თერჯოლაში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჭრა-კერვის სასწავლო კურსი გახსნა. გახსნას დაესწრნენ თერჯოლის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გოგბერაშვილი და გენდერული საბჭოს წევრი რუსუდან კოვზირიძე.

ბენეფიციარები ახალ პროფესიას ორთვენახევრის მანძილზე შეისწავლიან. სამუშაო სივრცე მუნიციპალიტეტმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამოყო. საკერავი მანქანების, მასალების და პედაგოგის ფინანსურ მხარდაჭერას ფონდი „სოხუმი“ უზრუნველყოფს.

„ჩვენ ვასწავლით წარმატების და დამოუკიდებელი ცხოვრების მარტივ საიდუმლოს - პროფესიას, რომელიც ქალს კიდევ უფრო ძლიერს და თავდაჯერებულს გახდის. გვაქვს ბევრი მაგალითი, ასეთი სასწავლო კურსების შემდეგ როგორ მოემატათ ქალებს მოტივაცია და როგორ დაიწყეს მცირე ბიზნესი. გვჯერა, თერჯოლაშიც გვექნება წარმატების ახალი ისტორიები“, - აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა ლელა ჯალაღონიამ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გაკვეთილზე საათები ისე ილევა, ვერც ვგრძნობთ..

ფიქრი და ფანტაზია სულ სხვა სამყაროში გვამოგზაურებს

ფერად თიხას თითებს ვაჩვევთ და თან ჩვენი აზრების წაკითხვას ვასწავლით.

მასწავლებელი გვეუბნება, რომ თიხამ უნდა შეგვიყვაროს...

ასე ამბობენ დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარი ქალები, რომლებიც მასწავლებელ მაკა ჯიშკარიანთან ერთად დიდი ინტერესით სწავლობენ პოლიმერულ თიხაზე მუშაობას. მეცადინეობებზე საუბრობენ არა მხოლოდ ფერების შეზავებაზე, საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე, არამედ - ხელოვნების თერაპიაზე, რაც პრობლემების დაძლევაში ეხმარებათ.

ყოველი გაკვეთილი საინტერესოა, ერთმანეთთან ურთიერთობაც სახალისოა. სასიამოვნოა ისიც, რომ ბევრს სწავლობენ, ამზადებენ ახალ-ახალ ნაკეთობებს - თითოეულს უკვე ბევრი ნამუშევარი დაუგროვდა. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდ „სოხუმში“ კიდევ ერთი ახალი პროფესიის სასწავლო კურსი მიმდინარეობს.

დღის ცენტრის ბენეფიციარები ორი თვის განმავლობაში (თებერვალი-მარტი) შეისწავლიან ფრჩხილის მოწესრიგების, გელ ლაქის და დაგრძელების ხელოვნებას.

ეს სასწავლო მოდული  ქალებმა  საკუთარი სურვილით აირჩიეს. ეს არის სასურველი პროფესია, რომელიც ხელს უწყობს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას, თვითრეალიზაციას, წარმატებას.

პროგრამა ხორციელდება პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მცირე საგრანტო კონკურსმა 10 გამარჯვებული გამოავლინა. ისინი უკვე შეუდგნენ მუშაობას თავიანთ სფეროში.

პირველ ეტაპზე ქალებმა ქუთაისის და ბაღდათის დღის სარეაბილიტაციო ცენტრებში გაიარეს პოლიმერულ თიხაზე მუშაობის, სტილისტის და ბუღალტრის სასწავლო კურსები.

მეორე ეტაპზე მათთვის ჩატარდა ტრენინგები, სადაც შეისწავლეს საკუთარი მიზნების ჩამოყალიბება, საგრანტო წინადადების და ბიზნეს პროექტების დაწერის სპეციფიკა.

შემდეგ დაიწყო საკონკურსო პერიოდი. კონკურსში მონაწილეობდა 20 ადამიანი - 12 ქუთაისიდან და 8 ბაღდათიდან. დაიწერა ბიზნეს პროექტები.

წარდგენილი პროექტებიდან შეირჩა და დაფინანსდა 10. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფინანსური დახმარებით 8 ქუთაისელმა და 2-მა ბაღდათელმა ქალმა შეძლო მცრე ბიზნესის დაწყება. ასე იცვლება ჩვენი ბენეფიციარების ცხოვრება და იქმნება მათი წარმატების ისტორიები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სარეაბილიტაციო ცენტრის ერთ-ერთი ბინადარი 28 წლის ქალი იყო. მის გარდა  ცენტრში ორი კვირის განმავლობაში კიდევ იმყოფებოდა ორი ქალი და სამი ბავშვი. მათთან აქტიურად მუშაობდნენ ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი და პედაგოგი.

ფსიქორეაბილიტაციამ კარგი შედეგი გამოიღო - მათ უკეთ შეუძლიათ ემოციურ და ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება. ერთ-ერთი ბენეფიციარი ამბობს, რომ ბევრი რამ გაიგო საკუთარ თავზე, თავდაჯერებული და უფრო ძლიერი გახდა. ბევრი პოზიტივი დააგროვა და ეს ყველაფერი დაეხმარება მომავალში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბაღდათის დღის სარეაბილიტაციო ცენტრში წარმატებით დასრულდა პროფესიული კურსები. ბოლოს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ბენეფიციარებისთვის ტრენინგი ჩატარდა. მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა ელგუჯა დეისაძემ მონაწილეებს ბიზნეს პროექტების დაწერის სპეციფიკა გააცნო. შემდეგ ეტაპზე კონკურსი გაიმართება და საუკეთესო პროექტების ავტორები მცირე გრანტებს მიიღებენ. ყოველივე ეს ქალებს ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი კარიერის წარმატებით შექმნაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის ბიზნესის საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ელგუჯა დეისაძემ. მონაწილეებს ეძლევათ შანსი, იპოვონ საკუთარი საქმე,  სწორად დასახონ მიზნები და მონაწილეობა მიიღონ ბიზნესპროექტების კონკურსში. კონკურსში გამარჯვებული მცირე გრანტს მიიღებს და შეძლებს ეკონომიკურ საქმიანობას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ეს ქალები კონფლიქტის გამყოფ ზოლთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ცხოვრობენ. მათი გაძლიერება ქალთა ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი გამოწვევაა. ამიტომაც მოქმედებს აქ აქტიურად დღის სარეაბილიტაციო ცენტრი.

ჭრა-კერვის კურსების დასრულების შემდეგ ბევრი წარმატების ისტორია დაგროვდა. ქალების გაძლიერების პროცესი ისევ გრძელდება. ამჯერად დღის ცენტრის 10-მა ბენეფიციარმა კომპიუტერული ტექნოლოგიის ორთვიანი კურსი გაიარა და სერთიფიკატებიც მიიღო.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კიდევ ერთი გამოშვება ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. უამრავი ლამაზი ნაკეთობა. კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც ისწავლა პოლიმერულ თიხასთან მუშაობა და პატარა საოცრებების შექმნა.

ტრადიციულად, ორთვიანი კურსის ბოლოს მოეწყო შემაჯამებელი ღონისძიება. მონაწილეებმა წარმოადგინეს სწავლების განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები, ისაუბრეს თავიანთ თავზე... პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო და ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების მოწონება დაიმსახურა.

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. მათ აღნიშნეს, რომ ეს პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი იყო პროფესიული განვითარების და პირადი ურთიერთობების კუთხით და ისინი  წარმატებით გამოიყენებენ ცოდნას პრაქტიკაში.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები