წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვანია კომუნიკაბელურობა.
ყოველთვის მქონდა სურვილი რეალური შესაძლებლობები გამომეყენებინა წარმატების მისაღწევად, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ხარჯავ შენში არსებულ რესურსს.
იმისათვის რომ გახდე წარმატებული ადამიანი, ლოგიკურად უნდა მიჰყვე დასახული მიზნისკენ სავალ გზას.
ნათია ჯიმშელეიშვილი - პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი, პედაგიგი, გამომცემლობა შპს "უქიმერიონის" დირექტორი, შემოქმედებითი საზოგადოება "მზის თეატრის" დამფუძნებელი - პრეზიდენტი. ხელოვანთა სახლი "ლუის პარნასი"-ს შემოქმედებითი ღონისძიებების ხელმძღვანელი, სამკაულებისა და აქსესუარების დიზაინერი, ავტორ - შემსრულებელი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ჟურნალუსტთა ფედერაციის წევრი, პრემია "მეგა"-ს მფლობელი, ტიტული "პერსონა" 2021- ის მფლობელი.
დღესდღეობით ნათია ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრია და მჭიდროდ თანამშრმლობს ქალთა ფონდ „სოხუმთან“ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.