ელეონორა კუკავა - ჩემი წარმატების ფორმულა

გამარჯობა, მე ვარ კუკავა ელეონორა, ფონდი ,, სოხუმის“ მოხალისე და მინდა მოგითხროთ ჩემი ,,წარმატების ფორმულის“ შესახებ.

მინდა გაგიზიაროთ ,ის ემოციები და შთაბეჭდილებები რაც უშუალოდ ამ პროექტთან, ფონდ ,, სოხუმთან“ მაკავშირებს. უპირველეს ყოვლისა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ტრენერებს, რომ მომცეს საშუალება მიმეღო მეტად საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია. ეს პროექტი იყო ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა, რომელიც ვფიქრობ, წარმატებით შევასრულე. მივიღე გამოცდილება პროექტების წერაში, რაც აქამდე არ ვიცოდი და მომეცა საშუალება განმეხორციელებინა ჩვენი ჯგუფის მიერ დაწერილი პროექტი სახელწოდებით: ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანია.’’

ვმონაწილეობდი სხვადასხვა აქტივობებში, ჯგუფურ სამუშაოებში, ვესწრებოდი ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე:,,როგორ აღმოვფხვრათ კომფლიქტი,’’ ,, სტერეოტიპები და ტოლერანტობა’’ და სხვა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი და შედეგისმომცემი გამოდგა.  ტრენინგების მსვლელობისას გვესტუმრა ფონდი სოხუმის ,, ფორუმ თეატრი“, გარდა ამისა, დავესწარით სამოქალაქო ფორუმს ქუთაისში თემაზე :,, ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა-მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად.’’  ამ ფორუმის ფარგლებში დავწერეთ თემა სახელწოდებით: ,, როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი“, რაც დამეთანხმებით, რომ თითოეული ქართველისთვის მეტად მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია. აქვე დავამატებდი იმას,  რომ პროექტმა საშუალება მოგვცა ვწვეოდით ქალაქ სტამბულს ,სადაც ჩაგვიტარდა ტრენინგი ფორუმ თეატრის არსის შესახებ.

საბოოლოდ,  მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს, თითოეული ჩატარებული ტრენინგისთვის, თითოეული შესაძლებლობისთვის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები