წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე გოგონათა საერთაშორისო დღის შესახებ ისაუბრეს. მათ მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში გაჟღერდა, რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობის თემა, რა საკითხებში არიან დაუცველი გოგონები და როგორ უნდა დავიცვათ ისინი.

ქალთა საინიციტივო ჯგუფის წევრებმა ოქტომბრის თვეში ჩატარებულ შეხვედრაზე სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს. კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო თარიღის დაარსებასთან დაკავშირებით, ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელსაც სოფლად მცხოვრები ქალები აწყდებიან.

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის ოქტომბრის შეხვედრა განხვავებულად დაიწყო. მათ ერთმანეთის წარმატების ისტორიები და წარმატებამადე გავლილი გზის შესახებ მოისმინეს . მეორე საკითხი კი  ადვოკატირების გეგმის მიხედვით გაწერილი აქტივობის ჩატარებას ეხებოდა,რომელიც ითვალისწინებს,  მოზარდებთან  ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს.

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის ლიდერმა, წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: “15 ოქტომბერი - სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე”

ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო დღის დაარსებასთან დაკავშირებით.

 გაეცნენ სოფლად მცხოვრები ქალების შესახებ იმერეთის რეგიონში არსებულ სტატისტიკას. ისაუბრეს საკუთარ თემში მყოფი ,სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემისა და გამოწვევების შესახებ . კლუბს სახალი წევრები  დაემატნენ. მათი დაახლოების მიზნით, ჩატარდა გაცნობითი და მხიარული ტიპის სავარჯიშოები.

8 ოქტომბერს, ქალთა ფონდი ,,სოხუმის’’ ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლაში ახალგაზრდებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „შუამდგომლობა და მედიაცია, როგორც შერიგების რიტუალი“

ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებს გაეაზრებინათ შუამდგომლობისა და მედიაციის მნიშვნელობა, გამოემუშავებინათ საჭირო უნარ-ჩვევები თუ, როგორ უნდა მართონ კონფლიქტი ამ მეთოდებით.

ტრენინგს ესწრებოდნენ კოკის ახალგაზრდული კლუბის წევრები .

ტრენინგის პირველ ბლოკში გაკეთდა მცირე ისტორიული რაკურსი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებოდა მედიაცია და შუამდგომლობა შორეულ წარსულში. ასევე გავლებული იყო პარალელი- მედიაცია,სამართლებრივი ჩარჩოები და  დღევანდელობა .

4 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ დიდინეძის ქალთა და ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებთან  ციფრულ უსაფრთხოებაზე ვორქშოფი კიბერუსაფრთხოების ტრენერმა  ლინდა ჩიხლაძემ ჩაატარა.

ვორქშოფზე განიხილეს სოციალური ქსელში პერსონალური მონაცემების დაცვის თემა, რთული პაროლის მნიშვნელობა, ფიშინგის საფრთხეები და პრაქტიკულად მიმოიხილეს ორმაგი ავტორიზაციის საკითხები.

„სამოქალაქო ინიციატივების“ მხარდაჭერის ფარგლებში სენაკში დევნილთა თემის პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობას ექვსი ცალი წყლის საქაჩი ტუმბო გადაეცა. ტუმბოები 12 კორპუსს მოემსახურება,  გააადვილებს სარდაფებიდან წყლის ამოქაჩვის პროცესს და იმ რისკებს შეარბილებს, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას არღვევს.

მეორე ინიციატივა მხარდაჭერილი იყო იმ აქტუალური პრობლემის საპასუხოდ, რომელიც სარეველა ბალახებისგან შექმნილ საფრთხეებს გულისხმობს. პროექტის ფარგლებში მოსახლეობას გადაეცა ხუთი ცალი ელექტროსათიბი, რომელიც 12 კორპუსზეა გათვლილი.

სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების პროცესში ქალთა ჯგუფის ლიდერები, აქტივისტები და თემის მცხოვრებლები აქტიურად იყვნენ ჩართული.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

 ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ტრენინგი ჩატარდა თემაზე- „ციფრული უსაფრთხოება ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში“. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია,თუ რა ტიპის კიბერსაფრთხეები არსებობს და როგორ იყენებენ  მას ქალების წინააღმდეგ. გაიგეს,როგორ შეიძლება პირადი მონაცემების დაცვა.   ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე გოგონათა საერთაშორისო და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს, კლუბის წევრებმა ქალების, გოგონების უფლებებზე გაამახვილეს ყურადღება. 

ხონის ქალთა ქსელი ორ სამოქალაქო ინიციატივას ახორციელებს. პირველი ინიციატივის ფარგლებში გადაიჭრება დევნილთა დასახლებაში არსებული №10 კორპუსში მცხოვრები 40 ოჯახის პრობლემა, რაც უკავშირდება წვიმის დროს სარდაფების დატბორვას.

მეორე ინიციატივის განხორციელება №15 კორპუსში მცხოვრებ 40 ოჯახს მოუგვარებს უხვ ნალექთან დაკავშირებულ პრობლემას.

ორივე კორპუსის მცხოვრებლებს წვიმის დროს უჭირთ სადარბაზოებიდან გასვლა -  შესასვლელები იტბორებადა წყალი სარდაფებში ჩაედინება.

ქალთა ქსელის წევრებმა კონსულტაციები გაიარეს სპეციალისტებთან. მათი რეკომენდაციაა - ფეხით მოსიარულეთა ბილიკის მხარეს ბარიერის გაკეთება წყლისთვის.

ქალთა ქსელის წევრებმა საჭირო მასალები და ინვენტარი უკვე შეიძინეს და ახლა მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოების დაგეგმვა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

პრობლემებსა და მათ მოგვარებაზე

მიუსაფარი ძაღლები, გარე განათების, საფეხმავლო ბილიკის, ტროტუარის, შემაკავებელი ბარიერების აუცილებლობა - ამ პრობლემებზე ისაუბრეს ქუთაისში, შერვაშიძის №53-ის სხვადასხვა კორპუსში მცხოვრებმა ქალებმა.

საინიციატივო ჯგუფის წევრი, რიმა კალანდია, რომელმაც ადვოკატირების საკითხებზე გაიარა ტრენინგები, დევნილთა თემის ქალებს უკვე მესამედ ხვდება,  თავის ცოდნას და გამოცდილებას თამამად უზიარებს და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მოუწოდებს.

- მართალია, ხშირად გვაქვს იმედგაცრუება, მაგრამ მაინც აქტიურად უნდა ჩავერთოთ თემის პრობლემების ადვოკატირებაში და მივაღწიოთ მათ მოგვარებას, - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქალთა ქსელის ონლაინ შეხვედრა

ონლაინ ჩატარდა დევნილ ქალთა და გოგონათა საერთო ქსელის შეხვედრა, რომელსაც ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე შეჯამდა  „სამოქალაქო ინციატივების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები. აღინიშნა, რომ დევნილთა თემებში პროექტით გათვალისწინებული ინვენტარის შესყიდვების პროცესი დასრულდა. საინიციატივო ჯგუფის წევრები მზად არიან სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად. უკვე დაგეგმილია მომდევნო თვის აქტივობები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები