ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა აქტიურად დაიწყეს 2025 წელი.

2024 წელს მუშაობა მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში (ვანი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია, თერჯოლა, სენაკი, ხობი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური).

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ოთხი მიმართულებით მუშაობენ:

  1. ოჯახური ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა
  2. ქალთა მხარდაჭერა, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება ლოკალურ თემებში
  3. ძალადობის შემთხვევების მონიტორინგი
  4. სოციალური, ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირება

ამ მიზნების მისაღწევად 2024 წელს:

გულახდილი საუბარი ფსიქოლოგთან

  • სამშაბათი, 24 დეკემბერი 2024
  • 542 ჯერ

ხონის, წყალტუბოს, ვანის, ზუგდიდის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ქალებთან ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ონლაინ გამართა  სამი ინდივიდუალური და ორი ჯგუფური შეხვედრა. შეხვედრის პროცესში მონაწილეები გამოირჩეოდნენ აქტიურობით, გულახდილობით, გამოხატავდნენ ნდობას. ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე და ითვალისწინებდნენ მათთვის მიცემულ რჩევებს.

საკმაოდ რთული ქეისებია ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტებებში. აღინიშნა, რომ მათ ოჯახებში შეინიშნება ძალადობის ზრდის ტენდენცია, აქვთ ურთიერთობების პრობლემები. ერთ-ერთ ქალს, რომელიც სახლიდან წავიდა, საკუთარი ოჯახის წევრები აიძულებენ, რომ დაბრუნდეს ქმართან ცნობილი მოტივით: „რას იტყვის ხალხი?“, „სირცხვილია“, „მოგვეჭრა თავი“ და ა.შ.

ახლოვდება ახალი წელი და ქალები ცდილობენ პოზიტიურად, იმედით და სიხარულით შეხვდნენ 2025 წლის შემობრძანებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ცენტრების მობილიზატორების ინიცირებით გაიმართა სხვადასხვა ფორმატის აქტივობები: დისკუსია-დებატები, ნახატების გამოფენები, ფილმის ჩვენებები, პრეზენტაციები. ერთმნიშვნელოვნად  აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემაა და საზოგადოებამ უნდა გამოხატოს პროტესტი მის მიმართ.

16-დღიანი კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობდა და მასში ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრი მონაწილეობდა.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება

  • ორშაბათი, 25 ნოემბერი 2024
  • 611 ჯერ

ძალადობის პრობლემების ადრეული გამოვლენა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში მნიშვნელოვან სტრატეგიად რჩება. იდენტიფიცირების კვალდაკვალ მობილიზატორები სთავაზობენ ბენეფიციარებს იმ სერვისებს, რომლებიც ძალადობის პრევენციას ემსახურება.

თვის განმავლობაში საინფორმაციო შეხვედრებში 150-ზე მეტი ქალი იყო ჩართული და 10-ზე მეტი კრიზისული ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა. ფსიქოლოგის ჩართულობა ეხმარება მათ, დაძლიონ პრობლემები და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრის სერვისით ექვსმა ადამიანმა ისარგებლა, რაც მათ ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს იწვევს.

 

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამიზნე მუნიციპალიტეტებში ადვოკატირების ჯგუფებმა გამოავლინეს პრობლემები და  მცირე ინიციატივების ფარგლებში მათი მოგვარებაც შეძლეს.

ადვოკატირების ჯგუფების წევრ ქალებს მიეცა შესაძლებლობა, წამყვანი როლი შეასრულონ თემისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაში. ქალების ჩართულობა თემის უსაფრთხოების და კეთილმოწყობის საკითხებში ამაღლებს მათ სოციალურ სტატუსს და გავლენას ოჯახსა და საზოგადოებაში, რაც ძალადობის რისკის შემცირების ძლიერი ფაქტორია.

გამოვლენილი პრობლემები უკავშირდება მოწყვლადი ქალების მხარდაჭერას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, ასევე - ქალებისა და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. ინიციატივების განხორციელებით განახლდა მიტოვებული სტადიონები, გამწვანდა სკვერები, მოხდა  ჯანსაღი ფასეულობების ჩამოყალიბება ახალგაზრდებში და მარტოხელა დედების მხარდაჭერა. ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში  დიდი ეფექტიანობით გამოირჩევა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა შეხვედრები ჯგუფური და ინდივიდუალური ფორმატით. შეხვედრები განსხვავებული იყო ერთმანეთისგან, განსხვავებული აზრებისა და შეხედულებებისგან გამომდინარე.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ოჯახში ძალადობა“. მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ოჯახში ძალადობა არის სისტემატური და განგრძობადი, ის წარმოადგენს ძალადობის ციკლს, რომელიც შეიძლება დაიყოს რამდენიმე ფაზად: 1. დაძაბულობის ფაზა, 2. ძალადობის ფაზა და 3. თაფლობისთვის ფაზა.

მონაწილეებს განემარტა, რომ ძალადობის ციკლი არასოდეს მთავრდება, თუ ის რაიმე ფაქტორმა არ შეაჩერა. თემამ  განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია და ცოცხალი მაგალითების განხილვით გაგრძელდა.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში აქტიურად გრძელდება მოქალაქეების ინფორმირება  მსხვერპლთათვის განკუთვნილ სერვისებზე. შეხვედრების დახმარებით მთელი თვის განმავლობაში იდენტიფიცირებულია ათი ქეისი, რომელთა შორის არიან რისკის მატარებელი ჯგუფები. 

ქეისების იდენტიფიცირების პარალელურად ხდება მათი მართვა, რაც გულისხმობს შემთხვევების ანალიზს და შეფასებას.  საჭიროებიდან გამომდინარე, ბენეფიციართა ერთი ნაწილი გადამისამართდა ფსიქოლოგთან, ნაწილი - იურისტთან.  ქეისების ეფექტიანი მართვა მნიშვნელოვნად ამცირებს ძალადობის განვითარების რისკებს და ხელს უწყობს ძალადობის პრევენციას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქტიური მუშაობა სხვადასხვა თემში

  • სამშაბათი, 24 სექტემბერი 2024
  • 712 ჯერ

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა თემში, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმირებული ქალი გვყავდეს საზოგადოებაში. მსხვერპლთა დახმარების სერვისების გაცნობა ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას და ოჯახური ძალადობის პრევენციას.

პრობლემების იდენტიფიცირების და მსხვერპლთა დახმარების პარალელურად, მობილიზატორები აქტიურად მუშაობენ ქალთა საჭიროებების შესწავლაზე, რათა გაგრძელდეს არსებული პრობლემების ადვოკატირების პროცესი.

სექტემბერში ათივე ცენტრში (ხონი, წყალტუბო, თერჯოლა, ვანი, სამტრედია, ზუგდიდი, ხობი, სენაკი, წალენჯიხა, ჩოხატაური) 150-ზე მეტი ქალის ინფორმირება მოხდა, რვა ადამიანმა ისარგებლა სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურებით. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებთან ტრენინგი გაიმართა. სამუშაო ფორმატი მიზნად ისახავდა ცენტრების მუშაობის სტრატეგიის შემუშავებას.

- ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება, ოჯახში ძალადობის შემთხვევების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირება - მონაწილეებმა იმსჯელეს, რა სიახლეები შეიძლება დაინერგოს, როგორ გაიზარდოს პროდუქტიულობა ამ მიმართულებით, რათა რაც შეიძლება მეტმა ქალმა მიიღოს სარგებელი არსებული სერვისებისგან.

მონაწილეთა შეფასებით, სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და თემებში არსებული პრობლემების ადვოკატირება მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში. ფსიქოლოგისა და იურისტის ჩართულობა ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას და გაზრდის მსხვერპლთა დახმარების ეფექტიანობას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები