ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (15.01.2017–15.01.2018) ფონ­დი „სო­ხუ­მი“ მუ­შა­ობ­და პრო­ექ­ტზე „ქალ­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა კონ­ფლიქ­ტის ტრან­სფორ­მა­ცი­ა­ში ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად“.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ საპ­რო­ექ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა ტრე­ნინ­გი ქა­ლე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფ­თან. ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და­წე­რეს ესე­ე­ბი, გო­გო­ნებ­მა ჩა­ა­ტა­რეს ვორ­კშო­პე­ბი თა­ნა­ტო­ლებ­თან. გან­ხორ­ცი­ელ­და კვლე­ვა და გა­მო­ი­ცა ბრო­შუ­რა „ქარ­თულ­-ა­ფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტი, კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის მი­მართ მიდ­გო­მე­ბის ხე­ლახ­ლა გა­აზ­რე­ბა და ახა­ლი ვექ­ტო­რე­ბი მი­სი ტრან­სფორ­მა­ცი­ის­თვის“ ქარ­თულ, რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე. ამის შემ­დეგ მო­ე­წყო მრგვა­ლი მა­გი­დე­ბი კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცი­ის მიზ­ნით. პრო­ექ­ტის ფი­ნა­ლურ ნა­წილ­ში გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რა კვიპ­როს­ზე, მომ­ზად­და და ეთერ­ში გა­ვი­და ფილ­მი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ.

ჟურ­ნა­ლი ასა­ხავს ყვე­ლა საპ­რო­ექ­ტო აქ­ტი­ვო­ბას.

გადმოწერა

გამოიცა ფონდი „სოხუმის“ საანგარიშო ჟურნალი „ქალთა ხმა“. ჟურნალის  პირველ ნაწილში შეჯამდა წარმატებით განხორციელებული სამწლიანი პროექტი „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. მეორე ნაწილში შეკრებილია  ყოველთვიური ინტერნეტ გამოცემა - საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებშიც განხილულია ფონდი „სოხუმის“ სხვადასხვა შეხვედრაზე წამოჭრილი აქტუალური თემები და კონკრეტული ქეისები. სწორედ ამ ისტორიებითაა წარმოდგენილი ჩვენი მუშაობის ანგარიში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საკონსულტაციო მუშაობის მნიშვნელობა ძალადობის პრევენციისთვის - ასეთია #11 საინფორმაციო ბიულეტენის თემა.

ფონდი „სოხუმის“ საქმიანობაში განსაკუთრებულია საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობა. ამ მხრივ ფასდაუდებელია ფსიქოლოგის და იურისტების წვლილი. ბიულეტენში დაბეჭდილია მაგალითები ფსიქოლოგისა იურისტების ქეისებიდან და მოცემულია გარკვეული რჩევები.

გადმოწერა 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„როგორ ვიმუშაოთ ახალგაზრდულ ჯგუფებთან კონფლიქტების მოგვარებისთვის“ - ასე ჰქვია მეთოდურ სახელმძღვანელოს, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ გამოუშვა ახალგაზრდა ტრენერებისთვის.

სახელმძღვანელო შეიქმნა პროექტის „ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში  იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც  გაიარეს სატრენინგო კურსი კონფლიქტოლოგიის საკითხებზე. კრებულში შევიდა 4 თემა, რომელზეც იმუშავეს დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა: კონფლიქტის ტიპები, სახეები და მოგვარების მეთოდები; ინფორმირების როლი კონფლიქტის მოგვარებაში; გენდერი და გენდერული ასპექტები კონფლიქტის დარეგულირებაში; მასკულინურობის გავლენა კონფლიქტზე. სახელმძღვანელოში ასევე წარმოდგენილია ტრენერისთვის საჭირო ინფორმაცია: ტრენინგის სტრუქტურა და ტრენერობის ხელოვნება.

 გადმოწერა

პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების  ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით

„სამი სახის ჭეშმარიტება არსებობს: ჩემი ჭეშმარიტება, შენი ჭეშმარიტება და ზოგადი ჭეშმარიტება.“ - ეს ჩინური გამონათქვამი უძღვის ოქტომბრის საინფორმაციო ბიულეტენს.

ბიულეტენი ეძღვნება ოჯახური კონფლიქტების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს - განსხვავებებს პიროვნულ ფასეულობებსა და ტრადიციებს შორის.

პრობლემის აქტუალობასთან ერთად ბიულეტენში წარმოდგენილია ფსიქოლოგის რჩევებიც და ის დაეხმარება მკითხველს სწორი გადაწყვეტილების, ტოლერანტული დამოკიდებულების და ზოგადი ჭეშმარიტების პოვნაში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ოჯახური ძალადობის განვითარების მრავალწახნაგოვან პრიზმაში ერთ-ერთი სერიოზული ადგილი უჭირავს ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიც არის აზარტული თამაშები,  ალკოჰოლიზმი, ნარკომანია. ამიტომაც საინფორმაციო ბიულეტენის სექტემბრის ნომრის თემად იქცა „მავნე ჩვევები და ოჯახური ძალადობა“.

მასში ნაჩვენებია პრობლემის აქტუალობა, არის რჩევები, რომელთა შორის ერთ-ერთია - ფსიქოლოგის კვალიფიციური კონსულტაციის მიღება.

ბიულეტენი არის ნაწილი პროექტისა „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა ანალიტიკური ბროშურა „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“.

გამოცემაში წარმოდგენილია მშვიდობის შენების და კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელისშემშლელი ფაქტორები და ახალი მიდგომები თანამშრომლობის, განვითარებისა, სახალხო დიპლომატიის სფეროში აქტიური მუშაობისა და ქალთა როლის ამაღლებისათვის.

 გადმოწერა

„ადვოკატირება - ერთ-ერთი სეგმენტი ძალადობის პრევენციის დროს“ - ასეთია ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენის აგვისტოს ნომერის თემა.

სიტყვა „advocacy“ წარმოიშვა სიტყვიდან „advocare“ და ნიშნავს „მოწოდებას, მხარდაჭერას ცვლილებისათვის.“

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ადვოკატირება არის:    აქტიურობა საკუთარი და სხვისი ინტერესების დასაცავად, მოქმედებები  ცვლილებების მისაღწევად, ზემოქმედება საზოგადოებრივ აზრზე, გაერთიანება, მხარდაჭერა ცვლილებების მოსახდენად.

ნომერში წარმოდგენილია წარმატებული და წარუმატებელი ადვოკატირების ქეისები. აქვეა რჩევები - რისი ცოდნა არის აუცილებელი ადვოკატირების კამპანიის წამოწყებამდე.

ბიულეტენი გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ფასილიტაცია“ (facilitate) ინგლისური სიტყვა და პროცესის გაიოლებას, დახმარებას ნიშნავს. იგი გულისხმობს პროცესის წარმართვას მესამე ნეიტრალური მხარის მონაწილეობით.

ამ საკითხს ეძღვნება ფონდი „სოხუმის“ ივლისის საინფორმაციო ბიულეტენი, რომლეიც გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

ნომრის თემაა „მედიატორობა, ფასილიტაცია - უმოკლესი გზა ძალადობის პრევენციისკენ“.

პუბლიკაციაში მოყვანილია წარმატებული და წარუმატებელი მედიატორობის მაგალითები. მოცემულია სასარგებლო რჩევები - როგორ გავხდეთ მედიატორი და რა უნდა ვიცოდეთ ამისთვის.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები