ქალთა გაძლიერება, სამოქალაქო აქტივიზმის გაფართოება ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, ოჯახური ძალადობის პრევენცია საზოგადოებაში - ეს საკითხები თემებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების შემადგენელი ნაწილია.
იდენტიფიცირებული პრობლემა ბევრია, თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს ადვოკატირებით, სხვადასხვა სტრუქტურასთან თანამშრომლობით.
ქობულეთის, ჩოხატაურის, ვანის, წალენჯიხის, ტყიბულის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში უკვე გაჩნდა მოგვარებული პრობლემების ჩამონათვალი და ქალთა ისტორიები პოზიტიური ფინალით, რაც სხვადასხვა ინტერვენციული ჩარევით იქნა მიღწეული.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- მოსახლეობამ თითქმის არ იცის, რა სახის მხარდაჭერა არსებობს ძალადობის მსხვერპლთათვის. რაც უფრო მეტად არის ქალი ამ საკითხებზე ინფორმირებული, მით უფრო ძლიერია ის.
- შეხვედრები აზრების და შეხედულებების გაზიარების საშუალებაა ჩვენთვის, ყველას სჭირდება მსგავსი სახის განტვირთვა, ვინ როგორ აგვარებს ოჯახურ კონფლიქტებს, ვის შეიძლება მიმართო - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
ასეთი შეფასებები ჰქონდათ მონაწილეებს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც სენაკის, თერჯოლის, ბაღდათის, სამტრედიის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა.
საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ რამდენიმე შემთხვევის იდენტიფიცირება მოხდა და რეაგირებისთვის ფსიქოლოგთან გადამისამართდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ეს განსაკუთრებული სიახლეა ფახულანში!
ეს არის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალების საუკეთესო მხარდაჭერა, როგორც თვითონ აღნიშნავენ.
ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ბოლო წლების მანძილზე არ არსებობდა არანაირი სასწავლო კურსი, პრაქტიკულ შედეგზე გათვლილი თემატური ინტერაქცია, რომელიც ქალებს დამატებით რეალიზების საშუალებას ან კონკრეტული საქმიანობის პერსპექტივას გაუჩენდა.
ფონდმა „სოხუმმა“ გაითვალისწინა მათი საჭიროება და ფახულანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩამოაყალიბა ჭრა-კერვის კურსები. ფონდის ორგანიზებულ ტექნიკურ-მატერიალურ ბაზაზე ქალები უკვე შეუდგნენ სწავლებას -კურსი სამი თვის მანძილზე გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სექტემბერი საინფორმაციო შეხვედრებისთვის აქტიური გამოდგა: სხვადასხვა თემთან ჩატარებულ შეხვედრებში გამოყენებული იყო როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ ფორმატი.
საინფორმაციო შეხვედრებიდან იდენტიფიცირებულ იქნა ოჯახური ძალადობის შემთხვევები, რომელთა გადამისამართება მოხდა ფსიქოლოგთან და იურისტთან, საჭიროებიდან გამომდინარე.
მთელი თვის განმავლობაში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები თემში არსებული პრობლემების ადვოკატირების მიზნით ხვდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
საინფორმაციო შეხვედრები ათივე სამიზნე მუნიციალიტეტში ჩატარდა და მათ 158 ადამიანი დაესწრო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საშვებულებო პერიოდის მიუხედავად, აგვისტოში აქტიურად მუშაობდნენ ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი.
ეს ციფრებშიც კარგად ჩანს:
ქალთა მხარდაჭერის 5 ცენტრში გაიმართა ონლაინ და ოფლაინ ჯგუფური შეხვედრები და ინდივიდუალური კონსულტაციები 47 ბენეფიციართან.
ფსიქოლოგმა ჩაატარა მუშაობა სამ კრიზისულ ოჯახთან და ონლაინ ფსიქოთერაპია 16 ადამიანთან.
იურისტმა 4 ონლაინ და 3 უშუალი შეხვედრა მოაწყო ინდივიდუალურად.
ყველა მონაწილე კმაყოფილია საკონულტაციო მუშაობით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
25 აგვისტოს ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრის მობილიზატორთა შეხვედრა გაიმართა. ონლაინ ფორმატში მონაწილეებმა შესრულებული სამუშაო შეაფასეს და ადგილებზე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება. მათი შეფასებით, საინფორმაციო შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრობლემის იდენტიფიცირების და ქალთა საჭიროებების გამოვლენის კუთხით. ინფორმაციის გაცვლის შემდეგ მონაწილეებმა მომდევნო თვის გეგმაც განიხილეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მოსახლეობის ინფორმირების კუთხით. შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს კოორდინაცია ყველა იმ სუბიექტს შორის, რომლებიც ძალადობის საკითხებზე მუშაობენ, რათა მსხვერპლმა მხარდაჭერა უფრო კარგად იგრძნოს.
გარდა ძალადობის პრობლემისა, მობილიზატორებს მიმართავენ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, მათი ადვოკატირება ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით მიმდინარეობს.
შეხვედრები ჩატარდა ჩოხატაურის, სამტრედიის, ქობულეთის, თერჯოლის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ბაღდათის, სენაკის, ვანის, ზუგდიდის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა თემში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის პრობლემებზე გააკეთეს აქცენტი. ისაუბრეს იმ სერვისებზე, რომლებიც მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებობს მუნიციპალიტეტებში. ისინი აღნიშნავენ, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად, გახსნილად ისაუბროს ძალადობის შემთხვევებზე, თუმცა ყველა მონაწილემ დაადასტურა, რომ ძალადობის ფაქტები გახშირდა, კრიზისულ ოჯახებთან უფრო მეტი სამუშაოა საჭირო და ამ საქმეში დიდია არასამთავრობო სექტორის წვლილი.
შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს. ისინი განაგრძობენ მუშაობას ცალკეულ ადამიანებთან, რომელთაც მეტი დახმარება სჭირდებათ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საჭირო ადამიანებს ეძახიან ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგსა და იურისტს. მათი რჩევები და დახმარება ბევრისთვის აუცილებელია პრობლემების მოგვარებაში.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საკონსულტაციო სამსახურმა თვის განმავლობაში აქტიური მუშაობა ჩაატარა - იყო უშუალო შეხვედრებიც და დისტანციური კონსულტაციებიც. ასეთი სახით 43-მა ადამიანმა მიიღო მათი დახმარება.
ამას გარდა, მიმდინარეობდა მუშაობა ოთხი კრიზისული ოჯახის წევრებთან. 17 ბენეფიციარს გაუწია ინდივიდუალური თერაპია ფსიქოლოგმა, იურისტმა კი 7 ადამიანს ჩაუტარა კონსულტაცია.
შედეგები თვალსაჩინოა: მოგვარებული პრობლემები, დაძლეული სტრესი, სიმშვიდე ოჯახში... აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგი და იურისტი მართლაც საჭირო ადამიანები არიან მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება.