შეხვედრები (646)

შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ  ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

1ორი პროექტის განხორციელება დაიწყო ხონის მუნიციპალიტეტში. განაცხადები მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტების სათაურიდან და მიზნებიდან ჩანს მათი მნიშვნელობა და აქტუალობა:

()იპ ხონის განათლებისა და განვითარების ცენტრმა „ედელვაისმა“ მოამზადა ორთვიანი პროექტი „საზოგადოების ხმა თვითმმართველობაში“. პროექტი ინფორმაციას მისცემს მოსახლეობას იმის შესახებ, რა ხდება ადგილობრივ ხელისუფლებაში. იგეგმება ხონის მუნიციპალიტეტის „ცხელი ხაზის“ ამოქმედება, 12-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსდება საკონტაქტო ინფორმაციის შემცველი ბანერები (ვებგვერდი, ფეისბუქგვერდი, ელფოსტა, ცხელი ხაზის ნომერი).

ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი ახორციელებს სამთვიან პროექტსმეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად ხელმისაწვდომობის გაზრდა მოქალაქეებისთვის“.  პროექტის მიხედვით, განახლდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდი, მუნიციპალიტეტის საქმიანობა გახდება უფრო გამჭვირვალე, მოსახლეობა აქტიურად ისარგებლებს მუნიციპალიტეტის ელექტრონული პლატფორმით, გაეცნობა ადგილობრივ პროგრამებს და გამოიყენებს მათ თავისი პრობლემების მოგვარებისთვის.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

მერიის, საკრებულოს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები - 12 წევრია სამუშაო ჯგუფში, რომელიც ბაღდათში შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე აირჩიეს ჯგუფის ხელმძღვანელი. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს დებულება, რომლის მიხედვითაც იმუშავებს ეს სტრუქტურული ერთეული. შემუშავდა ადვოკატირების გეგმის სამუშაო ვარიანტი და რეკომენდაციები, რომელთა ადვოკატირებაც მოხდება.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3

„საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებაც დაიწყო ლანჩხუთში, საქართველოს სასოფლო დარბაზმა.

11 ივნისს გაიმართა ფოკუს-ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელიც მიჰყავდა ამირან გიგინეიშვილს. შეხვედრის მიზანი იყო საკრებულოს საქმიანობის ელექტრონული მენეჯერის შესაძლო სტრუქტურისა და დიზაინის განხილვა.

პროექტის დაწყებისა და პირველი აქტივობის შესახებ ინფორმაციები განთავსდა ორგანიზაციის ვებგვერდზე http://darbazi.org.ge

საქართველოს სასოფლო დარბაზის მცირე პროექტი ერთ-ერთია იმ 16 პროექტს შორის, რომელიც დაფინანსდა  პროექტის  „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3 4

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა ლანჩხუთში. სამუშაო ჯგუფმა ხელი უნდა შეუწყოს საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვას მუნიციპალიტეტში. ჯგუფის წევრები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები. პირველ შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა საჯარო მმართველობის საგზაო რუკის განხორციელების მხრივ. გაკეთდა პრეზენტაცია მონიტორინგის და საჭიროებების კვლევის შესახებ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის  „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1ივნის-აგვისტოში ორი პროექტი განხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ეს მუშაობა არის ნაწილი პროექტისა „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“.

„საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ზრდის ხელშეწყობა საშუალო ვადიან პერსპექტივაში“ - ასე ეწოდება ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის პროექტს. მისი მიზანია საჯარო მოხელეთა ცოდნისა და უნარების ამაღლება საჯარო მმართველობის რეფორმის, კომუნიკაციის, პრეზენტაციის და ფასილიტაციის საკითხებში, საჯარო მოხელეების ტრენინგსაჭიროებათა კვლევა, აგრეთვე საშუალოვადიანი ტრენინგსტრატეგიის შემუშავება და ინსტიტუციონალიზაცია.

„საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი“ - ეს საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტია. მისი რეალიზების შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექნება თანამედროვე ტექნოლოგიებთან შესაბამისი, ადვილად გასაგები ელექტრონული კომუნიკატორის ვებაპლიკაცია, რაც გაზრდის საკრებულოს გამჭვირვალეობას და ანგარიშვალდებულებას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციების მორიგი ვირტუალური შეხვედრა. განხილულ იქნა სამიზნე მუნიციპალიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ შესამუშავებელი სამოქმედო გეგმები. ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრი ორგანიზაციებისთვის ივნისში დაგეგმილ ტრენინგებზე პიარის, ხილვადობის, ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებზე, აგრეთვე მიმდინარე საქმიანობაზე.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3

9 ივნისს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა -ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ მიერ, განხორციელდა პირველი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელი გუნდისა და ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის. შეხვედრა წარიმართა ონლაინ რეჟიმში. სამუშო ჯგუფის წევრები გაეცნენ პროექტის მიზნებს და ამოცანებს, სამუშაო ჯგუფის მისიას და ფუნქციებს.

სამუშაო ჯგუფის წევრებს წარმოადგენენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებას, ადგილობრივ თვიმმართველობასა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს. ისინი მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ პროექტის განხორციელების პროცესში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციების მორიგი ვირტუალური შეხვედრა. განხილულ იქნა სამოქმედო გეგმები სამიზნე მუნიციპალიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისთვის. ამას გარდა ისაუბრეს ორ ტრენინგზე, რომელიც ივნისში გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრებისთვის. პირველი ტრენინგი მიეძღვნება ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებს, მეორე კი - პიარს და ცნობადობის გაზრდას. 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში ჩატარდა პირველი  შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან. ჯგუფი დაკომპლექტდა 11 ადამიანისაგან. აქ არიან: მერიის და საკრებულოს, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები და ჩვენი პარტნიორი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე. შეხვედრაზე არჩეულ იქნა ჯგუფის ხელმძღვანელი - ალექსანდრე აკობიძე, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის  საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“  ფარგლებში.

            პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3 4 5

ონლაინ ხმების მრიცხველი - რა არის ეს? რა მნიშვნელობა აქვს? როგორ მუშაობს? როგორია მისი ევროპული მოდელი? როგორ დავნერგოთ ეს მოდელი საქართველოში?

ამ საკითხებს მიეძღვნა ონლაინ ვორკშოპი ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებისთვის.

ეს პროექტი ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს და ამიტომაც ევროპულ გამოცდილებაში ვიშეგრადის ქვეყნები იგულისხმება.

ამჯერად ევროპული მოდელი წარმოდგენილი იყო პოლონეთის მაგალითზე. ამის შესახებ საინტერესოდ, კონკრეტული ელექტრონული გვერდების მიმოხილვით ისაუბრა დოქტორმა კატარჟინა ზელინსკამ (სოციოლოგიის ინსტიტუტი, იაგელონის უნივერსიტეტი).

მან ვორკშოპის მონაწილეებს გააცნო პოლონეთის გამოცდილება VAA–ს (ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი) ინტეგრირებისა და მისი შედეგების შესახებ, ასევე მედიისა და ონლაინ პლატფორმების საშუალებით VAA–ს გავრცელების პრაქტიკული ინსტრუმენტები და ისიც, თუ როგორ მოხდა მოსახლეობის ჩართვა ამ პროცესში. მონაწილეებმა დააფიქსირეს სიძნელეები, რაც შეიძლება ახლდეს ონლაინ მრიცხველის დანერგვას საქართველოში, თუმცა აქედანვე ნათელია: სწორი საინფორმაციო კამპანიის შედეგად პოლიტიკური პარტიებიც და ამომრჩევლებიც მიხვდებიან ამ მოდელის აქტუალობას, მნიშვნელობას და სიკეთეს.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები