თემა: ტოლერანტობის პრობლემა მოზარდებში. ამ საკითხზე იყო მსჯელობა ონლაინ ჩართვების დროს ოთხ ახალგაზრდულ კლუბთან (ფოთის 1-ლი, ქობულეთის მე-5, თერჯოლის მე-2 და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლები).
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. ისაუბრეს ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ პრობლემებზე, შერეულ ოჯახებზე, საზოგადოების აგრესიაზე „განსხვავებულის“ მიმართ.
მოეწყო ერთგვარი გაცვლითი შეხვედრა - ქობულეთის და ფოთის ახალგაზრდული კლუბები „ერთმანეთს შეხვდნენ“ ონლაინ სივრცეში. საინტერესო იყო მონაწილეების მონაყოლი ამბები შემწყნარებლობაზე, სხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მოსწავლეების შესახებ. ასეთი შეხვედრები ბევრ რამეზე დააფიქრებს მოზარდებს და სასიკეთოდ ცვლის მათ დამოკიდებულებას აქტუალური პრობლემების მიმართ.
ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე ატვირთულ ვიდეოგაკვეთილს კონფლიქტის ესკალაციის თემაზე დიდი გამოხმაურება მოყვა.
ვორკშოპების მონაწილეები წინასწარ გაეცნენ თემას. მერე - ონლაინ მუშაობისას კიდევ უფრო აქტიურად იმსჯელეს მელაურის (სამტრედიის მუნიციპალიტეტის), მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ხაჯალიას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებმა. თეორიული მასალის გარდა, მათ პრაქტიკული მაგალითებიც აინტერესებთ, აღელვებთ არჩევნებთან დაკავშირებული დაძაბულობა, ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი.
ვორკშოპების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის უცხო ტერმინი იყო „ესკალაცია“, უკვე იციან მისი არსი და კიდევ უფრო მეტის გაგება უნდათ კონფლიქტების მოგვარებაზე. ისინი ჩაერთვებიან საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა ძალადობის წინააღმდეგ“.
ნოემბერში იწყება საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კამპანიაში აქტიურად ერთვებიან დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კლუბები. კამპანიის დაწყებამდე ონლაინ სამუშაო შეხვედრები შედგა ახალგაზრდული კლუბების ლიდერებთან და განიხილეს ღონისძიებების გეგმა. ახალგაზრდებს ბევრი საინტერესო იდეა აქვთ და მათი აქტიურობა გამოჩნდება 16 დღის მანძილზე.
„მე პირველად გავიგე ტერმინი ესკალაცია“, „თქვენ ძალიან საინტერესოდ და გასაგებად აგვიხსენით თემა“, „როდის გვექნება მომდევნო შეხვედრა?“- ასეთია მოსწავლეების უკუკავშირი.
კონფლიქტის ესკალაციას მიეძღვნა ვორკშოპები ქობულეთის № 5 საჯარო სკოლის, ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) №2 და გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.
მოსწავლეებმა მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე ატვირთული ვიდეოგაკვეთილი ამ თემაზე და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. კონფლიქტოლოგმა მესენჯერის ჩათებში გაუგზავნა მათ პატარა მოთხრობები, რომლებშიც კარგად ჩანს ესკალაციის სტადიები.
მოზარდები ძალადობის თემის განხილვისას ყოველთვის პარალელს ავლებენ სტერეოტიპებსა და ტრადიციებთან, სადაც ქალს მამაკაცის მორჩილად მოიაზრებენ. სწორედ ამიტომ დააკავშირეთ ეს ორი საკითხი ერთმანეთს ახალგაზრდული კლუბების შეხვედრებზე: გენდერული ძალადობის ფორმები და სახეები. თანასწორუფლებიანი საზოგადოება. ტრადიციები და სტერეოტიპები.“
ყოველი შეხვედრის მერე სულ უფრო იზრდება ჯგუფების მოტივაცია და ძალადობის პრევენციის პროცესში აქტიური ჩართვის სურვილი.
შეხვედრები ონლაინ ჩატარდა ქობულეთის №5, ქუთაისის №12 და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების ახალგაზრდულ კლუბებთან.
ყველა შეხვედრა ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. ახალგაზრდები დიდი ინტერესით ჩაერთნენ თემის განხილვაში, მოჰყავდათ მაგალითები, ეძებდნენ მიზეზებს, მოგვარების გზებს...
ონლაინ ჩართვები ჩატარდა თერჯოლის მე-2, ფოთის 1-ლი და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების ახალგაზრდული კლუბების წევრებთან. საუბარი იყო ძალადობის პრობლემებზე მოზარდებში, ძალადობის მიზეზებსა და დაცვის მექანიზმებზე.
ოქტომბრის ბოლოს კიდევ ოთხ ონლაინ ვორკშოპი ჩატარდა - ფოთის №4 , კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) №1 საჯარო სკოლების და ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან. ასე დასრულდა თვის განმავლობაში დაგეგმილი 10 ვორკშოპი.
ვორკშოპების მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთან ერთად განიხილეს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები. უსახსრობა, განსხვავებული ღირებულებები, დამახინჯებული ინფორმაცია - ეს მიზეზები ხშირად იწვევს კონფლიქტს მოზარდებში. ბოლოს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრების შედეგად ისინი სწავლობენ, როგორ აირიდონ კონფლიქტები, ან მოაგვარონ მშვიდობიანი გზით.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრების შემდეგ ისინი უფრო ტოლერანტულები და მეგობრულები ხდებიან.
ონლაინ ვორკშოპები ჩატარდა მელაურის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი), მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ხაჯალიის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.
ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგმა მონაწილეებს აუხსნა, თუ რა მიზეზები იწვევს კონფლიქტს და მოსწავლეებმა კონკრეტული მაგალითებიც კი მოიშველიეს. ყურადღება გამახვილდა განსხვავებულ ღირებულებებზე, რაც, მათი აზრით, ხშირია სხვადასხვა ეროვნების თუ სარწმუნოების ადამიანებთან მიმართებაში.
თემამ „ძალადობის პრობლემები მოზარდებში“ - გულახდილი საუბრისთვის განაწყო მონაწილეები. ონლაინ შეხვედრები გაიმართა ხაჯალიის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის და სენაკის ახალგაზრდულ კლუბებთან. მიუხედავად ინტერნეტის პრობლემებისა, ჩართვები აქტიურად წარიმართა, გაჟღერდა საინტერესო ისტორიები. შეხვედრებზე გამოვლინდნენ ლიდერები, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობას გეგმავენ.
ოქტომბერში აქტიური მუშაობა დაიწყო ახალგაზრდული კლუბების ახალ ჯგუფებთან. თვის თემაა „ძალადობის პრობლემები მოზარდებში“. ახალგაზრდები ინტერესით ჩაერთნენ მუშაობაში. იგრძნობა აქტიური მხარდაჭერა დირექტორებისგან, პედაგოგებისა და მშობლებისგან.
ქობულეთი, გურიანთა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და ეწერი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) - ოქტომბრის პირველ დღეებში ამ სკოლების ახალგაზრდულ კლუბებთან გაიმართა ონლაინ ჩართვები. მოტივირებული ახალგაზრდები აქტიურობენ და, რაც მთავარია, აქვთ ინიცირებული ღონისძიებების ჩატარების და ჯგუფური მუშაობის სამომავლო გეგმები, ახალი იდეები, იციან სოციალურ ქსელში მუშაობა - მოამზადებენ ესეებს, ვიდეოჩანაწერებს...