე გაუფრთხილებლემა და დაუსაბუთებელმა უარმა მათ და მათ ოჯახებს უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა შეუქმნა - ასე იწყება ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევა. მოკვლევაში ნაჩვენებია ამ კუთხით არსებული მდგომარეობა და წარმოდგენილია ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას პრობლემის მოსაგვარებლად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას,
საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს,
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
ფონდი „სოხუმის“ და დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის მიმართვა
მოგახსენებთ, რომ კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“, რაც ემსახურება საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) ადგილობრივ დონეზე ეფექტიანად და ჯეროვნად გატარების ხელშეწყობას.
ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ვანის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში დასრულდა მესამე მონიტორინგი, რომელმაც შეაფასა ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის ხარისხი. მონიტორინგი ჩაატარა ფონდმა „სოხუმმა“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით.
პუბლიკაციაში „საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში“ წარმოდგენილია მესამე მონიტორინგის ანგარიში: მეორე მონიტორინგის შემდეგ მიღწეული პროგრესი და რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მომსახურების უკეთესი ხარისხის მისაღწევად.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
7 აპრილს მედიასაშუალებებით გავრცელდა ტრაგიკული ინფორმაცია სოფელ შამგონას მიმდებარედ მდინარე ენგურის მიერ რამდენიმე ადამიანის გამორიყვასთან დაკავშირებით.[1] გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონის მცხოვრებლები ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ.[2] მდინარე ენგურის გადმოკვეთისას ყველა მათგანი დაიღუპა.
ხელმომწერი ორგანიზაციები თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და შეშფოთებას გამოვთქვამთ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების არასათანადო დაცვის გამო. არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, ეხმიანებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის ფაქტებს და იქ არსებულ კრიზისულ სიტუაციას[3] და მოუწოდებენ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.
ფონდმა „სოხუმმა“ კიდევ ერთი კარგი გამოცდილება გაუზიარა მკითხველს. ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო „ონლაინ „ხმის მრიცხველის“ - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის (Voter Advice Application) დანერგვა საქართველოში - მიღებული გაკვეთილები“.
პუბლიკაციაში დეტალურადაა ასახული პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ განხორციელების თითოეული ეტაპი: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, მუშაობა პროექტის შემსრულებლებთან, თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან, საინფორმაციო შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, მუშაობა მასმედიასთან.
მკითხველი გაეცნობა დეტალურ მეთოდოლოგიას, მიღებულ გაკვეთილებს, ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას.