ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებთან აქტიურად დაიწყო ანკეტირების პროცესი, ანკეტირება გამოავლენს ქალებს, რომელთაც სურთ, დაიწყონ საკუთარი მცირე ბიზნესი და მიიღონ შემოსავალი. ქალთა ფონდი „სოხუმი“ მხარს დაუჭერს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: სამკერვალო და სამხატვრო საქმე, მეფრინველეობა, კულინარია, დასუფთავების სერვისი.

ანკეტირების შედეგად სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ხუთი ქალი მიიღებს მცირე გრანტებს და მათ შეუძლიათ შეიძინონ შესაბამისი ხელსაწყოები და აღჭურვილობა. ქალების მუშაობა აამაღლებს თითოეული მათგანის თვითშეფასებას და გააძლიერებს მათ ოჯახებს.

https://sosfsokhumi.ge/

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ახალი პროფესიის ათვისება და შრომის თერაპია საუკეთესო მეთოდია  თვითშეფასების ამაღლებისა და გაძლიერებისთვის. ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრი ასეთ სასიკეთო გარდასახვებს ხშირად ახდენს ადამიანების ცხოვრებაში. ქალები ცოდნის მიღების შემდეგ დამოუკიდებლად განაგრძობენ მუშაობას.

ამჯერად ჩვენი ქოლგის ქვეშ ჭრა-კერვის ახალი სასწავლო კურსი დაიწყო სენაკის მუნიციპალიტეტში. პრაქტიკული უნარების საბაზო სასწავლო ცენტრი და პროექტის პარტნიორი გახდა სამკერვალო სალონი „MK“ - თავისი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კარგი შედეგით დასრულდა ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის მორიგი შეხვედრა ვანში - მოგვარდა ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის პრობლემა. ჩვენი შეხვედრების შემდეგ ის თვითონ გაძლიერდა, იყო კონსტრუქციული თანამშრომლობაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ყოველივე ამან ხელი შეუწყო პრობლემის გადაჭრას და იმედი მისცა ჯგუფს, რომ ბევრი ქალის მდგომარეობა  გაუმჯობესდება.

გააქტიურდნენ ზუგდიდის და ჩოხატაურის ქალთა ჯგუფის წევრები. ქობულეთის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფმა გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით მოაგვარა ერთ-ერთი წევრის პრობლემა, რომელიც საკმაოდ ძნელი ეჩვენებოდათ. თერჯოლის ჯგუფი აქტიურად ჩაერთო საგრანტო კონკურსებში, ჯგუფის წევრებს აქვთ დიდი მხარდაჭერა ფონდი „სოხუმიდან“ და ადგილობრივი თვითმმართველობიდან.

პროექტის ასისტენტმა ჩოხატაურში, წყალტუბოში, ზუგდიდში,  ქობულეთში და ვანში გამართა შეხვედრები, დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში კი შეხვედრები ჯგუფის ლიდერებმა ჩაატარეს.

12 კონსულტაცია ოფისში, ონლაინ შეხვედრები 12 ბენეფიციართან, 7 სატელეფონო ზარი იმათგან, ვისთანაც ადრე ჩაუტარებია სესიები - ასეთი იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მანანა გოცირიძის აპრილი. ყველა კონსულტაცია ადამიანების ემოციურ მდგომარეობას ეხებოდა, მათ ტკივილს, განცდებს. ფსიქოლოგის მისია კი მათი დამშვიდება და შინაგანი რესურსების საფუძვლის გაძლიერება იყო.

ერთ-ერთი ბენეფიციარის უკუკავშირი: „თქვენ დამეხმარეთ, რომ ჩემს თავში მეპოვა ძალა, გავუმკლავდე ცხოვრების სირთულეებს, შევიძინე ახალი უნარები, გადავაფასე ჩემი პრობლემები და ვისწავლე ემოციების კონტროლი“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ბავშვის მიმართ ძალადობის გამოვლენის და მასზე რეაგირების პრაქტიკული გზამკვლევი პედაგოგებისთვის“ - ამ პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა პედაგოგებთან გამართულ შეხვედრებზე.

საინფორმაციო შეხვედრები ეხებოდა პედაგოგების როლს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით. ასევე იყო საუბარი  კანონზე ძალადობის აღკვეთის და მსხვერპლთა დახმარების შესახებ, რეფერირების საკითხზე და კონკრეტულად - საგანმანათლებლო დაწესებულებების როლზე ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის და დახმარების კუთხით.

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა პედაგოგებთან ჩატარდა წყალტუბოს, წალენჯიხის, სენაკის, ხონის, ქუთაისი, ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებში.


პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

„გენდერული მგრძნობიარე მუნიციპალური პოლიტიკისა და პროგრამების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“ - ასეთი იყო კონფერენციის სახელწოდება, რომელსაც ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს 26 მუნიციპალიტეტის და სამხარეო ადმინისტრაციის თანამდებობის პირები.

შეკრებილები გაეცნენ საინტერესო პრეზენტაციებს:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - „ქალთა ოთახის“ მუშაობის პრაქტიკა;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება;

სენაკის მუნიციპალიტეტი - უწყებათაშორისი კომისია როგორც მაკოორდინირებელი მექანიზმი ძალადობის პრევენციის და რეაგირების საკითხებში;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს ქალთა ფონდ „სოხუმის“ მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივების შედეგები: პოზიტიური მშობლობის ტრენინგები; ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების კვლევის ანგარიში, რომელიც ამ ეტაპზე ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა.

შეხვედრაზე ასევე შედგა დიალოგი უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივ სამომავლო აქტივობებზე.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით,   ჩოხატაურის  მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების ხელმძღვანელთან, სოციალურ მუშაკთან, მერის წარმომადგენლების კოორდინატორთან ერთად  ჩატარდა შეხვედრა თემის აქტივისტებთან და სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარებთან.

მოხდა ინფორმაციის გაცვლა ქალთა ჯგუფების საჭიროებებზე, სოციალური მუშაობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ სერვისებს, ახალ მუნიციპალურ პროგრამებს, განისაზღვრა თანამშრომლობა ქალთa მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციის და დაზარალებულთა დახმარების საკითხებზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბაღდათის მუნიციპალიტეტის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, უწყებათაშორისი კომისიის“ წევრებმა მარტში ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი იყო კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. მათ შეხვედრები გამართეს მერის წარმომადგენლებთან, სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერებთან და ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან. მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია უწყებათაშორისი კომისიის ფუნქციაზე და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით.

ეს აქტივობები ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი კომისიას გააქტიურებას ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და კონკრეტული ქეისების განხილვაში.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები