ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან ივლისში ჩატარებულ შეხვედრაზე მონაწილეებმა  დასრულებულ პროექტსა და გამოწვევებზე, ასევე იმ მიღწევებზე ისაუბრეს, რასაც პროექტის განხორციელების დროს წააწყდნენ.

შეხვედრას ხონის N 3 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.

ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წევრებმა, ადვოკატირების პროცესისთვის შერჩეული პრობლემა განიხილეს და უფლება- მოვალეობები და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს. ისინი ეკოლოგიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით იმუშავებენ.

  ხონის ქალთა საინიციატივო  მეორე ჯგუფის წევრებმა  ადვოკატირების გეგმაზე ისაუბრეს და  უფლება- მოვალეობები და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს. ქალბატონები საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ და ახალგაზრდებთნ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მავნებლობაზე ისაუბრებენ.

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგ სამუშაო შეხვედრაზე იმ საკითხების მოგვარების შესახებ ისაუბრეს,რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა.აღინიშნა,რომ ადვოკატირების გეგმის მიხედვით დაგეგმილი აქტივობები წარმატებით ხორციელდება,რაც პრობლემების მოგვარების პროცესში მნიშვნელოვანია.

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე  განხორციელებული მინი პროექტების შესახებ ისაუბრეს.ჯგუფის ლიდერებმა მოკლე მოხსენებები გააკეთეს,შესრულებული სამუშაოები წარადგინეს და მიღებულ შედეგებზე იმსჯელეს.

კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.ისინი მომდევნო თვეებშიც აქტიურად შეეცდებიან ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.ახალგაზრდებმა გააცნობიერეს,რომ მათი როლი მშვიდობის დამყარების პროცესში დიდია.ისინი სამშვიდობო მიმართულებით მომდევნო თვეშიც იმუშავებენ.

 დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე იმ საკითხების მოგვარების შესახებ იმსჯელეს,რომლებიც ადვოკატირების პროცესში გამოიკვეთა. ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი კონკრეტული აქტივობებით შეეცდება პრობლემების მოგვარებას.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ აცხადებს ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსს გენდერული დეზინფორმაციის და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკური გაშუქების თემაზე

კონკურსი მიზნად ისახავს იმერეთის რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტების, ბლოგერების და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს ჩართვას გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და  ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის საკითხების ეთიკურ და პასუხისმგებლიან გაშუქებაში.

კონკურსის პირობები იხილეთ ჩვენს საიტზე ატვირთულ დოკუმენტში.
 

ნინო გორგოძე ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც სამოქალაქო ჩართულობის ფორმებსა და მის აუცილებლობაზე საკუთარ დასახლებებში აგრძელებენ აქტიურ შეხვედრებს. ნიკეას ქუჩის #21-ში მცხოვრები დევნილების პრობლემას წარმოადგენს შენობის დანესტილი კედლები, რომლებიც უხვი ნალექის დროს უფრო ზიანდება და ადამიანების ჯანმრთელობას და თვით შენობასაც საფრთხეს უქმნის. გამოკვეთილი პრობლემის მოსაგვარებლად, ჯგუფის წევრების მიერ მზადდება წერილი და იგეგმება შესაბამის უწყებებთან შეხვედრები, რომელთაც საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრი უწევს კოორდინირებას.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

უკრაინელი ბავშვებისთვის ივლისში ხუთდღიანი სადღეღამისო ბანაკის ორი ნაკადი მოეწყო.  მათთვის დაუვიწყარი იყო ეს დღეები: საინტერესო თავგადასავლები, თამაშები, ახალი ნაცნობობა და მეგობრობა.

გართობის და გახალისების გარდა, ბანაკი დაეხმარა ბავშვებს ახალი უნარების შეძენაში. მათ ისწავლეს გუნდური მუშაობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, დააგროვეს გამოცდილება. ეს დღეები განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება ბანაკელების ცხოვრებაში.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით

  • სამშაბათი, 23 ივლისი 2024

ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.  შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები ძალადობის მსხვერპლთა სერვისებზე, გაეცნენ არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებს ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით.  

შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა საჭიროებებზეც ისაუბრეს: აღინიშნა, რომ ახალი პროფესიები, ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები ხელს შეუწყობს ქალების დამოუკიდებლობას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

მონაწილეებმა ცალსახად გამოკვეთეს, რომ ქალი არ არის დაცული, მავნე სტერეოტიპების მსხვერპლია. მიაჩნიათ, რომ ინფორმირება და განათლება შექმნის პრევენციულ გარემოს და ამ კუთხით აუცილებელია მუშაობის გაძლიერება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  • ოთხშაბათი, 17 ივლისი 2024

ზაფხულის ცხელ დღეებში ადამიანის გონება მიმართულია დასვენებისკენ, ამიტომ ფსიქოლოგის შეხვედრების თემა იყო „განტვირთვა და დასვენება“. თანამედროვე ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასვენებას, რადგან სამსახურით და საშინაო საქმეებით დატვირთული კვირის შემდეგ ძალების აღდგენა აუცილებელია.

როდესაც ვახსენებთ დასვენებას, პირველი, რაც გვახსენდება, არის ძილი, მაგრამ გამოძინება საკმარისი არ არის. არსებობს განტვირთვის სხვადასხვა ფორმა. შეხვედრებზე სწორედ განტვირთვის 7 ფორმებზე ისაუბრეს: ფიზიკური, მენტალური, სოციალური, სულიერი, ემოციური, სენსორული და შემოქმედებითი განტვირთვა. დასვენება არ არის წელიწადში ერთხელ ქალაქგარეთ ან ქვეყნის საზღვრებს მიღმა წასვლა. განტვირთვის სახეობებიდან მარტივი აქტივობის ამორჩევა და შესრულება ყოველდღიურად შეგვიძლია - ეს აუცილებელია შინაგანი სიმშვიდისა და კეთილდღეობისთვის.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ეკატერინე ქვაჩაკიძემ ივლისში შეხვედრები გამართა ჩოხატაურის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სამტრედიის, წყალტუბოს და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სხვადასხვა თემაზე დადგმული სცენების შემდეგ მაყურებელი დისკუსიაში ერთვება და ყოველთვის მესამე პირში საუბრობს. თუმცა ძალადობის ისეთ ისტორიებს ყვება, ადვილად მიხვდები, რომ საკუთარი ან მისი ახლობლის ისტორიაა. რეალობაზე აგებული სცენები შთამბეჭდავად მოქმედებს ყველა ასაკის ადამიანზე. ამიტომაც ყოველთვის აქტიურია აუდიტორიის ჩართულობა.

ივლისში ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა ჩაატარა ქუთაისის პარკებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები