ის ერთ-ერთია იმ მოსწავლეთაგან, ვინც პოლიმერული თიხის კურსს გადის. კურსი წარმატებით ფუნქციონირებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარებილიტაციო ცენტრში.

- ვერ წარმოიდგენთ, როგორ ლაგდება ჩემი ცხოვრება. თურმე ბევრი ავადმყოფობა მართლაც შიშებისგან და სტრესისგან იწყება. მადლობელი ვარ მოპოვებული კარგი განწყობისა და  მშვიდი ძილისთვის, - ამბობს ის.

ეს დღის სარებილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებთან ფსიქოლოგის მუშაობის ერთ-ერთი შედეგია. ფსიქოლოგი ყოველკვირეულად 5 სარეაბილიტაციო სესიას ატარებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ. ფსიქოლოგთან ერთად მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები ქალთა ფონდი „სოხუმის“ სოციალური მუშაკი და იურისტი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქსელი WAVE-ის  ორგანიზებით, რომელიც აერთიანებს 150-ზე მეტ ქალთა  მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩატარდა უკრაინელი ქალების და ბავშვების მხარდაჭერისადმი მიძღვნილი შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო, უკრაინაში ომის შედეგად ქალებისა და ბავშვების ცხოვრებაში გადაუდებელი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება უკრაინელი კოლეგებისგან, ინფორმაციის გაცვლა პარტნიორების მხრიდან არსებული მხარდაჭერის ინიციატივებზე. ქსელის წევრებმა იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიებზე, რაც უზრუნველყოფს დახმარების მეტ ეფექტიანობას.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა, ეკა გამახარიამ კოლეგებს გაუზიარა ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც უკრაინაში მყოფ მოსახლეობის და საქართველოში უკრაინელ ლტოლვილთა მხარდასაჭერად ხორციელდება ორგანიზაციის მხრიდან - ოკუპირებულ მელიტოპოლში მოსახლეობის ფულადი რესურსებით და ჰუმანიტარული ტვირთით დახმარება; ქუთაისში განთავსებული უკრაინელი ლტოლვილებისთვის საჭირო ნივთების და პროდუქტების შეძენა, დროებით ბინის ქირის გადახდა და დასაქმებაში დახმარება, ასევე -  ფსიქოლოგის კონსულტაცია. 

ხუთი მუნიციპალიტეტის (ქობულეთი, ჩოხატაური, სენაკი, წალენჯიხა და ბაღდათი) ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრის წევრები, მათი მშობლები და პედაგოგები, სკოლის დირექტორები, მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული დეპარტამენტის და გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ შემაჯამებელ შეხვედრებს, რომლებიც ონლაინ ჩატარდა.

ცენტრებმა წარმოადგინეს ექვსთვიანი აქტიური მუშაობის ანგარიში.  ახალგაზრდების პრეზენტაციებში და ემოციურ გამოსვლებში ჩანდა საგრძნობი შედეგები და ცვლილებები. ისინი ამბობდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ინიცირებულ ღონისძიებებში მონაწილეობა, გუნდური მუშაობა, სატრენინგო კურსზე სერიოზული ცოდნის და უამრავი უნარ-ჩვევის შეძენა.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ სატრენინგო კურსის მონაწილეებს და ახალგაზრდა ტრენერებს სერტიფიკატები გადასცა, პროცესში ჩართულ სკოლებს კი - მადლობის სიგელები მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

ერთობლივი კომპლექსური ყოველდღიური ინტენსიური ფსიქორეაბილიტაციური მუშაობა მიმდინარეობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში ორ ქალთან. ერთი მათგანს 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მეორე კი ორი  ბავშვის დედაა.

ახალგაზრდა ქალები ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არიან, ბავშვობიდან ტრავმირებულები, სოციალურად დაუცველები. მართალია, თავიანთ მუნიციპალიტეტში იღებენ გარკვეულ დახმარებას და მხარდაჭერას, მაგრამ კომპლექსური მუშაობაც აუცილებელი იყო მათთვის.

სარეაბილიტაციო ცენტრში ორი კვირის მანძილზე მათი რამდენიმე პრობლემა მოგვარდა, გაირკვა სხვა პრობლემების მოგვარების გზებიც. ქალებთან და ბავშვებთან მუშაობაში ჩართულები იყვნენ სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი.

„ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის ფორმები და ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.“- ამ თემაზე გაიმართა ტრენინგი წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.

მონაწილეებმა განიხილეს სამოქალაქო ჩართულობის ფორმების სამართლებრივი ასპექტები. თვითმმართველობის როლი და კომპეტენცია, მოქალაქეთა პასუხისმგებლობა და სარგებელი ამ პროცესში.

გაანალიზდა კონკრეტული ისტორიები, რატომ არის სამოქალაქო ჩართულობა მნიშვნელოვანი. რა ეტაპებს გულისხმობს, რას ნიშნავს ეს პროცესი თვითმმართველობისთვის, ცალკეული მოქალაქეებისთვის.

როლური თამაშები,

პრეზენტაციები,

აქტიური დისკუსია,

მოკლე ფილმების ჩვენება...

სწორედ ასეთ რეჟიმში ჩატარდა ზუგდიდის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან ტრენინგი თემაზე „სტერეოტიპები და ტოლერანტობა“.

ასეთი იყო მონაწილეთა უკუკავშირი:

ძალიან მნიშვნელოვანი თემები მოგვაწოდეთ დღეს, ძალიან მარტივ, გასაგებ ენაზე, გავიგეთ რა არის ტოლერანტობა, რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობებში და რა არის სტერეოტიპები, სტერეოტიპული მიდგომები“.

სოლიდარობის თემა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. სწორედ ამ საკითხის განხილვა მოხდა ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე.

ქალბატონები შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ აქციას.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

მარტს ჩატარებული შეხვედრა ეხებოდა ქალთა საერთაშორისო დღის წარმოშობასა და სოლიდარობის თემას.

მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი პოზიციები დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გააკეთეს მცირე მოხსენებები და პრეზენტაციები.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ხონის მუნიციპალიტეტის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ანკეტირების პროცესი, რომელშიც ჯგუფის წევრები იქნებიან ჩართულები. ანკეტირების ფარგლებში მოხდება ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ადამიანების საჭიროებების შესწავლა, შემდგომ კი დაიწყება გამოკვეთილი საკითხების ადვოკატირება მათი მოგვარების მიზნით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები