შეხვედრები (646)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციის - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების - „საქართველოს სასოფლო დარბაზი“ და „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტივობები, მათი განხორციელების ვადები, წარმოქმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ვანის საკრებულოში ჩატარდა სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ეთიკის კოდექსის რამდენიმე ვარიანტი, რათა ჯგუფმა მუშაობა დაიწყოს მუნიციპალიტეტის ეთიკის კოდექსის შემუშავებაზე. ეს სამუშაო ჯგუფის გეგმის ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენს. ჯგუფის წევრები შეჯერდნენ, რომ მუშაობის პროცესში აქტიურად ჩართონ მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა კოკში, ხურჩასა და ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებ მოქალაქეებთან.
მათთან ერთად განხილული იყო განათლების, საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და იგპ-თა საკითხები.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა პოლიტიკურ პარტიასთან „ლელო საქართველოსთვის“.
მოხდა დამსწრეთა ინფორმირება პროექტის მიზნის, აპლიკაციის და მისი გამოყენების მეთოდების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრებისა და საჯარო დისკუსიების მეშვეობით უკვე ინფორმირებულია 700-მდე ადამიანი.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის „იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ მონაწილეობით განხორციელდა მესამე შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელ გუნდსა („საქართველოს სასოფლო დარბაზი“ და „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“) და ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის წევრებს - სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი თვიმმართველობის და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობისთვის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშვებული სტრატეგიული გეგმის რეალიზაციის საკითხები.
სამუშაო ჯგუფის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში. განიხილულ იქნა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხები და განისაზღვრა ადვოკატირების კამპანიისათვის პრიორიტეტული მნიშვნელობის ღონისძიებები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან, რომლებზეც დამსწრეები ეცნობიან „ონლაინ ხმის მრიცხველის“ არსს.
მორიგი შეხვედრა ჩატარდა ოზურგეთში. საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა, მოესმინა კომპეტენტური პირების პასუხები ონლაინ პლატფორმაში წარმოდგენილ კითხვებზე, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი და დაესვა შეკითხვები.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

14 სექტემბერს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი. მოხდა დამსწრეების ინფორმირება ონლაინ ხმის მრიცხველის არსის შესახებ, მათ მოისმინეს პასუხები პლატფორმაში წარმოდგენილ გარკვეულ კითხვებზე და საშუალება მიეცათ, დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

თერჯოლის საკრებულოში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა განიხილეს სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია. ყურადღება გამახვილდა გარკვეულ ცვლილებებზე. იმსჯელეს სოციალურ პაკეტებზე, მონაწილეობით ბიუჯეტზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მეტ თანამშრომლობაზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. საუბარი შეეხო ანტიკორუფციულ საკითხებს, თანამშრომელთა გადამზადებას... სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაში ყველა ეს შენიშვნა შევიდა.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ვანის საკრებულოს სხდომაზე გატანილ საკითხს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი სამოქმედო გეგმის ვანის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობისათვის ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით (2020 წლის ივნისი - 2021 წლის სექტემბერი) დამტკიცების შესახებ“ - დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. გეგმა შეიმუშავა ვანის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფმა. ეს არის ნაწილი მუშაობისა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სამუშაო ჯგუფის მე-4 შეხვედრა გაიმართა ხონის საკრებულოში.
წარმოდგენილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია. შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველა პუნქტი, თავისი ვადებით. უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი წლის სტრატეგიულ გეგმაში მოხვდა პანდუსების საკითხი.
საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე გაიმართა პარტნიორული პროექტის პრეზენტაცია. პროექტში ხონის სამოქალაქო საზოგადოების ორი ორგანიზაციაა ჩართული. მათ აქტიური მუშაობა გასწიეს ზაფხულში მინიპროექტების ფარგლებში. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ მუშაობას. ითქვა, რომ უკვე არის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის გამართული ვერსია, განახლდა ცხელი ხაზი და ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაცია მიიღო მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრებმა.
ეს აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
