ქუთაისის გენდერული სკონსულტაციო საბჭო აქტიურად ჩაერთო 16-დღიან კამპანიაში. 25 ნოემბერს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ირმა პეტრიაშვილმა საკრებულოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია კამპანიის შესახებ. საკრებულოს წევრებმა ძალადობის მიმართ პროტესტი გამოხატეს.
27 ნოემბერს გენდერული საბჭოს გეგმიური სხდომა კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელი ინფორმაციებით დაიწყო. საბჭოს წევრების ინიციატივით ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან, უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ლექტორებთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან.
- როგორ აისახა გენდერული პოლიტიკა ადგილობრივ ბიუჯეტში - გენდერული საბჭოს წევრებმა ამ საკითხზე დისკუსია გამართეს. იმავე დღეს შეხვედრა მოეწყო მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ზვიად ჯავახიასთან. მისი განმარტებით, 2016 წლის ქუთაისის ბიუჯეტი ნამდვილად იქნება გენდერულად სენსიტიური და მასში გენდერული საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ჰპოვებს ასახვას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით