2022 წლის 17 მარტი, ბერლინი
ძვირფასო დებო და ძმებო,
ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო,
ძვირფასო პარტნიორებო უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში!
რთულია, წარმოვიდგინოთ თქვენი მდგომარეობა ამ სიტუაციაში. სიტყვები არ გვყოფნის ჩვენი გრძნობების გამოსახატავად, რადგან ამ დღეებში განუზომელი ტანჯვის მოწმენი ვართ. ომი წარმოუდგენლად საშინელი და სასტიკია, ომს მივყავართ ნგრევამდე და სიკვდილამდე - ომი მოიცავს ყველაფერს, რისი გადალახვაც გვსურდა საერთო ძალისხმევით და პარტნიორობით ღირსეული სიცოცხლისთვის. ომი კავშირების გაწყვეტისა და ადამიანების გაყოფის საშინელი მცდელობაა, იგი ხორციელდება ახლო და გრძელვადიანი ურთიერთობების გასანადგურებლად.
ამ მოცემულობაში, ჩვენი საშუალებები ამ სიტუაციის შესაცვლელად შეზღუდულია. მაგრამ გვსურს დაგამშვიდოთ, რომ გავაკეთებთ თქვენთვის ყველაფერს, რაც შესაძლებელია. ჩვენ გვსურს შეძლებისდაგვარად დაგიჭიროთ მხარი და გვერდით დაგიდგეთ. გთხოვთ, გვიამბეთ თქვენს საჭიროებებზე და სიტუაციაზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენთვის ახლა - რადგან მდგომარეობა და საჭიროებები სწრაფად იცვლება. გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ვეყრდნობით თქვენი მხრიდან მიღებულ ინფორმაციას. ჩვენ ვცდილობთ ვიმოქმედოთ რაც შეიძლება სწრაფად და ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები. ჩვენმა ჰუმანიტარულმა ფილიალმა Diakonie Katastrophenhilfe-მ შექმნა გადაუდებელი საჭიროების ფონდი და ჩვენ ვიღებთ შემოწირულობებს ამ ფონდის გასაფართოებლად.
საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფთან. ჯგუფის წევრები ანკეტირების ჩასატარებლად მოემზადნენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოხდება სხვადასხვა სტატუსის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები 40 ქალის გამოკითხვა. გამოკითხვა მიზნად ისახავს დევნილთა კოლექტიური ცენტრების და პრივატიზებული ობიექტების სოციალური პროფილის ჩამოყალიბებას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წყალტუბოში აქტიურად მუშაობს დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის წევრებმა დევნილთა კოლექტიურ დასახლებებში სოციალური საჭიროებების და პრობლემების იდენტიფიცირებისთვის გამოკითხვის პროცესი დაიწყეს. ანკეტირების მიზანია, დევნილთა პრობლემური საკითხების წარმოჩენა, შემდგომში მათი ადვოკატირება პრიორიტეტულობის მიხედვით და მოგვარება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
შეხვედრა-კონსულტაცია გაიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფთან, რომელშიც მიიღო მონაწილეობა 12 წევრმა.
შეხვედრის დღის წესრიგის თანახმად, მონაწილეებთან განხილულ იქნა შემუშავებული კითხვარი, რომელიც ითვალისწინებს კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილთა საჭიროებების შესწავლას. შემდეგში კი დაგეგმილია ამ საკითხების ადვოკატირება და მოგვარება.
შეხვედრაზე პერსონალურად განაწილდა დავალებები და ყველა ტექნიკურ კითხვაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ხონის მუნიციპალიტეტის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ანკეტირების პროცესი, რომელშიც ჯგუფის წევრები იქნებიან ჩართულები. ანკეტირების ფარგლებში მოხდება ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ადამიანების საჭიროებების შესწავლა, შემდგომ კი დაიწყება გამოკვეთილი საკითხების ადვოკატირება მათი მოგვარების მიზნით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმი“ წლებია, მუნიციპალიტეტებში აქტიურად ატარებს შეხვედრებს მრგვალი მაგიდის ფორმატით, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონით გათვალისწინებული რეფერირების სუბიექტების ჩართულობით, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე უწყებებს შორის კოორდინაციის სისტემის დანერგვას.
შეხვედრებმა გამოავლინა ადგილებზე უწყებათაშორისი კომისიის ჩამოყალიბების საჭიროება. ამ ინიციატივის რეალიზებისთვის აქტიური მუშაობა დაიწყო სამიზნე მუნიციპალიტეტებში. ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა ბაღდათის, სენაკის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, მერიის იურიდიული, ახალგაზრდული, სოციალური და ჯანდაცვის განყოფილებების ხელმძღვანელები, ბავშვთა განყოფილების კოორდინატორები, გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები.
როლური თამაშები,
პრეზენტაციები,
აქტიური დისკუსია,
მოკლე ფილმების ჩვენება...
სწორედ ასეთ რეჟიმში ჩატარდა ზუგდიდის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან ტრენინგი თემაზე „სტერეოტიპები და ტოლერანტობა“.
ასეთი იყო მონაწილეთა უკუკავშირი:
„ძალიან მნიშვნელოვანი თემები მოგვაწოდეთ დღეს, ძალიან მარტივ, გასაგებ ენაზე, გავიგეთ რა არის ტოლერანტობა, რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობებში და რა არის სტერეოტიპები, სტერეოტიპული მიდგომები“.
სოლიდარობის თემა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. სწორედ ამ საკითხის განხილვა მოხდა ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე.
ქალბატონები შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ აქციას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
„ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის ფორმები და ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.“- ამ თემაზე გაიმართა ტრენინგი წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
მონაწილეებმა განიხილეს სამოქალაქო ჩართულობის ფორმების სამართლებრივი ასპექტები. თვითმმართველობის როლი და კომპეტენცია, მოქალაქეთა პასუხისმგებლობა და სარგებელი ამ პროცესში.
გაანალიზდა კონკრეტული ისტორიები, რატომ არის სამოქალაქო ჩართულობა მნიშვნელოვანი. რა ეტაპებს გულისხმობს, რას ნიშნავს ეს პროცესი თვითმმართველობისთვის, ცალკეული მოქალაქეებისთვის.
მარტს ჩატარებული შეხვედრა ეხებოდა ქალთა საერთაშორისო დღის წარმოშობასა და სოლიდარობის თემას.
მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი პოზიციები დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გააკეთეს მცირე მოხსენებები და პრეზენტაციები.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით