მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში - ამ თემაზე ჩაუტარდათ ტრენინგი სოფელ დიდინეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს.
სამართლებრივი აქტები, თვითმმართველობის ფინანსური უზრუნველყოფის პრინციპები ევროპული ქარტიის მიხედვით, თვითმმართველი ერთეული და მისი უფლებამოსილებები ამ და მრავალ სხვა საკითხს შეეხო იურისტი თამარ ფაჩულია.
ტრენინგზე მიმდინარეობდა აქტიური დისკუსია და მონაწილეებს საკუთარი აზრისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცათ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
საჭიროებათა კვლევის ჩატარების მეთოდები და უნარები, სამიზნე ჯგუფებთან რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვების ტექნიკა - ამ თემებზე განახვილდა ყურადღება ტრენინგზე, რომელიც ონლაინ ჩატარდა ქუთაისის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
მონაწილეებმა განიხილეს ანკეტის შაბლონი, დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და მოლოდინები, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
„ადგილობრივ დონეზე ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა“ - ამ თემაზე ჩატარდა კონფერენცია პედაგოგების, არასამთავრობო ორგანიზაციები, სერვისების მიმწოდებელი სუბიექტების ჩართულობით.
თხუთმეტი მუნიციპალიტეტიდან მოწვეულმა 80-მდე მონაწილემ მოისმინა, რა მნიშვნელოვანია კანადის გენდერული თანასწორობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის მიზანია ძალადობის მსხვერპლთა გაძლიერება, ელექტრონული წიგნიერების დონის ამაღლება და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედება.
აუდიტორიის მაღალი შეფასება დაიმსახურა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრმა, რომელმაც უკვე ათეულობით ბენეფიციარს უმასპინძლა და პოზიტიურად შეუცვალა მომავალი.
ტელეფონები SOS აპლიკაციით და ჩვენი თანადგომის ჯადოსნური ღილაკით რამდენიმე მუნიციპალიტეტში კიდევ „აინთო“: ჩოხატაური, ქობულეთი, ვანი, ბაღდათი, სენაკი, სამტრედია, ზუგდიდი, თერჯოლა, წალენჯიხა, ტყიბული.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ განსაკუთრებული აქცია ჩაატარა - მობილური ტელეფონები გადასცა საჩუქრად მოწყვლადი ჯგუფების ქალებს.
ეს კეთილი საქმე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად განხორციელდა, რადგან ფონდი „სოხუმისთვის“ მნიშვნელოვანია მუნიციპალურ ორგანოებთან თანამშრომლობა ქალების სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
Zoom ფორმატით ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგების ციკლის ბოლო ტრენინგი - ამჯერად ტყიბულის, ქობულეთის, ჩოხატაურის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან და სამსახურის სპეციალისტებთან.
ტრენინგი მოიცავდა საკითხებს: ადგილობრივი თვითმმართველობების როლი გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის პრევენციის და რეაგირების საქმეში; სამოქალაქო მონაწილეობის ფორმები; ძალადობისგან დაცვის მექანიზმები; რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან თანამშრომლობა ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებასა და მსხვერპლის დახმარებაში.
მაგდა კოსტავა ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, საკრებულოს დეპუტატი და ასევე, ექიმია.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს გენდერული სტერეოტიპების ნგრევის კამპანიას - თანასწორობის, ტოლერანტული და არაძალადობრივი კულტურისა და გარემოს დასამკვიდრებლად ჩვენს საზოგადოებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქსელი WAVE-ის ორგანიზებით, რომელიც აერთიანებს 150-ზე მეტ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩატარდა უკრაინელი ქალების და ბავშვების მხარდაჭერისადმი მიძღვნილი შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო, უკრაინაში ომის შედეგად ქალებისა და ბავშვების ცხოვრებაში გადაუდებელი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება უკრაინელი კოლეგებისგან, ინფორმაციის გაცვლა პარტნიორების მხრიდან არსებული მხარდაჭერის ინიციატივებზე. ქსელის წევრებმა იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიებზე, რაც უზრუნველყოფს დახმარების მეტ ეფექტიანობას.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა, ეკა გამახარიამ კოლეგებს გაუზიარა ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც უკრაინაში მყოფ მოსახლეობის და საქართველოში უკრაინელ ლტოლვილთა მხარდასაჭერად ხორციელდება ორგანიზაციის მხრიდან - ოკუპირებულ მელიტოპოლში მოსახლეობის ფულადი რესურსებით და ჰუმანიტარული ტვირთით დახმარება; ქუთაისში განთავსებული უკრაინელი ლტოლვილებისთვის საჭირო ნივთების და პროდუქტების შეძენა, დროებით ბინის ქირის გადახდა და დასაქმებაში დახმარება, ასევე - ფსიქოლოგის კონსულტაცია.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ „პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის“ თემას მიძღვნილ მაღალი რანგის კონფერენციას უმასპინძლა.
ღონისძიება ჰიბრიდიულ რეჟიმში გაიმართა და მას ქალი პოლიტიკოსები, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული 12 საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა, ეკატერინე გამახარიამ ონლაინ ფორმატში ყურადღება გაამახვილა კონფლიქტით დაზარალებული, დევნილი და რეგიონებში მცხოვრები ქალების პოლიტიკური გაძლიერების არაპრიორიტეტულობაზე და სწორედ ამ კატეგორიის ქალების პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობის საჭიროებაზე.
იძულებით გადაადგილებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებების გამოსავლენად ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ანკეტირება ჩაატარა. პროცესში ჩართულნი იყვნენ წყალტუბოს დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.
ელექტრონულ ფორმატში შევსებულია 40 ანკეტა. უკვე მოხდა ანკეტების განხილვა, რათა ნათლად წარმოჩნდეს დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში არსებული საჭიროებები და პრიორიტეტები. ყოველივე ეს საფუძვლად დაედება ამ ცენტრების სოციალური პროფილის შექმნას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
პანდემიამ შეაფერხა ფორუმ-თეატრის მუშაობა. ახლა კი სასიამოვნო სიახლეები დაიწყო: ჯგუფი შეივსო ახალი მსახიობებით, შეიქმნა ახალი სცენარები, განახლდა სარეპეტიციო პროცესი და წარმოდგენების ჩვენება. ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა ჩაატარა ქუთაისში, ღია ცის ქვეშ.
ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი კიდევ უფრო აქტიურ გაზაფხულს გეგმავს - ეწვევა სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, მაყურებელს აჩვენებს სცენებს აქტუალურ თემებზე, მერე კი გაიმართება დისკუსიები, რომ ყველამ დაინახოს პრობლემები და მათი მოგვარების გზები...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)