ციფრები ბევრს ამბობენ

  • ორშაბათი, 27 დეკემბერი 2021
  • 1285 ჯერ

ფსიქოლოგი და იურისტი არ საუბრობენ ბენეფიციარებთან შეხვედრის დეტალებზე. ასეც უნდა იყოს - ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

მაგრამ უყვართ ციფრების მოყვანა.

ციფრების თანახმად კი, დეკემბერში:

ჩატარდა ფსიქოლოგის და იურისტის 6 ჯგუფური შეხვედრა თერჯოლის, სენაკის, სამტრედიის, ქობულეთის, ჩოხატაურის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებთან.

შეხვედრებს ესწრებოდა 27-დან 68 წლამდე ასაკის 88 ადამიანი.

5-მა ბენეფიციარმა გაიარა ფსიქოთერაპია.

ჩატარდა ფსიქოთერაპიული მუშაობა სარეაბილიტაციო ცენტრის 6 ბენეფიციართან.

მიმდინარეობს მუშაობა 3 კრიზისულ ოჯახთან.

დეკემბერი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისთვის. სხვადასხვა თემში ჩატარებულ გეგმიურ შეხვედრებზე მობილიზატორებმა მოსახლეობას ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ისაუბრეს იმ  ფაქტორებზე, რომლებიც ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებას უშლის ხელს.

თვის განმავლობაში ქალთა მხარდაჭერის ათმა ცენტრმა გამოავლინა ძალადობის 8 შემთხვევა. თითოეული ქეისის ანალიზის შემდეგ ბენეფიციარებმა ფონდი „სოხუმის“ სერვისებით ისარგებლეს.

მობილიზატორების მიერ ადგილობრივ თვითმმართველობასთან გადამისამართებულ ქეისებზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რათა მსხვერპლთა დახმარების მექანიზმი გაძლიერდეს და ბენეფიციარებმა მუნიციპალური სერვისები გამოიყენონ. თანამშრომლობა მსხვერპლთან მუშაობის მულტიგუნდურ პრინციპებს ეფუძნება და კარგ ეფექტს იძლევა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საერთო აქტივობები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, შეხვედრები სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან, ვორკშოპი სკოლის მოსწავლეებთან - ასეთი აქტივობები ჰქონდათ ტყიბულისა და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის დღეებში.

მონაწილეების მოსაზრებით, საერთაშორისო კამპანიაში ჩართულობა შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებას, იფიქროს პრობლემის მასშტაბებზე და ყველა სტრუქტურამ საკუთარი პასუხისმგებლობა გააცნობიეროს ძალადობის პრევენციის კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მხარდაჭერა, გამხნევება, მოწოდება...

  • პარასკევი, 10 დეკემბერი 2021
  • 1237 ჯერ

ამ პატარა ვიდეორგოლში არის მხარდაჭერა, გამხნევება, მოწოდება...

ძალადობა დანაშაულია!

იცხოვრე ძალადობის გარეშე!

არ გაჩუმდე!

იმოქმედე!

შენ არ ხარ მარტო!

ამბობენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.

ვიდეორგოლი 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში შეიქმნა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონფლიქტის მართვა ძალადობის პრევენციისთვის - ეს იყო მრგვალი მაგიდის თემა, რომელიც თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიცირებით 25 ნოემბერს ჩატარდა და შეკრებილ საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის  გახსნა აუწყა.

„სამყარო ძალადობის გარეშე“ - თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით  კამპანიის ფარგლებში ქალთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. კამპანიის ფარგლებში ონლაინ ფორმატით ჩატარდა „შემოქმედ ქალთა საათი“ -  ქალებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქალთა გაძლიერებას და საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიას შეამცირებს.  

აქტივობებში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქტიური  წვლილი  შეიტანეს 16-დღიან კამპანიაში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა და იურისტმა. მათ დისტანციურად კიდევ სამი ჯგუფური შეხვედრა გამართეს სამტრედიის, ჩოხატაურის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებთან. იურისტი შეკრებილებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონზე ესაუბრა. ფსიქოლოგმა გაშალა ნაადრევი ქორწინების თემა - ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა. „არ გაათხოვო არასრულწლოვანი ქალიშვილი, მიეცი განათლება, მიეცი არჩევანი, მიეცი თავდაჯერებულობა“ - ასეთი იყო ფსიქოლოგის რჩევა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ზუგდიდის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ინიცირებით მოხდა სოფლის მოსახლეობის ინფორმირება 16-დღიან კამპანიასა და მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე.

ქობულეთში ჩატარებულ შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელიც შეუერთდა და შეკრებილებს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის აქტუალობაზე ესაუბრა.

მოსახლეობის ინფორმირება მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე ხელს შეუწყობს პრობლემაზე რეაგირებას და ძალადობის ფაქტების შემცირებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

16-დღიანი კამპანიის აქტიური მონაწილე  გახდა  ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. მან მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად მოაწყო შეხვედრა ძალადობის თემაზე. შეხვედრაზე მოწვეული იყო კრიზისული ცენტრის იურისტი, რომელმაც მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებულ სერვისებზე და სამართლებრივ მექანიზმებზე ისაუბრა.

კამპანიის ფარგლებში სოფლებში გაიმართა ძალადობის თემაზე შექმნილი ფილმის ჩვენება და დისკუსიები  - დაესწრნენ საჯარო მოხელეები, სამოქალაქო აქტივისტები, პედაგოგები, მოზარდების მშობლები.

ქალთა მიმართ ძალადობა ბოროტებაა და საზოგადოება ამ ბოროტებას წინ უნდა აღუდგეს - ასეთი იყო მონაწილეთა საერთო მოსაზრება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ძალადობის წრე“-  ამ ფილმის განხილვამ განსაკუთრებული დისკუსიის ფონზე ჩაიარა.  შეხვედრას გენდერული საბჭოს წევრებიც  ესწრებოდნენ. მონაწილეებმა  ხაზგასმით ისაუბრეს იმ ნეგატიურ  გავლენაზე, რომელსაც  ქმნის ძალადობის წრე.

მეორე ინიცირებული აქტივობა სოფელ პალურის სკოლაში ჩატარდა. საინფორმაციო შეხვედრის თემა იყო: პირველი უფლებადამცველი ქალები საქართველოში. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია, როგორ იცავდნენ ქალები საკუთარ უფლებებს წარსულში.შეხვედრის მონაწილეთა აზრით, 16-დღიანი კამპანია ხელს უწყობს საზოგადოებაში ანტიძალადობრივი განწყობის შექმნას.

წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ასე აქტიურად ჩაერთო კამპანიაში.

 

პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები