- რას ნიშნავს მოლაპარაკება, როგორ მოვილაპარაკოთ, რომ კონფლიქტამდე საქმე არ მივიდეს, ვინ არის ფასილიტატორი - ამ საკითხებზე გაიმართა ვორკშოპები ფოთში, თერჯოლასა და ზუგდიდში ახალგაზრდების ჯგუფებთან.
მუშაობისას გამოყენებული იყო როლური სავარჯიშოები. მონაწილეები იმიტირებული წარმოდგენებით ცდილობდნენ მოლაპარაკებათა პროცესის წარმართვას, მედიატორის როლისა და ფუნქციის გათავისებას. ისინი თვლიან, რომ მიღებული ინფორმაცია საშუალებას მისცემს, პრაქტიკაში ეფექტურად აწარმოონ მოლაპარაკება და შეძლონ კონფლიქტების მართვა.