17 იანვარს ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა ჩატარდა თემაზე -გენდერული საჭიროებების გათვალისწინებით ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შესწავლა . მონაწილეები რაოდენობრივი კვლევის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა ანკეტებიც. შეხვედრა გაიმართა აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის N 6 სკოლაშიც. ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ექვს თვიანი სამოქმედო გეგმა განიხილეს და განსახორციელებელი იდეები დასახეს. შეხვედრა ტრადიციულად სახალისო აქტივობებითა და გუნდური სავარჯიშოებით წარიმართა. ქუთაისის ახალგაზრდულ კლუბს რამდენიმე ახალი წევრი შეუერთდა, რომლებმაც კლუბის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.

ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შესწავლა გენდერული საჭიროებების გათვალისწინებით- ამ საკითხებზე  წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები  მოკვლევას ჩაატარებენ. უკვე მონაცემთა შეგროვება იწყება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გამოკითხული 150 ბენეფიციარი პოზიციის დაფიქსირებას ონლაინ-ანკეტის დახმარებით შეძლებს.

 ჯგუფის წევრებს სათანადო უნარ-ჩვევები გააჩნიათ, რაც პროცესის წარმატებით დასრულების გარანტორია.

აქტიური და საინტერესო პროცესი მიდის  ახალგაზრდულ ჯგუფებშიც. წყალტუბოს პირველ და მეოთხე სკოლებში პროექტის ფარგლებში ფორუმ-თეატრი ჩამოყალიბდა. პროფესიონალი მსახიობის მიერ ჩატარებული მასტერკლასის დახმარებით  ჯგუფის წევრებმა პირველი სცენები უკვე შექმნეს.

აღნიშნული ფორმატი აქტუალურ თემებზე  საზოგადოებრივი დისკუსიების ინიცირებას შეუწყობს ხელს.

ხონის ქალთა საინიციატივო ორივე ჯგუფთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეები გაეცნენ  ინფორმაცია ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტისა და რაოდენობრივი კვლევის შესახებ.გადანაწილდა ანკეტებიც.

მორიგი შეხვედრა ჩატარდა ხონის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთანაც.

მონაწილეებმა ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტებზე ინფორმაცია მოისმინეს,  თემა ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებს  ყველაზე მეტად ეკკოლოგიური საკითხები, ემიგრანტთა სიმრავლე, ჯანდაცვის მიმართულებით არსებული საკითხები ,სწავლის დაბალი ხარისხი, სამსახურის დაკარგვის  შიში,  უმუშევრობა და საზოგადოებაში გაზრდილი აგრესია აშინებთ.

იანვრიდან საინიციატივო ჯგუფის წევრები კვლევის პროცესში ჩაერთნენ, რომელივ მიზნად  გენდერულ ჭრილში ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასებას ისახავს. პირველ ეტაპზე   ონლაინ-ანკეტების საშუალებით 150 ადამიანი გამოიკითხება.

სენაკში,  ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ინფორმაცია  ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტებზე მოისმინეს, გაეცნენ კვლევის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, ასევე გამოკითხვის ჩატარების ტექნიკურ მხარეებს . მიღებული ინფორმაციები კი გამოკითხვის პროცესის  წარმატებულად ჩატარებას შეუწყობს ხელს.

ანკეტირების პროცესში ქალების ჯგუფთან ერთად ახალგაზრდული ჯგუფის წევრებიც მონაწილეობენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა“.

მონაწილეებმა ინტერაქტიულად განიხილეს რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლი სამშვიდობო საქმიანობაში, რა უნდა გაკეთდეს ნდობის ფაქტორის გასაძლიერებლად.

ტრენინგის მეორე ნაწილი 1325 რეზოლუციის განხილვას მიეძღვნა. ჯგუფის წევრებმა იმუშავეს იმ ძირითად აქტივობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს 1325 რეზოლუციის დანერგვას მუნიციპალურ დონეზე.

მონაწილეების შეფასებით, ტრენინგიდან მიღებული ინფორმაციები ხელს შეუწყობს ქალთა გააქტიურებას სამშვიდობო მიმართულებით.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ფემიციდი, ოჯახში ძალადობა, სტერეოტიპების მსხვრევის აუცილებლობა-ამ თემებზე იმსჯელეს სენაკში , ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე . მონაწილეებმა ოჯახური ძალადობის თემაზე შექმნილი ფილმი ნახეს და შემდეგ დისკუსია მოაწყვეს. ქალთა ჯგუფის წევრების ინიციატივით, სხვადასხვა ჯგუფთან სამი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. 

ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებიც.  მონაწილეებმა ძალადობის პრევენციის საქმესა და ცნობიერების ამაღლებაში  ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ ისაუბრეს.აღნიშნა, რომ მოსახლეობის ინფორმირება ამ კუთხით გადამწყვეტია.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

„ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში: გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250 იმპლემენტაციის ხელშეწყობა“ - ამ რთული თემის განხილვა საინტერესო და სახალისო აქტივობებით მოხდა ტრენინგზე, რომელიც დიდინეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის ჩატარდა.

იყო მსჯელობა აქტუალურ საკითხებზე, ჯგუფური მუშაობა, დისკუსიები, სამშვიდობო ინიციატივების დაფიქსირება და, რა თქმა უნდა, თამაშები, რაც ძალიან უყვართ ბავშვებს...

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

წლის ბოლო თვეს

დეკემბერში ჩვენს მონაცემთა ბაზაში 32 ახალი ადამიანი დავამატეთ.

წლის ბოლო თვეს:

- საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით დავეხმარეთ 45 ოჯახს (ეს არის 98 ადამიანი)

- 14 ოჯახს გადავუხადეთ ბინის ქირა

- 5 ოჯახს აუნაზღაურდა კომუნალური გადასახადები

- ოპერაციების თანხის ნახევარი დაუფინანსდა ორ ონკოპაციენტს. ერთ-ერთ მათგანს კვლევის საფასურიც გადავუხადეთ.

- ერთ მამაკაცს  ფული ჩავურიცხეთ სატელეფონო საუბრისთვის

- ფსიქოლოგიურ შეხვედრებში მონაწილეობდა 30-მდე ადამიანი.

15 დეკემბერს გაიმართა ტრენინგი თემაზე „ომით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერისა და დახმარების საუკეთესო პრაქტიკა“.  მასში მონაწილეობდა ყველა, ვინც მუშაობს მხარდამჭერთა ჯგუფში. ტრენერმა ქეთი ვასაძემ გაგვიზიარა გამოცდილება, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ არის შემუშავებული. ჩვენ ერთად განვიხილეთ ჩვენი მუშაობის მიმართულებები. მოვახდინეთ მათი სტრუქტურირება და შევიმუშავეთ ახალი იდეები.

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებს, ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაუტარეს თემაზე: „ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა.“ ახალგაზრდებისთვის საინტერესო აღმოჩნდა საუბრები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მშვიდობა და საერთაშორისო რეზოლუციები. როლურ თამაშებში ყველა მონაწილე აქტიურად ჩაერთო.

შეხვედრები გაიმართა ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფებთანაც.ქალბატონებმა მოკლე ანგარიში წარადგინეს საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების, მიღწევებისა და გამოწვევების  შესახებ.

გამოწვევებისა  და მიღწევების, ასევე ადვოკატირების პროცესის  შესახებ ისაუბრა მორიგ შეხვედრაზე  ხონის ქალთა საინიციატივო  მეორე ჯგუფმაც. მიმოიხილეს ის აქტივობები, რომლებიც  16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებებთან დაკავშირებით ქონდათ.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები