ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამართულ მრგვალ მაგიდას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, პოლიციის, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მომზადებულ დოკუმენტს „მსხვერპლისთვის არსებული სერვისების მონიტორინგი - ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების ფუნქციონირება პრაქტიკაში და არსებული გამოწვევები“.
აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში საკმაოდ კარგი სიტუაციაა რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების თანამშრომლობის კუთხით. სახეზეა საბიუჯეტო პროგრამებიც, რაც მსხვერპლს საშუალებას აძლევს, გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს მისი პრობლემების დანახვა, რეაგირება, დასაქმება.
ყველაზე დიდ გამოწვევად დასახელდა თავად საზოგადოების არასაკმარისი რეაგირება ძალადობის ფაქტებზე და გამოიკვეთა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის უდიდესი საჭიროება. ითქვა, რომ ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება ამ კუთხით ძალიან სასარგებლო იქნება მუნიციპალიტეტისთვის.
ფონდმა „სოხუმმა“ ზუგდიდში მრგვალი მაგიდა ჩაატარა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობით.
შეხვედრაზე ძალადობის პრევენციასა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვაზე (სოციალური თანამშრომლობის რეფერირება), ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ სიტუაციის ანალიზსა და სოციალური თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.
შეხვედრაზე ასევე მოხდა პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია.
შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ერთობლივი აქტივობებით შესაძლებელი გახდება პრობლემების იდენტიფიცირება, გაიზრდება მათი მოგვარების და პრევენციის ხარისხი.
სამტრედიის, წალენჯიხის, ზუგდიდის და ვანის მუნიციპალიტეტებში ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე რეაგირებისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
შეხვედრების მონაწილეთა აზრით, ერთობლივი აქტივობებით შესაძლებელი გახდება პრობლემების იდენტიფიცირება, გაიზრდება მათი მოგვარების და პრევენციის ხარისხი. ადგილობრივი თვითმმართველობები მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ ოჯახური ძალადობის პრევენციის საკითხებში.
„ძალიან საჭირო პროექტია“, „ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებთ“, „ამ თემებზე სწავლება მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ტარდებოდეს“, „მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, „უკვე მეორე წრეზე მუშაობს კონფლიქტოლოგი ჩვენს სკოლაში. ჩვენი სკოლა ყოველთვის ღიაა თქვენს მისაღებად,“ „დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის“, „გელით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აქტიურად ვითანამშრომლებთ, გპირდებით!“, „თვალს გადევნებთ და აღფრთოვანებული ვარ ასეთი ახალგაზრდებით“ - ეს და ამგვარი მოსაზრებები გამოითქვა და დაიწერა ჩათში Zoom-ის პლატფორმაზე შეხვედრის დროს.
რა საფრთხეებს უქმნის მოზარდებს გარემო, რომელშიც ჯერ კიდევ არის გენდერული დისკრიმინაცია; რა გამოწვევები გაჩნდა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს; რა მნიშვნელობა აქვს მშობლებისა და პედაგოგების ურთიერთობას - ამ საკითხებზე გაიმართა საუბარი ონლაინ მრგვალ მაგიდაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები...
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაცია „სკოლები გენდერული თანასწორობის, გენდერული სტერეოტიპების და ოჯახში ძალადობის გამოწვევების პირისპირ“. დაისვა აქტუალური პრობლემები, გამოითქვა მოსაზრებები, დაფიქსირდა წინადადებები, როგორ გაუმჯობესდეს თანამშრომლობა ბავშვებისთვის ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნის კუთხით.