შეხვედრები (646)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
სასიხარულო ამბავია, რომ ხონის მუნიციპალიტეტი მონაწილეობს მუნიციპალიტეტების რესპუბლიკურ კონკურსში, სადაც ცხელი ხაზის ეფექტიან მუშაობას წარადგენს.
სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად სწორედ ცხელი ხაზის მუშაობა იყო წარმოდგენილი: როგორია შემოსული ზარების სტატისტიკა, რა თემებს ეხება განაცხადები. ისაუბრეს ასევე ვებგვერდის განახლებაზე.
მეორე თემად მონაწილეებმა პანდუსების საკითხი განიხილეს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს ალექსანდრე აკობიძეს ამის თაობაზე ჰქონდა შეხვედრები ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან.
ონლაინ ფორმატის მიუხედავად, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა აქტიურად წარიმართა.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

ახალი ორგანიზაციის დარეგისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს ონლაინ ჩართვის დროს. შეხვედრა გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარესთან. ისაუბრეს პროექტის აქტუალობაზე, გაწეული სამუშაოს შედეგებსა და პოზიტიურ ცვლილებებზე.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

„ქალები საქართველოს მომავლისთვის“ და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“ - თერჯოლის ამ ორი ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ონლაინ ჩართვის დროს.
საუბარი გაიმართა ახალი ორგანიზაციების დარეგისტრირების თაობაზე. წარმოდგენილია ორი ვარიანტი - ქალთა ორგანიზაცია და ახალგაზრდული ორგანიზაცია. მათ შესავსებად გაეგზავნა კითხვარები, რომელთა განხილვის საფუძველზე მოხდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარეგისტრირება.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

29 და 30 ოქტომბერს მეწარმე ქალთა ფონდმა ონლაინ ფორმატში ჩაატარა შეხვედრა ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციებთან.
მონაწილეებმა ისაუბრეს ორივე მუნიციპალიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელთაც ნოემბერში განიხილავს და დაამტკიცებს საკრებულო. შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შექმნის ინიციატივა. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს თავიანთ მუნიციპალიტეტებში კოვიდ-19-ის მაღალი გავრცელების რისკებზე და დასაძლევ გამოწვევებზე.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

კარგი შედეგი გამოიღო ხონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობამ. ხონის საკრებულომ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების 2020-2021 წლების ერთობლივი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და სახელმძღვანელოდ მიიღო.
სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებების გაფართოებას და მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებას.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის
საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „თანადგომა 2020“ ხელმძღვანელმა ჯგუფის წევრებს წარუდგინა ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები. იმსჯელეს იმაზე, თუ რა საკითხები შევა ჯგუფის სამოქმედო გეგმაში. მერიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა ჯგუფის წევრებს გააცნო ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტი. კოდექსის საბოლოო ვარიანტის შემუშავებას ჯგუფი წლის ბოლომდე გეგმავს.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან პარტნიორობით 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის გენდერზე პასუხისმგებელი პირი, მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოს წევრები, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსები, გენდერული მრჩევლები. განხილული იყო მუნიციპალიტეტებში გენდერული პოლიტიკის დანერგვის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა. საუბარი შეეხო კოვიდ-19-ის პირობებში შექმნილი ახალი რეალობის ფონზე გენდერული ბიუჯეტირების, პროგრამების შეფასების კუთხით არსებულ გამოწვევებს. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მონაწილეებს წარუდგინეს ჩატარებული კვლევებით გამოვლენილი პრობლემები, კოვიდ-19-ის პირობებში ძალადობის მსხვერპლების და რისკ-ჯგუფების მდგომარეობა, სხვადასხვა სტრუქტურისთვის შემუშავებული რეკომენდაციები. ისაუბრეს სამხარეო ადმინისტრაციების როლსა და ფუნქციებზე მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კოორდინაციაში; გენდერული საბჭოების საქმიანობის, მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, ეროვნულ დონეზე შესაბამისი სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე; მეთოდოლოგიური დახმარების, სათანადო რესურსების აუცილებლობის საკითხზე.

სექტემბერი და ოქტომბერი გამორჩეულად აქტიური თვეები იყო რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების სკოლებისათვის.
ამ რეგიონის პედაგოგებისათვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგების ციკლი ბულინგისა და ძალადობის თემაზე. შემდეგ კი მათ თავიანთ სკოლებში ჩაატარეს 43 აქტივობა: საინფორმაციო შეხვედრები, პრეზენტაციები, საუბრები მშობლებთან, აქციები, ვიდეორგოლების შექმნა, ფილმების ჩვენება და დისკუსიები და ა.შ.
საერთო ჯამში პროექტში ჩაერთო რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის 16 სკოლა და 20 პედაგოგი.


ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტის განხილვას დაეთმო სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში. ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა მოვალეობები, რაც ხელს შეუწყობს კოდექსის დროულად შემუშავებას და შემდგომში მის მიღებას იურიდიულ დოკუმენტად. პარტნიორმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ჯგუფის წევრებს წარუდგინეს საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის განხორციელების მონიტორინგის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც სამოქმედო გეგმაში უნდა აისახოს.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ვებგვერდის განახლებასა და მონაწილეობით ბიუჯეტზე მსჯელობდნენ თერჯოლაში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. საკრებულოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ჯგუფის ახალი წევრები, საკრებულოს კომისიის ხელმძღვანელი და ფინანსური სამსახურის წარმომადგენელი.
სამომავლო გეგმების განხილვისას დაისვა მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლების საკითხი, რადგან ეს ელექტრონული სერვისი აუცილებელია. ასევე გაკეთდა აქცენტი მონაწილეობით ბიუჯეტზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს ახალი ბიუჯეტის განხილვაში და შეძლოს თავისი კონკრეტული საჭიროებების მოგვარება.
ეს ორი ძირითადი კომპონენტი ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს, ამიტომაც დაიგეგმა საკონსულტაციო შეხვედრა ფინანსური განყოფილების წევრებთან.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
