ჩოხატაურში განსხვავებული ფორმატის შეხვედრა გამართეს ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებმა - ეს იყო ყველის გამოფენა. ქალებმა გამოიტანეს თავიანთი ნაწარმი. განიხილეს ვებგვერდის შექმნა სახელწოდებით „გოგოლასუბნის ქალები“, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის გაყიდვას. წალენჯიხის ჯგუფი სამომავლო გეგმებში მოიაზრებს მოწყვლადი ჯგუფის ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას.
სამტრედიაში ახალი მონაწილეები შეიკრიბნენ, მათ შეავსეს ანკეტები, ისაუბრეს თავიანთ საჭიროებებზე. ახალი წევრები დაემატნენ წყალტუბოს ჯგუფსაც. შეხვედრა ონლაინ გაიმართა.
ურთიერთდახმარების ჯგუფების შეხვედრები ჩატარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც (ხობი, ზუგდიდი, თერჯოლა, ქობულეთი, სენაკი). მოვიდნენ ახალი წევრები - საკუთარი პრობლემებით და მათი მოგვარების იმედით. ქალებთან აქტიურად მუშაობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქობულეთის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფში ახალი წევრები არიან. პირველ შეხვედრაზე მათ ისაუბრეს ქალების საჭიროებებსა და პრობლემებზე. ახალი წევრები არიან ვანშიც. თერჯოლაში კი ის ქალები შეიკრიბნენ, რომლებმაც ურთიერთდახმარების ჯგუფის მუშაობის შედეგად შეძლეს თავიანთი ცხოვრების შეცვლა.
10 მუნიციპალიტეტში შექმნილ ყველა ჯგუფში არიან ახალი წევრები და, შესაბამისად, გაჩნდა ახალი გამოწვევები. შეხვედრებზე ქალები მსჯელობენ ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ცდილობენ, ერთობლივად მოაგვარონ ისინი.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
30 მედიცინის მუშაკი შეიკრიბა წყალტუბოში ჩატარებულ ტრენინგზე (ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ჩოხატაურის, თერჯოლის, სამტრედიის მუნიციპალიტეტებიდან).
ტრენინგის თემა იყო „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“. სხვადასხვა მეთოდების მეშვეობით მონაწილეებმა განიხილეს უამრავი საკითხი, მათ შორის: ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, სტამბოლის კონვენცია, რეფერირების მექანიზმები, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფები...
მათი აზრით, ეს მუშაობა აქტუალური და საჭიროა:
„ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ტრენინგი იყო საინტერესო. გავამახვილებ ყურადღებას მიღებულ ინფორმაციებზე, საინტერესო მეთოდებზე და გარემოზე“...
„ტრენინგის ფორმატმა მოგვცა საშუალება, გვესაუბრა პრობლემის მიზეზებზე, როდის ვიქცევით სწორად და როდის არასწორად. აუცილებელია, რომ სამედიცინო პერსონალმა გაიაზროს თავისი პირდაპირი პასუხისმგებლობა“...
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
სასტუმრო West Tower Kutaisi-ში ჩატარდა ტრენინგი პედაგოგებისათვის. გენდერი, გენდერული ძალადობა, ძალადობის იდენტიფიკაცია, ბავშვთან კომუნიკაცია და რეფერირების ეტაპები, სამართლებრივი მექანიზმები და პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში, საერთაშორისო დოკუმენტები - ეს საკითხები განიხილეს ტრენინგზე. მონაწილეები წარმოადგენდნენ 9 მუნიციპალიტეტს (სენაკი, თერჯოლა, სამტრედია, ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი, ხობი, ვანი).
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში, დისკუსიებში, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას. მათ გადაეცათ პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც შემუშავდა პედაგოგებისათვის - ხელმისაწვდომია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდზე: https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/14732-2024-04-19-05-52-14
მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი ხელს შეუწყობს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას და ძალადობის პრევენციას ადრეული იდენტიფიცირების და ინტერვენციის მექანიზმებით. ისინი სკოლებში დანერგავენ გენდერულ მიდგომებს და აქტიურად ჩაერთვებიან ძალადობის შემთხვევების გამოვლენის პროცესში.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებთან აქტიურად დაიწყო ანკეტირების პროცესი, ანკეტირება გამოავლენს ქალებს, რომელთაც სურთ, დაიწყონ საკუთარი მცირე ბიზნესი და მიიღონ შემოსავალი. ქალთა ფონდი „სოხუმი“ მხარს დაუჭერს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: სამკერვალო და სამხატვრო საქმე, მეფრინველეობა, კულინარია, დასუფთავების სერვისი.
ანკეტირების შედეგად სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ხუთი ქალი მიიღებს მცირე გრანტებს და მათ შეუძლიათ შეიძინონ შესაბამისი ხელსაწყოები და აღჭურვილობა. ქალების მუშაობა აამაღლებს თითოეული მათგანის თვითშეფასებას და გააძლიერებს მათ ოჯახებს.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
კარგი შედეგით დასრულდა ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის მორიგი შეხვედრა ვანში - მოგვარდა ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის პრობლემა. ჩვენი შეხვედრების შემდეგ ის თვითონ გაძლიერდა, იყო კონსტრუქციული თანამშრომლობაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ყოველივე ამან ხელი შეუწყო პრობლემის გადაჭრას და იმედი მისცა ჯგუფს, რომ ბევრი ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
გააქტიურდნენ ზუგდიდის და ჩოხატაურის ქალთა ჯგუფის წევრები. ქობულეთის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფმა გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით მოაგვარა ერთ-ერთი წევრის პრობლემა, რომელიც საკმაოდ ძნელი ეჩვენებოდათ. თერჯოლის ჯგუფი აქტიურად ჩაერთო საგრანტო კონკურსებში, ჯგუფის წევრებს აქვთ დიდი მხარდაჭერა ფონდი „სოხუმიდან“ და ადგილობრივი თვითმმართველობიდან.
პროექტის ასისტენტმა ჩოხატაურში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ქობულეთში და ვანში გამართა შეხვედრები, დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში კი შეხვედრები ჯგუფის ლიდერებმა ჩაატარეს.
ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა წარმოადგენს საკითხს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოების რისკებს და საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი სექტორის/სფეროს ფუნქციონირებაზე ზემოქმედებს... და სწორი ინდიკატორების შემუშავება უზრუნველყოფს ძალადობის შემთხვევების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებას და ძალადობის პრევენციას, - აღნიშნულია ახალი პუბლიკაციის შესავალში.
პუბლიკაციის სახელწოდებაა „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორები (ოფიციალური სტატისტიკის მიმოხილვა)“. აქ წარმოდგენილია გამოწვევები, რეკომენდაციები და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვა. ეს პუბლიკაცია განთავსდა ვებგვერდზე https://sosfsokhumi.ge/
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის
მხარდაჭერით (კანადა)
„ბავშვის მიმართ ძალადობის გამოვლენის და მასზე რეაგირების პრაქტიკული გზამკვლევი პედაგოგებისთვის“ - ამ პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა პედაგოგებთან გამართულ შეხვედრებზე.
საინფორმაციო შეხვედრები ეხებოდა პედაგოგების როლს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით. ასევე იყო საუბარი კანონზე ძალადობის აღკვეთის და მსხვერპლთა დახმარების შესახებ, რეფერირების საკითხზე და კონკრეტულად - საგანმანათლებლო დაწესებულებების როლზე ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის და დახმარების კუთხით.
საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა პედაგოგებთან ჩატარდა წყალტუბოს, წალენჯიხის, სენაკის, ხონის, ქუთაისი, ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებში.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ქალთა ფონდ „სოხუმის“ მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივების შედეგები: პოზიტიური მშობლობის ტრენინგები; ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების კვლევის ანგარიში, რომელიც ამ ეტაპზე ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა.
შეხვედრაზე ასევე შედგა დიალოგი უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივ სამომავლო აქტივობებზე.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, უწყებათაშორისი კომისიის“ წევრებმა მარტში ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი იყო კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. მათ შეხვედრები გამართეს მერის წარმომადგენლებთან, სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერებთან და ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან. მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია უწყებათაშორისი კომისიის ფუნქციაზე და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით.
ეს აქტივობები ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი კომისიას გააქტიურებას ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და კონკრეტული ქეისების განხილვაში.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)