შეხვედრები (646)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ცაგერის საკრებულოში ფორუმზე შეიკრიბნენ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პედაგოგები. ფორუმს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, ცნობილი ტრენერები: მანანა ჯინჭარაძე, ლადო აფხაზავა და თეა გალახვარიძე. პედაგოგებს გადაეცათ სერთიფიკატები აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისათვის ვებინარში „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ძალადობისგან თავისუფალი სკოლა“.
შეხვედრაზე აგრეთვე გაიმართა პუბლიკაციის „ბავშვთა მიმართ ძალადობა გზამკვლევი პედაგოგებისათვის“ პრეზენტაცია და დისკუსია აქტუალურ საკითხებზე.
ფორუმი გაიმართა ფონდ HumanDoc თან ერთობლივი თანამშრომლობით, პროექტის „საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მოძალადეთათვის თერაპიული დახმარების გაწევის" ფარგლებში.

საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობისათვის, ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ არის შემუშავებული. გეგმა დამტკიცებამდე ჯგუფის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა სამსახურსა და კომისიაში.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩატარდა თერჯოლის საკრებულოს სააქტო დარბაზში. ჯგუფის წევრებმა დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმის ყველა პუნქტი, შეიტანეს გარკვეული ცვლილებები და წარმოადგინეს საბოლოო ვერსია. შეხვედრა აქტიურად, მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობით წარიმართა. დასასრულს მათ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

დასრულდა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის ეტაპი პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი“ ფარგლებში. ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის თანამშრომლები ამჯერად ოთხი პარტიის წევრებს შეხვდნენ (️„ქართული ოცნება“, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“, ️„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“, ️„რეფორმერი“). მათ მიეწოდა ინფორმაცია პროექტის, ონლაინმრიცხველის და მისი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. საპროექტო აქტივობები გეგმის მიხედვით გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ფონდის „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობამ ინოვაციური პროექტის „ონლაინ ხმის მრიცხველი - ამომრჩველის რჩევის აპლიკაცია (Voter Advice Application) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებიდაიწყო. ფონდის „სოხუმის“ თანამშრომლებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია პროექტისა და მასში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ, რამაც მათი დაინტერესება გამოიწვია. პარტიებმა გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი. ორგანიზაცია კვლავაც აგრძელებს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს და აქტიურ კომუნიკაციას პროექტში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
ამ ეტაპზე შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა პარტიებმა:ეკა ბესელიას „პარტია სამართლიანობისთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“.
„ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“ გულისხმობს ონლაინ პლატფორმის შექმნას, სადაც მოქალაქეებს აპლიკაციაში ასახულ კითხვებზე პასუხების გაცემის გზით, შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ იგივე კითხვაზე საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტების პოზიციას და შეხედულებას, მოკლედ და ამომრჩევლისთვის გასაგებ ენაზე. ეს დაეხმარება მოქალაქეს, გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტი დგას ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან, რათა არჩევნებზე შეძლოს ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

დაიბეჭდა საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც ახსნილია ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველის არსი: რომ ონლაინ პლატფორმა საუკეთესო შესაძლებლობაა ორივე მხარისთვის - ამომრჩევლისთვისაც და პოლიტიკური სუბიექტისთვისაც: ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველის დანერგვა არის მოქალაქეთა ინფორმირება „ამომრჩევლთა რჩევის აპლიკაციის“ მეშვეობით.
პოლიტიკურ პარტიას ეძლევა საშუალება, ამომრჩეველს გააცნოს თავისი პროგრამა. ამომრჩეველი კი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი პარტიაა უფრო ახლოს მის ხედვასთან.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მორიგი ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების და სამიზნე მუნიციპალიტეტების პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
განხილვის მთავარი თემა იყო - მცირე პროექტების განხორციელება ლანჩხუთის, ხონის, თერჯოლის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში. წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები საკრებულოების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ახალი ელექტრონული სისტემის, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისა და მონაწილეობითი ბიუჯეტის შესახებ. განსაკუთრებით საინტერესო იყო ოზურგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საჯარო მმართველობის საგზაო რუკის რეალიზების პროცესში.
ფორუმი გაიმართა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ორგანიზებით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „თანასწორობა ახლა“ ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა ჯგუფთან. ეს არის აქტივობები მცირე პროექტის „მოსახლეობის მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის პროცესში“ ფარგლებში. პროექტის მიხედვით ხდება მარტოხელა მშობლების, მრავალშვილიანი დედების და პენსიონერების ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა გავლენას მოახდენს მათზე საჯარო მმართველობის რეფორმა. შეხვედრების მონაწილეები ინტერესით ეცნობიან სამოქალაქო ჩართულობის ფორმებს.
საპროექტო განაცხადი მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ორგანიზაციამ „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტიანი მმართველობისა და სამართლიანობისათვის“ ივნის-ივლისში ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, მოხდა საინიციატივო ჯგუფის მობილიზება, გაიმართა ტრენინგი სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდის თემატიკაზე. ახლა მუშაობენ თემის პრობლემების ადვოკატირებაზე. აქტივისტებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია, რათა აქტიურად ჩაერთონ პროექტში „ვანის მუნიციპალიტეტის სალომინაოს თემის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალგაზრდებისა და შშმ პირების საჭიროებები და მოთხოვნილებები, ინფორმირებულობა და გაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ხელშეწყობა“.
საპროექტო განაცხადი მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

„განათლებისა და განვითარების ცენტრი ედელვაისის“ პროექტის პირველი აქტივობა ხონის ადგილობრივ თვითმმართველობაში გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის გაკეთდა პროექტის „საზოგადოების ხმა თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტის გეგმის მიხედვით. პროექტის ბოლოს მუნიციპალიტეტში ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომელიც გაზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას ყველა საჯარო პროცესის შესახებ.
მცირე პროექტი მომზადდა პარტნიორული პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამი ორგანიზაცია: ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი და იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
