ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ონლაინ ვორკშოპი გაიმართა  თემაზე: „გენდერული დეზინფორმაციის ტაქტიკა, მახასიათებლები, ამოცნობის ტექნიკები“ ქუთაისის და წყალტუბოს ახალგაზრდული კლუბის წევრებთან. ვორკშოპს უძღვებოდა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი - ლინდა ჩიხლაძე.

ღონისძიება გახსნა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ანა ლომიძემ. მან მონაწილე ახალგაზრდებს პროექტის: „ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგრძნობიარე საზოგადოებებისა და ეთიკური რეგიონული მედიისთვის“ შედეგები გაუზიარა.

მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ვორკშოპში და ღონისძიების ბოლოს სახალისო ქუიზში წარმატებით გამოსცადეს თავიანთი ცოდნა გენდერული დეზინფორმაციის შესახებ.

სასტუმრო „გელათი რეზიდენსში“ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი ეხებოდა გენდერული დეზინფორმაციის და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკური გაშუქების საკითხს. მასში მონაწილეობა იმერეთის რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა მიიღეს.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა და პროექტის „ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგრძნობიარე საზოგადოებისა და ეთიკური რეგიონული მედიისთვის“ კოორდინატორმა ეკატერინე გამახარიამ და ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალა გამახარიამ. მათ თავიანთ გამოსვლაში ორგანიზაციის 25-წლიან გამოცდილებაზე, ჟურნალისტებთან თანამშრომლობასა და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკურად გაშუქების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჟიურის შეფასებების ჯამური ქულებით საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:

ჩოხატაურში განსხვავებული ფორმატის შეხვედრა გამართეს ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებმა - ეს იყო ყველის გამოფენა. ქალებმა გამოიტანეს თავიანთი ნაწარმი. განიხილეს ვებგვერდის შექმნა სახელწოდებით „გოგოლასუბნის ქალები“, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის გაყიდვას. წალენჯიხის ჯგუფი სამომავლო გეგმებში მოიაზრებს მოწყვლადი ჯგუფის ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას.

სამტრედიაში ახალი მონაწილეები შეიკრიბნენ, მათ შეავსეს ანკეტები, ისაუბრეს თავიანთ საჭიროებებზე. ახალი წევრები დაემატნენ წყალტუბოს ჯგუფსაც. შეხვედრა ონლაინ გაიმართა.

ურთიერთდახმარების ჯგუფების შეხვედრები ჩატარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც (ხობი, ზუგდიდი, თერჯოლა, ქობულეთი, სენაკი). მოვიდნენ ახალი წევრები - საკუთარი პრობლემებით და მათი მოგვარების იმედით. ქალებთან აქტიურად მუშაობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

შეხვედრა სოფელ შუა ხორგაში

სოფელ შუა ხორგაში (ხობის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მშობლები. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო ოჯახში ძალადობას პრევენცია და მსხვერპლის დაცვა.

დისკუსიის ფარგლებში განიხილეს სუბიექტების როლი და ფუნქცია. აქცენტი გაკეთდა პედაგოგების და სამედიცინო პერსონალის გადამზადებაზე და ინფორმაციის მიწოდებაზე სერვისების შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩვენს ჟურნალისტურ კონკურსზე „გენდერული დეზინფორმაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკური გაშუქება“ საკონკურსო ნამუშევრების მიღება დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს შეფასება ჟიურის წევრების მიერ. ჟიური წარმოდგენილია შემდეგი შემადგენლობით:

  • ეკა ფხაკაძე - ჟურნალისტი, ტვ „ფორმულას“ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის კორესპონდენტი
  • ზეკო ხაჩიძე - ბლოგერი, „სამოქალაქო თეატრის“ დამფუძნებელი
  • მორეტა ბობოხიძე - ექსპერტი გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით
  • ანა თავხელიძე - ადამიანის უფლებათა იურისტი, ადვოკატი
  • ვერო მელუა - ფემინისტი აქტივისტი, ფემინისტური პლატფორმა femea.ge-ს თანადამფუძნებელი.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ კონკურსის ყველა მონაწილეს გამოჩენილი ყურადღებისა და მონაწილეობისათვის და წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს!

აღნიშნულ კონკურსს ვახორციელებთ პროექტის „ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგრძნობიარე საზოგადოებისა და ეთიკური რეგიონული მედიისათვის“ ფარგლებში.

ხონის, ჩოხატაურის, ვანის, თერჯოლის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებზე გაიმართა გზამკვლევის „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ განხილვა. მასში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება: როგორ მუშაობენ ისინი ქალთა უფლებების დასაცავად ომის დროს და ომის შემდეგ.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საუკეთესო პრაქტიკას, რომელსაც გზამკვლევში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ასევე - ქალთა მხარდაჭერისკენ მიმართულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

„გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“- ამ საკითხზე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები წალენჯიხის, წყალტუბოს, სენაკის, ვანის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.

მონაწილეებმა მოისმინეს ქალთა ორგანიზაციების და მათ შორის ფონდი „სოხუმის“ საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც ომის შემდგომ პერიოდში ქალთა მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას ითვალისწინებს .

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „კამპანიების ორგანიზება საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში სსო-ის მუშაობის  მნიშვნელობის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

მსჯელობა აქტუალურ პუბლიკაციაზე

ევროპელ ქალთა ქსელმა ძალადობის წინააღმდეგ (WAVE) ორი წლის წინ გამოსცა გზამკვლევი „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ (ხელმისაწვდომია აქ: https://www.fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/13404-2023-03-17-07-47-05).

პუბლიკაცია დღესაც არ კარგავს აქტუალობას, რადგან მასში წარმოდგენილია საუკეთესო პრაქტიკები და ერთ-ერთი ორგანიზაცია არის ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ჩვენმა ორგანიზაციამ პროექტის „კამპანიების ორგანიზება საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში სსო-ის მუშაობის  მნიშვნელობის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები მოაწყო მუნიციპალიტეტებში. შეხვედრა გაიმართა თერჯოლაშიც, სადაც ფონდი „სოხუმი“ წლებია, მუშაობს.

შეხვედრის მონაწილეები ინტერესით გაეცნენ ქალთა ორგანიზაციების და მათ შორის ფონდი „სოხუმის“ წარმატებულ გამოცდილებას და აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია მეტად საჭირო საქმეს აკეთებს ქალებისა და მათი ოჯახებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

მრგვალი მაგიდა თერჯოლაში

თერჯოლაში მრგვალი მაგიდა გაიმართა ქალებთან. ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების და ჩვენი ორგანიზაციის სერვისების შესახებ.

მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს ადრეულ ქორწინებაზე, არასრულწლოვანთა უფლება-მოვალეობებსა და საზოგადოების როლზე. მათ მიიღეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელობაზე და განსაკუთრებით აღნიშნეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ პოზიტიური გავლენის შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები