ქალთა ფონდი „სოხუმის“ სოლიდარობა - უკრაინას!

ყვითელ-ცისფერ ფერებში. მიმოზებით და ნარცისებით. მოწოდებებით, ბანერებით. ქუთაისის თეატრის კიბეებზე იდგა ქალთა ფონდი „სოხუმი“: ქუთაისის სათაო ოფისი, თბილისის წარმომადგენლობა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრები, ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები, ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრები,  ფორუმ-თეატრი, დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფები, ქალები და ახალგაზრდები 13 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სამტრედია, ზუგდიდი,  წალენჯიხა, სენაკი, ქობულეთი, ჩოხატაური).

ყველანი ერთად -  სოლიდარობისთვის, მშვიდობიანი ხვალინდელი დღისთვის!

მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ! - ამ ტრადიციული მოწოდების გარდა იყო სხვა სლოგანებიც:

მშვიდობა უკრაინას!

ჩვენ გამოვცადეთ ომი! ჩვენ გვახსოვს ომი! ჩვენ ვგმობთ ომს!

ქალთა სოლიდარობა - მშვიდობისთვის!

შემოგვიერთდნენ პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

აქცია ფართოდ გააშუქა მასმედიამ. ინფორმაციები დაიწერა ონლაინ გამოცემებში, სიუჟეტები გავიდა ცენტრალურ და რეგიონულ სატელევიზიო არხებზე, რადიოს ეთერში...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები