სამი შეხვედრა გაიმართა ფსიქოლოგთან წყალტუბოში, ხონსა და ფოთში.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კონსულტაცია მიეძღვნა თემას: მოტივაცია და ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი - ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის პრევენციისათვის. შეხვედრის მიზანი იყო ქალთა ინფორმირებულობა, უნარ-ჩვევების სწავლება და პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი პოტენციალის უკეთ წარმოჩენისთვის.
ბენეფიციარების სურვილით, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში წინასწარ დაიგეგმა შეხვედრების თემა: სუიციდის პრევენცია. ეს გამოწვეული იყო ამ ქალაქებში სუიციდის შემთხვევების გამო. შეხვედრებზე ისაუბრეს სტატისტიკაზე, მიზეზებზე და, რაც მთავარია, პრევენციის ზომებზე. დაისვა შეკითხვები. მონაწილეებმა მიიღეს პასუხები, რჩევები, რომელთაც გამოიყენებენ მოზარდებთან ურთიერთობაში.