ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიურმა წევრებმა თავიანთ თემში შეისწავლეს პრობლემები, მოახდინეს მათი პრიორიტეტიზაცია და შეჯერდნენ სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად. სწორედ ამის შესახებ ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ჩატარდა.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
შეხვედრაზე იმსჯელეს დასახლებაში მოსაგვარებელ საკითხებზე: დაზიანებული ურნები, გაუმართავი სანიაღვრე სისტემა, გზაზე შემაკავებელი ბარიერების არარსებობა.
საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში, ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევის №13-ში, მეორე კორპუსში მცხოვრებ ქალებთან გაიმართა.
საინიციატივო ჯგუფის წევრი, ტრენინგების აქტიური მონაწილე ლია გოლეთიანი თავის გამოცდილებას თამამად უზიარებს დასახლების მცხოვრებთ. შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ აქტიურად უნდა ჩაერთონ საკუთარი პრობლემების მოგვარებაში - ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნიშანია.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წერილების მომზადება უკვე დაიწყეს და შემდგომი რეაგირებისთვის ქუთაისის მერიას გადასცემენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
პროექტის „იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები - საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში“ ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა 10 ქალთან (ნიკეას ქუჩის 1-ლი შესახვევი №13).
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ლია გოლეთიანმა ადვოკატირების საკითხებზე თავისი გამოცდილება გაუზიარა დევნილებს და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მოუწოდა.
სპორტული მოედანი, სახურავის შეღებვა-შეკეთება, ძელსკამების შეკეთება - ამ საჭიროებებზე გაამახვილეს ყურადღება შეხვედრის მონაწილეებმა. მზადდება წერილები დასახელებულ პრობლემებზე და საინიციატივო ჯგუფის სახელით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით, 18-19 ივლისს ბათუმში, პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელი“ ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების მონიტორინგი“.
ტრენინგში მონაწილეობდნენ ქალები და ახალგაზრდა ქალები ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი.
მონაწილეების თქმით, ეს ორი დღე ინფორმაციით სავსე და პროდუქტიული იყო.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, პროექტის „ქალთა და ახალგაზრდობის მშვიდობის ელჩების ქსელის“ ფარგლებში ქუთაისში, სასტუმრო West Inn Georgia-ში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს ესწრებოდნენ ხუთი მუნიციპალიტეტის: ქუთაისის, ხონის წყალტუბოს, ზუგდიდისა და სენაკის ქალთა ქსელის წევრები.
სიუჟეტში პროექტის ასისტენტები ვრცლად საუბრობენ პროექტისა და ტრენინგის შესახებ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ივლისის თვის ტრადიციული შეხვედრაზე განხორციელებული პროექტის- “ახალგაზრდები მშვიდობისთვის” დეტალები განიხილეს.მათ ერთმანეთს პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს, მიღწეული შედეგები განიხილეს, ასევე პროექტის ფარგლებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. კლუბის ლიდერმა წევრებს პროექტის საბოლოო შედეგები გააცნო. შეხვედრაზე სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებზეც ისაუბრეს. შეგახსენებთ, ქუთაისის ახალგაზრდული კლუბი მიმდინარე წლის მაისი-ივნისის პერიოდში USAID-ის მიერ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს- “ახალგაზრდები მშვიდობისთვის” ახორციელებდა. ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე ადვოკატირების გეგმის შემუშავებაზე ისაუბრეს. გადაინაწილეს უფლება- მოვალეობები და პასუხისმგებლობები. ჯგუფის წევრები საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ და ახალგაზრდებთნ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მავნებლობაზე ისაუბრენენ.
21-23 ივლისს სტამბოლში გაიმართა საერთაშორისო ტრენინგი ქალთა ფონდი „სოხუმის“ და პარტნიორი ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფების წევრებისთვის. თემა - გენდერული ზეგავლენის ანალიზის (GIA) მეთოდოლოგია და პრაქტიკა. ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო ტრენერი ბლერინა ჰანი.
მონაწილეებმა მიიღეს მათ მიერ არჩეული საკითხების გენდერული ზეგავლენის ანალიზის ჩატარებისთვის საჭირო ცოდნა-უნარები; გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს პრაქტიკას პროგრამების/პროექტების გენდერული ზეგავლენის შესწავლის კუთხით.
პროექტის მიხედვით, ტრენინგის შემდგომ დაგეგმილია კვლევა, რომელსაც პარალელურად ჩაატარებენ სამუშაო ჯგუფები. საკვლევი თემა - სკოლამდელი განათლების და დაწყებითი განათლების პროგრამების შერჩეული კომპონენტების გენდერული ზეგავლენის შესწავლა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან ივლისში ჩატარებულ შეხვედრაზე მონაწილეებმა დასრულებულ პროექტსა და გამოწვევებზე, ასევე იმ მიღწევებზე ისაუბრეს, რასაც პროექტის განხორციელების დროს წააწყდნენ.
შეხვედრას ხონის N 3 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.
ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წევრებმა, ადვოკატირების პროცესისთვის შერჩეული პრობლემა განიხილეს და უფლება- მოვალეობები და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს. ისინი ეკოლოგიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით იმუშავებენ.
ხონის ქალთა საინიციატივო მეორე ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმაზე ისაუბრეს და უფლება- მოვალეობები და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს. ქალბატონები საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ და ახალგაზრდებთნ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მავნებლობაზე ისაუბრებენ.
უკრაინელი ბავშვებისთვის ივლისში ხუთდღიანი სადღეღამისო ბანაკის ორი ნაკადი მოეწყო. მათთვის დაუვიწყარი იყო ეს დღეები: საინტერესო თავგადასავლები, თამაშები, ახალი ნაცნობობა და მეგობრობა.
გართობის და გახალისების გარდა, ბანაკი დაეხმარა ბავშვებს ახალი უნარების შეძენაში. მათ ისწავლეს გუნდური მუშაობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, დააგროვეს გამოცდილება. ეს დღეები განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება ბანაკელების ცხოვრებაში.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“
PIN მხარდაჭერით