მრგვალი მაგიდა ცაგერში                                      

„ახალი ხედვები საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების პროცესში, მოსახლეობის საჭიროებათა დასანერგად“ - ამ თემაზე ჩატარდა მრგვალი მაგიდა   ცაგერის საკრებულოში. შეხვედრის ორგანიზატორები: „ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრი“, „აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ და „მეწარმე ქალთა ფონდი“. შეხვედრის ფასილიტატორმა და მომხსენებლებმა ისაუბრეს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ შედეგებზე, პროექტის ფარგლებში შექმნილ „სამუშაო ჯგუფზე“ და მის აქტივობებზე. გაიმართა მოსახლეობის საჭიროებათა შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია, ბოლოს კი აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის ხედვაზე კვლევაში გამოკვეთილი პრობლემების დასაძლევად.

შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მერიის და საკრებულოს, მასმედიის, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პროექტი დადებითად შეაფასეს და მისი შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

განახლდა ხუთშაბათი, 06 მაისი 2021 18:35
გამოქვეყნებულია მეინსტრიმინგი

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image