ამ გამოცემაზე, როგორც არასდროს, პროექტის მთელი გუნდი ვმუშაობდით.
ვმუშაობდით სიამოვნებით, ინტერესით - საკუთარ პოზიტიურ შედეგებზე საუბარი ყოველთვის იწვევს ასეთ განცდას.
2013-2016 წლებში ფონდმა „სოხუმმა“ განახორციელა საკმაოდ რთული, მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტი „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის“.
პროექტი მოსალოდნელზე უფრო წარმატებული შეიქნა - ქუთაისში, ოზურგეთსა და სენაკში გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ჩამოყალიბებით ქალთა როლიც ამაღლდა და რეგიონებში სოციალური ცვლილებებიც გამოჩნდა.
კიდევ უფრო მეტი, ქვეყნის კანონმდებლობით განისაზღვრა გენდერული საბჭოების ჩამოყალიბება.
ჩვენ როგორ ვიწყებდით? რას ვაკეთებდით? როგორ ვაღწევდით დასახულ ამოცანებს?
წიგნი ცდილობს, უპასუხოს ამ შეკითხვებს.
წიგნში ჩვენს განვლილ გზაზე გიამბობთ, მდიდარ სამწლიან გამოცდილებაზე.
ცვლილებებზე, რომლებიც მუშაობის დასასრულს გამოჩნდა.
გავლენაზე, რომელიც საზოგადოებაზე, სამთავრობო წრეებსა და მედიაზე მოხდა.
ადამიანებზე, რომლებიც ამ ცვლილებებს უწყობდნენ ხელს.