ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში დასრულდა საბუღალტრო აღრიცხვის კურსი. კურსის მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს: ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული საფუძვლები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება, საწარმოთა ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმები, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, ორისის პროგრამა.

კურსის ბოლოს, შემაჯამებელ ტესტირებაზე ჯგუფის მონაწილეებმა კარგი მომზადება აჩვენეს. ისინი პრაქტიკაში გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ეს დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ოთახია. აქ პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსები ტარდება.

ამჯერად მუშაობა ფსიქოლოგის საუბარმა გაწყვიტა. ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე ქალებს ცალკეც ხვდება და ესაუბრება. მათ ბევრი კითხვა აქვთ და ყოველთვის იღებენ კომპეტენტურ პასუხს.

დღეს კი ჯგუფთან საუბრის თემაა სტრესი და ფსიქოლოგის რჩევები ასეთია:

ჩვენს შფოთიან დროში ყველა ჩვენგანს განუცდია სტრესი. სტრესს ვერ დაემალები. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია ემოციების მართვა, რომ ემოციებმა არ გმართონ შენ. სტრესის ასაცილებლად ორი ოქროს წესი არსებობს:

წესი №1. დამშვიდდით, მიეცით ტვინს შესაძლებლობა, დაიბრუნოს კონტროლი სხეულზე და მეტყველების ორგანოებზე.   

წესი №2. მოახდინეთ ფოკუსირება და ენერგიის კონცენტრირება იმაზე, რაც გასაკეთებელი გაქვთ.

ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარი მისია ძალადობის მსხვერპლის რეაბილიტაცია და დაცვაა. ამიტომაც ფონდი „სოხუმი“ მუდმივად ეძებს  თანამოაზრეებს, მხარდამჭერებს, რომლებთანც ერთად პრობლემების მოგვარებაში შეუწყობს ხელს ცენტრის ბენეფიციარებს.

ამ მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ფონდ „სოხუმსა“ და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის.

მემორანდუმის თანახმად, ფონდი უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური და სამართლებრივ დახმარებას, პროფესიული კურსების მიწოდებას, სოციალური მუშაკის და სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურებას ქალაქ ქუთაისში.

სააგენტო მსხვერპლს სთავაზობს სხვადასხვა სერვისს, მათ შორის: ფსიქოლოგიურ-სოციალურ და სამართლებრივ დახმარებას, დროებით სადღეღამისო საცხოვრისს თავშესაფარში, კრიზისული ცენტრით და საკონსულტაციო ცხელი ხაზით (116 006) მომსახურებას რვა ენაზე.

როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის/სავარაუდო მსხვერპლის დაცვაში.

 

დღის სარეაბილიტაციო ცენტრმა აქტიური მუშაობა განაახლა. მაისის ბოლოს შეიკრიბა ახალი ჯგუფები - ქალთა ერთი ნაწილი შეისწავლის მუშაობას პოლიმერულ თიხაზე, მეორე ნაწილი კი გაივლის საბუღალტრო აღრიცხვის კურსებს.

დღის ცენტრის გამოცდილებამ აჩვენა მისი ეფექტიანობა, შრომითი თერაპიის მნიშვნელობა ძალადობისგან დაზარალებული ქალებისთვის. ეს ზრდის დასაქმების პერსპექტივას. ახალი პროფესიის დაუფლებასთან ერთად ბენეფიციარებს აქვთ ფსიქოლოგისა და იურისტის  კონსულტაციის მიღების და რეაბილიტაციის შესაძლებლობა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები