ამასთან ერთად უნდა მესწავლა მათი კვების რაციონი და ასევე მედიკამენტები. ყველაფერი მოვიძიე ინტერნეტით და იმ ფერმერებისგან, ვისაც ჩემზე მეტი გამოცდილება ჰქონდა ამ საქმიანობაში.
დღესდღეობით მიზანს მივაღწიე, ვარ ფერმერი და მიყვარს ჩემი საქმე. თუ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ვინმეს გამოადგება, არასდროს დავიხევ უკან, რაც ვიცი მათაც გავუზიარებ.
დღესდღეობით სოფიკო ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრია და მჭიდროდ თანამშრმლობს ქალთა ფონდ „სოხუმთან“ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.